"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით

"ბაგანა" - ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივა, რომელსაც საქართველოში გაცილებით დაბალ ფასად იყიდით

"ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ტიპის ჩასასმელებში გაზრდილი ბავშვები უფრო ბედნიერები არიან და უფრო ნაკლებს ტირიან, რადგან მშობელთან სიახლოვე მათ ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად აისახება," - განმარტავს ახალი ქართული სტარტაპის, "ბაგანას" დირექტორი, თინათინ გახოკიძე, რომელსაც AMBEBI.GE-ს საკუთარ წამოწყებაზე ესაუბრა:

- რა არის "ბაგანა" და რისთვის გამოიყენება ის?

- "ბაგანა" ბავშვის ჩასასმელი, რომლითაც მისი ტარება შეგიძლიათ. ჩვენი მისიაა, ხელი შევუწყოთ ნულიდადან ორ წლამდე და 15 კილოგრამამდე ასაკის ბავშვებსა და მათ მშობლებს, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ აქტივობებში, რომლებიც ხშირად ფეხით გადაადგილებას გულისხმობს. "ბაგანა" ე.წ კენგურუს ქართული ალტერნატივაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში. ამ რეგიონებში მათ "სლინგის" სახელით იცნობენ. აქამდე ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობდა, არც შესაბამისად, მშობლებს უწევდათ ძალიან ძვირადღირებული პროდუქტის საზღვარგარეთ ან ელექტრონულ მაღაზიებში შეძენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქართველ მომხმარებელს გაცილებით დაბალ ფასად ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზეთ და ამჟამად გაყიდვები უკვე მიმდინარეობს.

- რით განსხვავდება "ბაგანა" ე.წ კენგურუსგან და რატომ ანიჭებენ მას უპირატესობას მშობლები?

- "ბაგანას" ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, მისი საშუალებით როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით შესაძლებელია, შეუფერხებლად გადაადგილდეთ. "ბაგანასთვის" არანაირი დაბრკოლება არ არის გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რაც ეტლების შემთხვევაშიპრობლემას წარმოადგენს. ეს არის ბავშვის გადასაყვანი მოსახერხებელი საშუალება, რომელიც მჭირდროდ ეკვრის როგორც ბავშვს, ისე მშობელს და იგი ნებისმიერი ზომისა და წონის ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

გარდა ამისა, მას არ აქვს ღილები, ელვა და მსგავსი მოუხერხებელი ნაწილები. ასევე გამოსაყოფია ფაქტი, რომ მენჯ-ბარძაყის პრობლემის მქონე ბავშვებს, "სლინგი ანუ "ბაგანა," ენიშნებათ კიდეც. მასში ბავშვის მოთავსების მეთოდი მენჯ-ბარძაყის არეში ყოველგვარ გართულებას გამორიცხავს და ის მომენტი, რომ ბავშვს ფეხები აქვს სულ ისეთ პოზიციაში, რომელიც დისკლაზიის განვითარებას ხელს უშლის, ძალიან სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ "ბაგანა" ასევე ძალიან კარგი ნივთია ბავშვის ჩასახუტებლად.

- აქვს თუ არა რაიმე სპეციფიკა ბაგანას გამოყენებას, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ?

- "ბაგანას" გამოყენებას განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ის ერთი გრძელი ქსოვილია და თუ მას ტანზე სწორად არ შემოვიხვევთ და მასში ბავშვს სწორად არ მოვათავსებთ შესაძლოა, ისევ მხოლოდ გრძელ, მოუხერხებელ ქსოვილად დარჩეს. სწორედ ამიტომ მომხმარებლებს ვატანთ ჩვენს ბუკლეტს და ვუგზავნით ხოლმე ვიდეოინსტრუქციებს, რათა ბავშვების მოთავსება გაუმარტივდეთ. გარდა ამისა, ბავშვის "ბაგანაში" ჩასმის მეთოდიკა ასაკის მიხედვით იცვლება.

- "ბაგანა" "თიბისი" ბანკის ორგანიზებულ ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, რა ზეგავლენას მოახდენს ამ პროექტში მონაწილეობა თქვენს საქმიანობაზე?

- მოხარულები ვართ, რომ "თიბისი" ბანკი ჩვენს მსგავს სტარტაპებს ასე ეხმარება. ეს დაჯილდოება ჩვენთვის იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ საზოგადოებამდე "ბაგანას" შესახებ ინფორმაცია მიგვეტანა, აქედან გამომდინარე, ამ პროცესში აქტიურად ჩავერთეთ. "თიბისი" ბანკის დაჯილდოებაში რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს მაინც იქნება ერთ-ერთი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც ხელს შეგვიწყობს, რომ ცნობადობა უფრო მეტად გავზარდოთ.

- რა გამოხმაურებები აქვს "ბაგანას" პროდუქციას მშობლებისგან?

- საბედნიეროდ, "ბაგანათი" კმაყოფილები არიან. ვინც შეიძინა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ამგვარი პროდუქტის არსებობა ქართულ ბაზარზე საჭირო იყო. აღსანიშნავია, რომ "ბაგანას" ექიმის მიერ შერჩევა საჭიროებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მსგავსი სლინგები რეკომენდებულია პედიატრთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი