რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომს რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაიჭრა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიკარგა დიდი ოდენობით საბრძოლო ტექნიკა, დაზარალდა ეკონომიკა...
08.08.08. - ეს რიცხვები თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღის სიმბოლოა, თუმცა, რა ხდებოდა 8 აგვისტოს მოვლენებამდე?
PALITRAVIDEO.GE-ს სპეცპროექტი 2008 წლის ომზე სწორედ ამ კუთხით დაგანახებთ 9 წლის წინანდელ მოვლენებს.
"აგვისტოს ომის კალენდარი" შესაძლებლობას გაძლევთ თვალი გადაავლოთ ყველაზე მთავარ მოვლენებს 3 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით - პერიოდამდე, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნო. ჩვენ გთავაზობთ მოვლენათა ქრონოლოგიას, მხოლოდ ფაქტებს, ინტერპრეტაციის გარეშე.