Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" - "მეფის" შემოქმედების ყველაზე მასშტაბური კონცერტი და უკვდავი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით
"ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" - "მეფის" შემოქმედების ყველაზე მასშტაბური კონცერტი და უკვდავი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით

"მგო­ნი, სიკ­ვდი­ლის აღარ მე­ში­ნია და ალ­ბათ ამი­ტომ ჩემი სული სა­ბო­ლო­ოდ გა­იხ­სნა უსას­რუ­ლო გრძნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მარ­ტო­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი", - ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი "მშვი­დი ცურ­ვა"...

15 აგ­ვის­ტოს, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის და მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის სა­ღა­მო "ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი | ის­ტო­რია" გა­ი­მარ­თე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ირაკ­ლის სა­ხე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც "Check in Georgia"-ს ფარ­გლებ­ში BLACK SEA ARENA-ზე შედ­გე­ბა, "ბრა­ვო რე­ქორდსი"-სა და "Altervision Group"-ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით. მსმე­ნელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა მო­ის­მი­ნოს საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბი ახა­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა და ჯგუ­ფე­ბის შეს­რუ­ლე­ბით. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი" ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სტე­ფა­ნე, ოთო ნემ­სა­ძე, ნინა სუბ­ლა­ტი, ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლი, მა­რი­კო ლეჟა­ვა, მაია დარსმე­ლი­ძე & დათო ევ­გე­ნი­ძე, გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძე, "SOFT EJECT", "GREEN ROOM", "NEW ONE ",რობი კუ­ხი­ა­ნი­ძე & "OUTSIDER", "LOUDspeakers" და "EREKLE DEISADZE & BEQA KUNDALINI".

"პრო­ექტს ქვია "ის­ტო­რია" და პრაქ­ტი­კუ­ლად ეს იქ­ნე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია გად­მო­ცე­მუ­ლი ვი­დე­ო­ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად გავა ეკ­რან­ზე. ეს კად­რე­ბი ასა­ხავს იმ თე­მებს რა­ზეც ირაკ­ლი მღე­რო­და. ეს იქ­ნე­ბა მისი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე-20 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში. ეს იქ­ნე­ბა დე­მონ­სტრა­ცია, თუ რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და ირაკ­ლი თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას "ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია.

ამას­თან, შენ­გე­ლია მად­ლო­ბას უხ­დის ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს და პრე­მი­ერ მი­ნისტრს, რომ­ლებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს მათი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და წელს ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოდ და მრა­ვალ­ფე­როვ­ნად ტარ­დე­ბა "Check in Georgia":

"ეს პრო­ექ­ტი მარ­თლა უნი­კა­ლუ­რია რო­გორც ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­მო­ცო­ცხლდეს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თვი­თონ Black Sea Arena-ს, რომ­ლის გუნ­დი ძა­ლი­ან მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ავ­ლენს და ურ­თუ­ლეს პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს".

რო­გორც კონ­ცერ­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ნინა სუბ­ლა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ის ირაკ­ლის ცნო­ბილ სიმ­ღე­რას "ნა­ი­ა­რევს" შე­ას­რუ­ლებს.

"პირ­ვე­ლად ეს სიმ­ღე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვიმ­ღე­რე, ამი­ტომ ვეც­დე­ბი მას ახ­ლე­ბუ­რად მი­ვუდ­გე და შე­საძ­ლოა, რა­ი­მე ცვლი­ლე­ბაც შე­ვი­ტა­ნო. ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ტის­ტე­ბი­დან ირაკ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. მისი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, იმის ფონ­ზეც, რომ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს არც ისე ხში­რად ვმღე­რი, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. გრძნო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ყო­ველ ჯერ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, " - ამ­ბობს ნინა სუბ­ლა­ტი.

"თუ გსურს, რომ შენი ქმნი­ლე­ბა უკ­ვა­დი გახ­დეს, გა­ნუ­დე­ქი მას, მი­ე­ცი გან­მარ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, სუნ­თქვის შან­სი. ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დი­ა­დი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ადი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ჰქვია", - ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი "მშვი­დი ცურ­ვა".

...დრომ მარ­თლაც და­უმ­კვიდ­რა ირაკ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას თა­ვი­სი ად­გი­ლი. რაც მეტი დრო გა­დის მით უფრო მეტ სიღ­რმეს და მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ირაკ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, ამის დას­ტუ­რია ის ფაქ­ტი, რომ ყვე­ლა თა­ო­ბამ იცის და მღე­რის მის სიმ­ღე­რებს. ასე­თი მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტი კი მცდე­ლო­ბაა, კი­დევ ერთხელ გა­ვიც­ნოთ ირაკ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრეს­პექ­ტი­ვით და­ვი­ნა­ხოთ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა.

ირაკ­ლის, რო­გორც მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რას 1976 წელ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­დე­საც მან ჯგუფ "არიშ­თან" ერ­თად და­ი­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა, თუმ­ცა მისი პირ­ვე­ლი კავ­ში­რი ხე­ლოვ­ნე­ბას­თან სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და. "ის პირ­ველ რიგ­ში იყო, პო­ე­ტი, ავ­ტო­რი და შემ­დეგ მუ­სი­კო­სი", - იხ­სე­ნებს ირაკ­ლის მამა გელა ჩარ­კვი­ა­ნიი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბას ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს, ბევ­რის­თვის ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი დღემ­დე ამო­უც­ნობ პი­როვ­ნე­ბად რჩე­ბა. სწო­რედ ნამ­დვი­ლი ირაკ­ლის ახ­ლოს გა­საც­ნო­ბად ჩვენ პი­რა­დად გა­ვე­სა­უბ­რეთ მომ­ღერ­ლის მა­მას, გელა ჩარ­კვი­ანს, რო­მე­ლიც ალ­ბათ მას ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობ­და.

"ირაკ­ლის მუ­სი­კაც და ნა­წე­რე­ბიც მრა­ვალშრი­ა­ნია, ამი­ტომ სხვადსხვა ადა­მი­ა­ნი ხე­დავს სხვა­დას­ხვა შრეს, შე­სა­ბა­მი­სად ის ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას. ის უს­წრებ­და დროს და ეს ხე­ლო­ვა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ავ­ტოგ­რაფს როცა მთხო­ვენ, ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დავ­წე­რო "მე­ფის მამა". ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ირაკ­ლი­ში ის არის, რომ მან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვა მო­ახ­დი­ნა. პირ­ველ რიგ­ში, მან ქარ­თულ ენა­ზე გად­მო­იყ­ვა­ნა როკი, რაც ასე ად­ვი­ლი არ იყო. რო­კის ქარ­თულ ენა­ზე აღ­ქმა არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ ირაკ­ლიმ ეს შეძ­ლო. მან თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლუ­რი კლი­პე­ბი­თაც და მუ­სი­კით, რაც მა­შინ მი­უ­ღე­ბე­ლი და მე­ტის­მე­ტად ავან­გარ­დუ­ლი ჩან­და, გა­ხა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რი. რაც მან მა­შინ გა­ა­კე­თა, დღეს უკვე მუ­სი­კა­ლურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა.

"ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც ირაკ­ლია, ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში ავ­ლე­ნენ თავს. ის სულ პა­ტა­რა იყო, რომ უკვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ფიქ­რობ­და, ეს ემ­ჩნე­ო­და მის ენას, ლექსსაც და მე სერ­თოდ მი­მაჩ­ნია, რომ ირაკ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვი კომ­პო­ნენ­ტი არის პო­ე­ზია, იმი­ტომ რომ, ირაკ­ლი იყო პო­ე­ტი. მხო­ლოდ პო­ე­ტი ხე­დავს სამ­ყა­როს მე­ტა­ფო­რუ­ლად. თუ პო­ე­ტი ხარ, მერე უკვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ჟან­რებ­შიც ბევ­რი რამ შე­გიძ­ლია. პო­ე­ზი­ი­დან იწყე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა, მე ასე მი­მაჩ­ნია, და ირაკ­ლის ეს თა­ვი­დან­ვე ქონ­და. მე როცა ვუკ­რავ­დი, ის სულ პა­ტა­რა იყო, რომ მო­დი­ო­და და მის­მენ­და. მას უკვე ეტყო­ბო­და, რომ მუ­სი­კა­ში რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სოს გა­ა­კე­თებ­და. რო­დე­საც მე პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე რო­გორ ას­რუ­ლებ­და სა­კუ­თარ სიმ­ღე­რას, მა­შინ ჯგუფ­ში " არი­ში" მღე­რო­და, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად და­წერ­და კარგ სიმ­ღე­რებს, იმი­ტომ რომ ის სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის იყო....

ამას­თან ერ­თად, ირაკ­ლი ძა­ლი­ან იყო ლი­ტე­რა­ტუ­რით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ის წერ­და მო­თხრო­ბებს, და სა­ერ­თოდ 18-19 წლის ასაკ­ში, მას ამ კუ­თხით უფრო იც­ნობ­დნენ, იმი­ტომ რომ მისი მო­თხრო­ბე­ბი და ლექ­სე­ბი "ცის­კარ­ში და სხვა გა­მო­ცე­მებ­შიც იბეჭ­დე­ბო­და. თან­და­თა­ნო­ბით სინ­თე­ზი­რე­ბა მოხ­და ამ ყვე­ლაფ­რის მუ­სი­კას­თან. ამი­ტომ, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ მომ­ღე­რა­ლი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, ეს ჩემ­თვის ცოტა უც­ნა­უ­რია, ის მომ­ღე­რა­ლი იყო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას ქონ­და წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ხმა, ტრა­გიზ­მით სავ­სე, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა ის პირ­ველ რიგ­ში ავ­ტო­რი იყო", - იხ­სე­ნებს გელა ჩარ­კვი­ა­ნი.

რო­გორც მუ­სი­კო­სის მამა ამ­ბობს, ირაკ­ლის ორი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და და სწო­რედ ამი­ტომ არის მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ასე­თი კონ­ტრას­ტუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი.

"კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც ირაკ­ლის ახა­სი­ა­თებ­და, ის იყო, რომ მას გა­ო­რე­ბა ქონ­და, ის ქმნი­და ორი ტი­პის ნა­წარ­მო­ებს. ერთი - ცოტა მი­ა­მი­ტურ-ბავ­შვუ­რი, და­და­ის­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რთულ ტექ­ნო­რიტ­მებ­ზე იდე­ბო­და და იყო ძა­ლი­ან ეპა­ტა­ჟუ­რი, ხოლო მის მე­ო­რე მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, იყო ძა­ლი­ან კარ­გი მე­ლო­დის­ტი. ეს იყო მისი ნამ­დვი­ლი ბუ­ნე­ბა, ის ბუ­ნე­ბით იყო ავან­გარ­დუ­ლი, მას ყო­ველ­თვის უნ­დო­და რა­ღაც შე­ეც­ვა­ლა. რო­დე­საც ირაკ­ლიმ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ იყო მარ­ტი­ვი, მა­შინ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო კონ­სერ­ვა­ტიზ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამი­ტომ ამას ხე­ლად ყვე­ლა ვერ იღებ­და. მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და რა­საც აკე­თებ­და, იმი­ტომ რომ ვგრძნობ­დი, რომ ეს იყო გარ­ღვე­ვა, მაგ­რამ ისიც ვი­ცო­დი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა არ მო­წო­ნე­ბო­და ჩემი თა­ო­ბის ბევრ ადა­მი­ანს, რად­გან ეს მათ­თვის ძნე­ლი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და. თვი­თონ არ გა­ნიც­დი­და ამ კრი­ტი­კას, პი­რი­ქით, უხა­რო­და, იმი­ტომ რომ ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ ად­რე­ნა­ლი­ნი მო­ე­მა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუმ­ცა ის ძლი­ე­რი იყო, არა მარ­ტო ამ ეპა­ტა­ჟი­სა და სი­თა­მა­მის გამო, არა­მედ იმ ძა­ლი­ან ღრმა მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ხალ­ხში პო­პუ­ლა­რუ­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე მღე­რი­ან.

ის თვლი­და, რომ წერ­და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის, მო­მავ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც დღეს არის. ირაკ­ლის შე­ეძ­ლო ინ­გლი­სუ­რად ეწე­რა და სა­ერ­თოდ ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, იქაც მი­აღ­წევ­და წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ ის ვერ ძლებ­და ვერ­სად, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან თბი­ლი­სე­ლი იყო. მისი სული მა­ინც ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლია, მის სიმ­ღე­რებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან არა­ქარ­თუ­ლია, ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა იგ­რძნო­ბა. სწო­რედ ერთხელ ნიკა რაჭ­ველ­მა თქვა "სა­ო­ცა­რია, რო­გო­რი არა­ქარ­თუ­ლი და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­აო," - ამ­ბობს გელა ჩარ­კვი­ა­ნი.

