პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისზეა შეყვარებული ცირა კობიაშვილი: "შოკირებული დავტოვეთ თბილისელი გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით"
ვისზეა შეყვარებული ცირა კობიაშვილი: "შოკირებული დავტოვეთ თბილისელი გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით"

მომ­ღე­რა­ლი ცირა კო­ბი­აშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. "X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლეს ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს და მის სა­ხელს სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ მა­მა­კაცს უკავ­ში­რე­ბენ. თუმ­ცა, ცირა აქამ­დე ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა - 20 წლის მომ­ღე­რა­ლი ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ოთა­რიშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს.

"აგ­ვის­ტოს ბო­ლოს მო­მი­წევს თურ­ქეთ­ში, ან­ტა­ლი­ა­ში წას­ვლა. ეს საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტია, მაგ­რამ თან დას­ვე­ნე­ბა­საც მო­ვა­ხერ­ხებ. თურ­ქი პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩე­მით - ორი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, ერ­თზე კლი­პიც გა­და­ვი­ღე და ახლა პრე­მი­ე­რის მო­ლო­დინ­ში ვარ. სკან­და­ლუ­რი კლი­პი იქ­ნე­ბა და დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბი... იმე­დი მაქვს, თურ­ქეთ­ში წამ­ყვა­ნი მომ­ღე­რა­ლი ვიქ­ნე­ბი. ჩემი პრო­დი­უ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქ, იმ სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით უნდა ვიყო, რომ­ლე­ბიც უკვე ჰყავს თურ­ქეთს.

- სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლას ხომ არ აპი­რებ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, არა, მაგ­რამ აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, ისე წა­რი­მარ­თოს მოვ­ლე­ნე­ბი, ისე მო­ვე­წო­ნო იქა­ურ მსმე­ნელს და ჩემი კონ­ცერ­ტე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი ისე­თი გა­ყიდ­ვა­დი გახ­დეს, რომ თურ­ქეთ­ში დამ­ჭირ­დეს სა­ცხოვ­რე­ბალდ გა­დას­ვლა. თუ ეს ჩემს კა­რი­ე­რას წა­ად­გე­ბა, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამის­თვის.

- ცირა კო­ბი­აშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ოთა­რაშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლიო...

- (იცი­ნის) არ მსურს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მგო­ნია, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. ზოგი ჩემს ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ იღებს და­დე­ბი­თად, ვი­ღა­ცას, ალ­ბათ შურს... ამი­ტომ თავს ვი­კა­ვებ.

- რამ­დე­ნი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ?

- არ და­მით­ვლია. სა­ერ­თოდ, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დღე­ებს არ ვით­ვლი. არც მახ­სოვს, რო­გორ შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. იმი­ტომ რომ, ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ­დეც, წლე­ბის წინ ვიც­ნობ­დი მას, თუმ­ცა, მა­შინ ვერ გა­მო­ვი­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბო­და და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე, მას­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დი. იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი გვაქვს, რთუ­ლი იყო ამის წარ­მოდ­გე­ნა, მაგ­რამ, მერე რა­ღაც შე­იც­ვა­ლა. ახლა ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი რო­გორ­ღაც შე­ვუ­წყოთ ერ­თმა­ნეთს. რომ არა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ამ­დენ ხანს ერ­თად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით და ვერც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი ასე მარ­ტი­ვად, ჩემი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი-ექ­ვსი თვეა, ერ­თად ვართ.

...გი­ორ­გი უკვე ფეხ­ბურთში აღარ არის. სე­რი­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო და ამის გამო თა­მაშს ვე­ღარ ახერ­ხებს, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. არ ვიცი, დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა. ამ მო­მენ­ტის­თვის სხვა საქ­მი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გის მი­მართ გო­გო­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, გო­გო­ე­ბი მის მი­მართ ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩე­ნენ. მე­ტიც, ზუს­ტად ვიცი, თბი­ლი­სე­ლი გო­გო­ე­ბის ოთხმო­ცი პრო­ცენ­ტი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა, იმი­ტომ, რომ გი­ორ­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ აქამ­დე ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, ბევ­რის­თვის შოკი იყო ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. თუმ­ცა, ჩე­მი­ა­ნე­ბის­თვის – არა, უფრო გი­ორ­გის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვი­საა ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა შოკი. ამი­ტომ, ვი­კა­ვებ ხოლ­მე თავს სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კის­გან. არ მინ­და ვი­ღაც გა­ვაღ­ზი­ა­ნო, იმი­ტომ რომ, გი­ორ­გიც არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მოკ­ლედ, შო­კი­რე­ბუ­ლი დავ­ტო­ვეთ მე და გი­ორ­გიმ მთე­ლი თბი­ლი­სის გო­გო­ე­ბი ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნით (იცი­ნის).

- შენი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო და გა­ნი­ცა­და. ბუ­ნებ­რი­ვია, შენ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა. რთუ­ლი იყო ხელ­მე­ო­რედ შეყ­ვა­რე­ბა?

- წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი სიყ­ვა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­მი­ღია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისევ და ისევ სიყ­ვა­რუ­ლი იყო. გი­ორ­გი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა იმ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში და დღემ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში მიდ­გას, რომ ისევ იქ არ დავ­ბრუნ­დე, ხელ­მე­ო­რედ შეყ­ვა­რე­ბა­ში დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­მეხ­მა­რა.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვისზეა შეყვარებული ცირა კობიაშვილი: "შოკირებული დავტოვეთ თბილისელი გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით"

ვისზეა შეყვარებული ცირა კობიაშვილი: "შოკირებული დავტოვეთ თბილისელი გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით"

მომღერალი ცირა კობიაშვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. "X ფაქტორის" მონაწილეს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის სახელს სხვადასხვა ცნობილ მამაკაცს უკავშირებენ. თუმცა, ცირა აქამდე ყველაფერს უარყოფდა. ბოლო პერიოდში კი მის ცხოვრებაში სიახლეა - 20 წლის მომღერალი ფეხბურთელ გიორგი ოთარიშვილზეა შეყვარებული. პარალელურად აქტიურად მუშაობს და წინ დიდი გეგმები აქვს.

"აგვისტოს ბოლოს მომიწევს თურქეთში, ანტალიაში წასვლა. ეს საქმიანი ვიზიტია, მაგრამ თან დასვენებასაც მოვახერხებ. თურქი პროდიუსერები დაინტერესდნენ ჩემით - ორი სიმღერა ჩავწერე, ერთზე კლიპიც გადავიღე და ახლა პრემიერის მოლოდინში ვარ. სკანდალური კლიპი იქნება და დიდ გამოხმაურებას ველოდები... იმედი მაქვს, თურქეთში წამყვანი მომღერალი ვიქნები. ჩემი პროდიუსერები ამბობენ, რომ იქ, იმ სუპერვარსკვლავების გვერდით უნდა ვიყო, რომლებიც უკვე ჰყავს თურქეთს.

- საცხოვრებლადაც თურქეთში გადასვლას ხომ არ აპირებ?

- ჯერჯერობით, არა, მაგრამ აგვისტოს შემდეგ, შეიძლება, ისე წარიმართოს მოვლენები, ისე მოვეწონო იქაურ მსმენელს და ჩემი კონცერტები და სიმღერები ისეთი გაყიდვადი გახდეს, რომ თურქეთში დამჭირდეს საცხოვრებალდ გადასვლა. თუ ეს ჩემს კარიერას წაადგება, რა თქმა უნდა, მზად ვარ ამისთვის.

- ცირა კობიაშვილი ფეხბურთელ გიორგი ოთარაშვილზეა შეყვარებულიო...

- (იცინის) არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მგონია, რომ ეს ურთიერთობაზე ცუდად მოქმედებს. ზოგი ჩემს ახალ ურთიერთობას ვერ იღებს დადებითად, ვიღაცას, ალბათ შურს... ამიტომ თავს ვიკავებ.

- რამდენი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ?

- არ დამითვლია. საერთოდ, ურთიერთობაში დღეებს არ ვითვლი. არც მახსოვს, როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ, ამ ურთიერთობამდეც, წლების წინ ვიცნობდი მას, თუმცა, მაშინ ვერ გამოვიდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვმეგობრობდით, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე, მასთან ერთად ვიქნებოდი. იმდენად განსხვავებული ხასიათები გვაქვს, რთული იყო ამის წარმოდგენა, მაგრამ, მერე რაღაც შეიცვალა. ახლა ვცდილობთ, ჩვენი განსხვავებული ხასიათები როგორღაც შევუწყოთ ერთმანეთს. რომ არა დიდი სიყვარული, ამდენ ხანს ერთად ვერ ვიქნებოდით და ვერც ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ასე მარტივად, ჩემი წარსულიდან გამომდინარე. დაახლოებით ხუთი-ექვსი თვეა, ერთად ვართ.

...გიორგი უკვე ფეხბურთში აღარ არის. სერიზული ტრავმები მიიღო და ამის გამო თამაშს ვეღარ ახერხებს, რასაც ძალიან განიცდის. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა. ამ მომენტისთვის სხვა საქმითაა დაკავებული. რაც შეეხება გიორგის მიმართ გოგონების დამოკიდებულებას, გოგოები მის მიმართ ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ. მეტიც, ზუსტად ვიცი, თბილისელი გოგოების ოთხმოცი პროცენტი ძალიან ცუდადაა, იმიტომ, რომ გიორგის შეყვარებული ვარ, გამომდინარე იქედან, რომ აქამდე ასეთი სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია, ბევრისთვის შოკი იყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. თუმცა, ჩემიანებისთვის – არა, უფრო გიორგის თაყვანისმცემლებისთვისაა ჩვენი ერთად ყოფნა შოკი. ამიტომ, ვიკავებ ხოლმე თავს საჯაროდ ლაპარაკისგან. არ მინდა ვიღაც გავაღზიანო, იმიტომ რომ, გიორგიც არანაკლებ პოპულარულია საზოგადოებაში. მოკლედ, შოკირებული დავტოვეთ მე და გიორგიმ მთელი თბილისის გოგოები ჩვენი ერთად ყოფნით (იცინის).

- შენი სიყვარულის ისტორია, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, მთელმა საქართველომ გაიგო და განიცადა. ბუნებრივია, შენთვის ძალიან მძიმე იქნებოდა ამ ყველაფრის გადატანა. რთული იყო ხელმეორედ შეყვარება?

- წელიწად-ნახევარი სიყვარულთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამ შემთხვევაში, მთავარი მიზეზი ისევ და ისევ სიყვარული იყო. გიორგი ძალიან დამეხმარა იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში და დღემდე ყველანაირად გვერდში მიდგას, რომ ისევ იქ არ დავბრუნდე, ხელმეორედ შეყვარებაში დიდი სიყვარული დამეხმარა.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"

კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება