საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?
"როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?

ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნა ანი მუ­რა­დე­ლი ქალ­თა კო­ლო­ნი­ი­დან ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იგი დე­დის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და ამ მუხ­ლით აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე შე­წყდა. ექ­სპერ­ტი­ზით გა­ირ­კვა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას ანი შე­უ­რა­ცხა­დი იყო. სა­სა­მარ­თლომ ბა­ლე­რი­ნას იძუ­ლე­ბი­თი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნა და წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ტა­რებს.

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს ანი მუ­რა­დე­ლის დე­ი­დას­თან, ესმა მინ­დო­რაშ­ვილ­თან, რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

- როცა მთვრა­ლი იყო, აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და და ჩემს დას უმო­წყა­ლოდ სცემ­და, თავს არ­ტყმე­ვი­ნებ­და ია­ტაკ­ზე, ფე­ხე­ბით შეს­დგე­ბო­და. გა­მო­ვი­ძა­ხებ­დით პატრ-ულს, ხე­დავ­დნენ დამ­ტვრე­ულ ჭურ­ჭელს, ნა­ცემ ქალს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, წა­იყ­ვა­ნეთ, ხომ ხე­დავთ, ძლივს დგას ფეხ­ზე, მთვრა­ლია-მეთ­ქი. სად წა­ვიყ­ვა­ნო­თო, მპა­სუ­ხობ­დნენ... ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში ბევ­რჯერ მი­ვიყ­ვა­ნე პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით.

- ცხე­და­რი თქვენ იპო­ვეთ?

- იმ დღეს სულ ვრე­კავ­დი და, რო­გორც იქნა, ანიმ აიღო ყურ­მი­ლი. მივ­ხვდი, მთვრა­ლი იყო. მო­ვი­დეს დე­და­შე­ნი ტე­ლე­ფონ­თან-მეთ­ქი, ნუ მა­წუ­ხე­ბო და და­კი­და ყურ­მი­ლი. მე­ო­რე­დაც დავ­რე­კე, იგი­ვე გა­მი­მე­ო­რა. ნა­თე­სავს ვთხო­ვე, გამ­ყოლ-ოდა. ვუ­კა­კუ­ნებ­დი, დე­ი­და ვარ, გა­ა­ღე-მეთ­ქი, კარს ფე­ხებს ურტყამ­და, კი­ო­და. მერე მე­ზობ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და მი­თხრეს, წუ­ხელ ღა­მის 2 სა­ათ­ზე სა­ში­ნე­ლი წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა გა­მო­დი­ო­დაო. ალ­ბათ, შვე­ლას ითხოვ­და ჩემი და...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ხა­ლი­ჩა­ზე პირ­ქვე იყო დამ­ხო­ბი­ლი, წა­მე­ბით მო­უკ­ლავს, მერე 24 სა­ა­თი გვამ­თან ერ­თად იყო. ანი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია, რო­გორ გგო­ნი­ათ, არ მიყ­ვარს? მაგ­რამ ეს ჩა­ი­დი­ნა. და­ნის ერთი დარ­ტყმით რომ მო­ეკ­ლა, ასე, ალ­ბათ, არ გავმწარ­დე­ბო­დი, წა­მე­ბით მოკ­ლა დედა.

ახლა ამ­ბო­ბენ, შე­უ­რა­ცხად­მა მოკ­ლაო. თუ ასეა, კარს რა­ტომ არ გვი­ღებ­და? ანუ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რაც მოხ­და. თა­ვი­დან აღი­ა­რა კი­დეც, მაგ­რამ მერე ად­ვო­კა­ტე­ბის რჩე­ვით თქვა, არა­ფე­რი მახ­სოვ­სო. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნეს, თუ უნ­დათ, დღეს­ვე გა­მო­უშ­ვან, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ არის სა­ში­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?

"როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა" - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?

ცნობილი ბალერინა ანი მურადელი ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  იგი დედის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და ამ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენისას ანი შეურაცხადი იყო. სასამართლომ ბალერინას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა და წელიწად-ნახევარს საავადმყოფოში გაატარებს.

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ანი მურადელის დეიდასთან, ესმა მინდორაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრ-ულს, ხედავდნენ დამტვრეულ ჭურჭელს, ნაცემ ქალს. ვეუბნებოდი, წაიყვანეთ, ხომ ხედავთ, ძლივს დგას ფეხზე, მთვრალია-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხობდნენ... ნარკოლოგიურში ბევრჯერ მივიყვანე პოლიციის დახმარებით.

- ცხედარი თქვენ იპოვეთ?

- იმ დღეს სულ ვრეკავდი და, როგორც იქნა, ანიმ აიღო ყურმილი. მივხვდი, მთვრალი იყო. მოვიდეს დედაშენი ტელეფონთან-მეთქი, ნუ მაწუხებო და დაკიდა ყურმილი. მეორედაც დავრეკე, იგივე გამიმეორა. ნათესავს ვთხოვე, გამყოლ-ოდა. ვუკაკუნებდი, დეიდა ვარ, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, კიოდა. მერე მეზობლები გამოვიდნენ და მითხრეს, წუხელ ღამის 2 საათზე საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ, შველას ითხოვდა ჩემი და...

მიცვალებული ხალიჩაზე პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო. ანი საზოგადოებისთვის საშიშია, როგორ გგონიათ, არ მიყვარს? მაგრამ ეს ჩაიდინა. დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე, ალბათ, არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა.

ახლა ამბობენ, შეურაცხადმა მოკლაო. თუ ასეა, კარს რატომ არ გვიღებდა? ანუ აცნობიერებდა, რაც მოხდა. თავიდან აღიარა კიდეც, მაგრამ მერე ადვოკატების რჩევით თქვა, არაფერი მახსოვსო. წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი