ინტერნეტში ავსტრიელი ქალბატონის - კაროლინ ჰარტის ფოტოები ვრცელდება, რომელიც ზღვის სანაპიროზე ბიკინით პოზირებს. ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი მას შემდეგ გამოიწვია, რაც კაროლინის ასაკი გაირკვა. ის, არც მეტი, არც ნაკლები, 70 წლისაა. ქალმა ერთ-ერთ სააგენტოს განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის, სილამაზისა და ახალგაზრდული იერის საიდუმლო მხოლოდ ერთ რამეშია. მისი თქმით, მან დიდი ხნის წინ ამოიღო საკვები რაციონიდან შაქარი.
კაროლინ ჰარტი უკვე ოთხგზის ბებიაა, მაგრამ მისი გარეგნობიდან გამომდინარე, რთულია მას ბებია ვუწოდოთ. კაროლინი დარწმუნებულია, რომ სრულყოფილი სხეულის ფორმულა მარტივია: აკონტროლეთ რას მიირთმევთ და ამოძრავეთ ფეხები.
მისი სილამაზის საიდუმლო მარტივია. 30 წლის წინ, კაროლინმა მთლიანად შეამცირა ყველაფერი, რაც შეიცავს თეთრ შაქარს - მას დიაბეტი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ, კაროლინის სხეული გაჯანსაღდა და მის სისხლში შაქრის დონე დარეგულირდა.
რა თქმა უნდა, ის მხოლოდ სწორი კვების რეჟიმს არ იცავს. კაროლინს დღეში 8 საათი სძინავს და მოძრაობს ფეხით, კავდება მედიტაციით და მისდევს სპორტს. მან ასევე აღიარა, რომ გაკეთებული აქვს რამდენიმე უმნიშვნელო პლასტიკური ოპერაცია.
როგორც დედა და გამოცდილი ადამიანი, კაროლინი ყოველთვის ამბობს: "ცხოვრება არ არის სრულყოფილი. ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს, მაგრამ ეს არაფერი. თუ გაქვთ რაიმე გამოწვევა, იბრძოლეთ. კვლავ და კვლავ. იმიტომ, რომ ხშირად ცხოვრება მეტისმეტად დაუნდობელია. მე ღრმად მწამს, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება. ცხოვრების საიდუმლო კი ისაა, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა''.