საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა
GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

გან­მუ­ხურ­ში, სა­დაც "ჯემ ფეს­ტი" მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე "ჯემ ფეს­ტის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.რ. ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გან­მუ­ხურ­ში, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აიყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის და ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის კად­რე­ბი

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ლი­ზერ­გი­დის" შემ­ცვე­ლი 6 ფირ­ფი­ტა, 3 აბი "მე­ტა­დო­ნი", "მდმა"-ს შემ­ცვე­ლი 2 ფირ­ფი­ტა და ფირ­ფი­ტის 4 ნა­ჭე­რი, 18 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა და 3 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი გა­მომშრა­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, ს.რ.-ს მა­რი­ხუ­ა­ნის, "მდმა"-ს და მე­ტა­დო­ნის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი და­უდ­გინ­და. შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, მე-3 და მე-6 ნა­წი­ლე­ბის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ის და ნივ­თი­ე­რე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტის დი­აგ­ნო­ზით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი "ჯემ ფეს­ტი­დან" გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთ-ერ­თის, 22 წლის გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

GEM FEST-ის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ირანის მოქალაქე "ჯემ ფესტის" ტერიტორიაზეა დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.

იხილეთ ბრალდებულის დაკავების და ამოღებული ნარკოტიკების კადრები

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი "მეტადონი", "მდმა"-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, "მდმა"-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