მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით
"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით

"ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გებ­მა და­ამ­ტკი­ცეს, რომ ასე­თი ტი­პის ჩა­სას­მე­ლებ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვე­ბი უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან და უფრო ნაკ­ლებს ტი­რი­ან, რად­გან მშო­ბელ­თან სი­ახ­ლო­ვე მათ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა," - გან­მარ­ტავს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პის, "ბა­გა­ნას" დი­რექ­ტო­რი, თი­ნა­თინ გა­ხო­კი­ძე, რო­მელ­საც AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ წა­მო­წყე­ბა­ზე ესა­უბ­რა:

- რა არის "ბა­გა­ნა" და რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ის?

- "ბა­გა­ნა" ბავ­შვის ჩა­სას­მე­ლი, რომ­ლი­თაც მისი ტა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ. ჩვე­ნი მი­სი­აა, ხელი შე­ვუ­წყოთ ნუ­ლი­და­დან ორ წლამ­დე და 15 კი­ლოგ­რა­მამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­სა და მათ მშობ­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ხში­რად ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. "ბა­გა­ნა" ე.წ კენ­გუ­რუს ქარ­თუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში. ამ რე­გი­ო­ნებ­ში მათ "სლინ­გის" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. აქამ­დე ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მსგავ­სი პრო­დუქ­ტი არ არ­სე­ბობ­და, არც შე­სა­ბა­მი­სად, მშობ­ლებს უწევ­დათ ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ ან ელექტრო­ნულ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ძე­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს გა­ცი­ლე­ბით და­ბალ ფა­სად ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია შევ­თა­ვა­ზეთ და ამ­ჟა­მად გა­ყიდ­ვე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რით გან­სხვავ­დე­ბა "ბა­გა­ნა" ე.წ კენ­გუ­რუს­გან და რა­ტომ ანი­ჭე­ბენ მას უპი­რა­ტე­სო­ბას მშობ­ლე­ბი?

- "ბა­გა­ნას" ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს, მათ შო­რის, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით რო­გორც ფე­ხით, ისე ტრან­სპორ­ტით შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გილ­დეთ. "ბა­გა­ნას­თვის" არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა არ არის გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც ეტ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიპ­რობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ეს არის ბავ­შვის გა­და­საყ­ვა­ნი მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მჭირდროდ ეკ­ვრის რო­გორც ბავ­შვს, ისე მშო­ბელს და იგი ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მი­სა და წო­ნის ადა­მი­ა­ნის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

გარ­და ამი­სა, მას არ აქვს ღი­ლე­ბი, ელვა და მსგავ­სი მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ნა­წი­ლე­ბი. ასე­ვე გა­მო­სა­ყო­ფია ფაქ­ტი, რომ მენჯ-ბარ­ძა­ყის პრობ­ლე­მის მქო­ნე ბავ­შვებს, "სლინ­გი ანუ "ბა­გა­ნა," ენიშ­ნე­ბათ კი­დეც. მას­ში ბავ­შვის მო­თავ­სე­ბის მე­თო­დი მენჯ-ბარ­ძა­ყის არე­ში ყო­ველ­გვარ გარ­თუ­ლე­ბას გა­მო­რი­ცხავს და ის მო­მენ­ტი, რომ ბავ­შვს ფე­ხე­ბი აქვს სულ ისეთ პო­ზი­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც დისკლა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბა­გა­ნა" ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ნივ­თია ბავ­შვის ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად.

- აქვს თუ არა რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კა ბა­გა­ნას გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მე­ლიც მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცოდ­ნენ?

- "ბა­გა­ნას" გა­მო­ყე­ნე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა აქვს. ის ერთი გრძე­ლი ქსო­ვი­ლია და თუ მას ტან­ზე სწო­რად არ შე­მო­ვიხ­ვევთ და მას­ში ბავ­შვს სწო­რად არ მო­ვა­თავ­სებთ შე­საძ­ლოა, ისევ მხო­ლოდ გრძელ, მო­უ­ხერ­ხე­ბელ ქსო­ვი­ლად დარ­ჩეს. სწო­რედ ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლებს ვა­ტანთ ჩვენს ბუკ­ლეტს და ვუგ­ზავ­ნით ხოლ­მე ვი­დე­ო­ინ­სტრუქ­ცი­ებს, რათა ბავ­შვე­ბის მო­თავ­სე­ბა გა­უ­მარ­ტივ­დეთ. გარ­და ამი­სა, ბავ­შვის "ბა­გა­ნა­ში" ჩას­მის მე­თო­დი­კა ასა­კის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა.

- "ბა­გა­ნა" "თი­ბი­სი" ბან­კის ორ­გა­ნი­ზე­ბულ ბიზ­ნეს და­ჯილ­დო­ე­ბა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორ ფიქ­რობთ, რა ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე?

- მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ "თი­ბი­სი" ბან­კი ჩვენს მსგავს სტარ­ტა­პებს ასე ეხ­მა­რე­ბა. ეს და­ჯილ­დო­ე­ბა ჩვენ­თვის იყო ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე "ბა­გა­ნას" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­ტა­ნა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ. "თი­ბი­სი" ბან­კის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში რომც ვერ გა­ვი­მარ­ჯვოთ, ეს მა­ინც იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ხელს შეგ­ვი­წყობს, რომ ცნო­ბა­დო­ბა უფრო მე­ტად გავ­ზარ­დოთ.

- რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი აქვს "ბა­გა­ნას" პრო­დუქ­ცი­ას მშობ­ლე­ბის­გან?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, "ბა­გა­ნა­თი" კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. ვინც შე­ი­ძი­ნა, ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ ამ­გვა­რი პრო­დუქ­ტის არ­სე­ბო­ბა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სა­ჭი­რო იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბა­გა­ნას" ექი­მის მიერ შერ­ჩე­ვა სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი სლინ­გე­ბი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია პე­დი­ატრთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით

"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით

"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ტიპის ჩასასმელებში გაზრდილი ბავშვები უფრო ბედნიერები არიან და უფრო ნაკლებს ტირიან, რადგან მშობელთან სიახლოვე მათ ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად აისახება," - განმარტავს ახალი ქართული სტარტაპის, "ბაგანას" დირექტორი, თინათინ გახოკიძე, რომელსაც AMBEBI.GE-ს საკუთარ წამოწყებაზე ესაუბრა:

- რა არის "ბაგანა" და რისთვის გამოიყენება ის?

- "ბაგანა" ბავშვის ჩასასმელი, რომლითაც მისი ტარება შეგიძლიათ. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ნულიდადან ორ წლამდე და 15 კილოგრამამდე ასაკის ბავშვებსა და მათ მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ხშირად ფეხით გადაადგილებას გულისხმობს. "ბაგანა" ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში. ამ რეგიონებში მათ "სლინგის" სახელით იცნობენ. აქამდე ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობდა, არც შესაბამისად, მშობლებს უწევდათ ძალიან ძვირადღირებული პროდუქტის საზღვარგარეთ ან ელექტრონულ მაღაზიებში შეძენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქართველ მომხმარებელს გაცილებით დაბალ ფასად ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზეთ და ამჟამად გაყიდვები უკვე მიმდინარეობს.

- რით განსხვავდება "ბაგანა" ე.წ კენგურუსგან და რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას მშობლები?

- "ბაგანას" ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, მისი საშუალებით როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით შესაძლებელია, შეუფერხებლად გადაადგილდეთ. "ბაგანასთვის" არანაირი დაბრკოლება არ არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რაც ეტლების შემთხვევაშიპრობლემას წარმოადგენს. ეს არის ბავშვის გადასაყვანი მოსახერხებელი საშუალება, რომელიც მჭირდროდ ეკვრის როგორც ბავშვს, ისე მშობელს და იგი ნებისმიერი ზომისა და წონის ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, მას არ აქვს ღილები, ელვა და მსგავსი მოუხერხებელი ნაწილები. ასევე გამოსაყოფია ფაქტი, რომ მენჯ-ბარძაყის პრობლემის მქონე ბავშვებს, "სლინგი ანუ "ბაგანა," ენიშნებათ კიდეც. მასში ბავშვის მოთავსების მეთოდი მენჯ-ბარძაყის არეში ყოველგვარ გართულებას გამორიცხავს და ის მომენტი, რომ ბავშვს ფეხები აქვს სულ ისეთ პოზიციაში, რომელიც დისკლაზიის განვითარებას ხელს უშლის, ძალიან სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ "ბაგანა" ასევე ძალიან კარგი ნივთია ბავშვის ჩასახუტებლად.

- აქვს თუ არა რაიმე სპეციფიკა ბაგანას გამოყენებას, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ?

- "ბაგანას" გამოყენებას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ის ერთი გრძელი ქსოვილია და თუ მას ტანზე სწორად არ შემოვიხვევთ და მასში ბავშვს სწორად არ მოვათავსებთ შესაძლოა, ისევ მხოლოდ გრძელ, მოუხერხებელ ქსოვილად დარჩეს. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს ვატანთ ჩვენს ბუკლეტს და ვუგზავნით ხოლმე ვიდეოინსტრუქციებს, რათა ბავშვების მოთავსება გაუმარტივდეთ. გარდა ამისა, ბავშვის "ბაგანაში" ჩასმის მეთოდიკა ასაკის მიხედვით იცვლება.

- "ბაგანა" "თიბისი" ბანკის ორგანიზებულ ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ამ პროექტში მონაწილეობა თქვენს საქმიანობაზე?

- მოხარულები ვართ, რომ "თიბისი" ბანკი ჩვენს მსგავს სტარტაპებს ასე ეხმარება. ეს დაჯილდოება ჩვენთვის იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ საზოგადოებამდე "ბაგანას" შესახებ ინფორმაცია მიგვეტანა, აქედან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. "თიბისი" ბანკის დაჯილდოებაში რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს მაინც იქნება ერთ-ერთი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც ხელს შეგვიწყობს, რომ ცნობადობა უფრო მეტად გავზარდოთ.

- რა გამოხმაურებები აქვს "ბაგანას" პროდუქციას მშობლებისგან?

- საბედნიეროდ, "ბაგანათი" კმაყოფილები არიან. ვინც შეიძინა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ამგვარი პროდუქტის არსებობა ქართულ ბაზარზე საჭირო იყო. აღსანიშნავია, რომ "ბაგანას" ექიმის მიერ შერჩევა საჭიროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მსგავსი სლინგები რეკომენდებულია პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი