დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
"ადგილზეა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ძალიან მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ამოდის შავი კვამლი, ალბათ, ძველი საბურავები დააგდო ვიღაცამ და ამ საბურავებს წაეკიდა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
იხილეთ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან
თვითმხილველი ბაკო ბურდილაძე შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს ავრცელებს
ცეცხლი 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, ია ბადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია მის ახლობელს, საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესის წამოწყებას აპირებს. ია ბადაშვილის ინფორმაციით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი საბურავებს გაუჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი ბალახზე გავრცელდა. ტერიტორიაზე ოცამდე ხეა.