ამას თვით ირაკ­ლიც ადას­ტუ­რებს სა­კუ­თარ წიგნ­ში "მშვი­დი ცურ­ვა": "ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც მარ­ტო­ო­ბა­ში ვიგ­რძე­ნი, ის არის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი არა­სო­დეს მი­მა­ტო­ვებს."

ლიკა ჭიღ­ლა­ძე

AMBEBI.GE

"ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" - "მეფის" შემოქმედების ყველაზე მასშტაბური კონცერტი და უკვდავი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით

"ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" - "მეფის" შემოქმედების ყველაზე მასშტაბური კონცერტი და უკვდავი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით

"მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი", - ირაკლი ჩარკვიანი "მშვიდი ცურვა"...

15 აგვისტოს, ცნობილი ქართველი ავტორის და მომღერლის ირაკლი ჩარკვიანის საღამო "ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია" გაიმართება. ეს იქნება ირაკლის სახელობის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც "Check in Georgia"-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე შედგება, "ბრავო რექორდსი"-სა და "Altervision Group"-ის ერთობლივი ორგანიზებით. მსმენელს  საშუალება ექნება მოისმინოს საყვარელი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით, ცნობილი ქართველი მომღერლებისა და ჯგუფების შესრულებით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: "საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი" ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე & დათო ევგენიძე, გვანცა ჯაფარიძე, "SOFT EJECT", "GREEN ROOM", "NEW ONE ",რობი კუხიანიძე & "OUTSIDER", "LOUDspeakers" და "EREKLE DEISADZE & BEQA KUNDALINI".

"პროექტს ქვია "ისტორია" და პრაქტიკულად ეს იქნება მე-20 საუკუნის ისტორია გადმოცემული ვიდეოინსტალაციების მეშვეობით, რომლებიც კონცერტის პარალელურად გავა ეკრანზე. ეს კადრები ასახავს იმ თემებს რაზეც ირაკლი მღეროდა. ეს იქნება მისი სიმღერების ახლებური ვერსიები, ძალიან საინტერესოდ შესრულებული და გააზრებული საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის ჭრილში. ეს იქნება დემონსტრაცია, თუ როგორ ეხმიანებოდა ირაკლი თავისი შემოქმედებით სხვადასხვა მოვლენას, რაც საქართველოში ხდებოდა" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბრისას "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.

ამასთან, შენგელია მადლობას უხდის ეკონომიკის მინისტრს და პრემიერ მინისტრს, რომლებმაც გაითვალისწინეს მათი  წინადადებები და წელს ბევრად საინტერესოდ და მრავალფეროვნად ტარდება "Check in Georgia":

"ეს პროექტი მართლა უნიკალურია როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეს არის საშუალება, რომ გამოცოცხლდეს ქართული შოუბიზნესი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თვითონ Black Sea Arena-ს, რომლის გუნდი ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს ავლენს და ურთულეს პროექტებს ახორციელებს".

როგორც კონცერტის ერთ-ერთი მონაწილე ნინა სუბლატი აღნიშნავს, ის ირაკლის ცნობილ სიმღერას "ნაიარევს" შეასრულებს.

"პირველად ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ ვიმღერე, ამიტომ ვეცდები მას ახლებურად მივუდგე და შესაძლოა, რაიმე ცვლილებაც შევიტანო. ქართველი თანამედროვე არტისტებიდან ირაკლი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. მისი სიმღერების შესრულება, იმის ფონზეც, რომ ქართულ სიმღერებს არც ისე ხშირად ვმღერი, ძალიან სასიამოვნოა. გრძნობებს რაც შეეხება, ის ყოველ ჯერზე განსხვავებულია, " - ამბობს ნინა სუბლატი.

"თუ გსურს, რომ შენი ქმნილება უკვადი გახდეს, განუდექი მას, მიეცი განმარტოების საშუალება, სუნთქვის შანსი. ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიადი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ჰქვია", - ირაკლი ჩარკვიანი "მშვიდი ცურვა".

...დრომ მართლაც დაუმკვიდრა ირაკლის შემოქმედებას თავისი ადგილი. რაც მეტი დრო გადის მით უფრო მეტ სიღრმეს და მნიშვნელობას იძენს ირაკლის შემოქმედება, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა თაობამ იცის და მღერის მის სიმღერებს. ასეთი მასშტაბის კონცერტი კი მცდელობაა, კიდევ ერთხელ გავიცნოთ ირაკლი და განსხვავებული პრესპექტივით დავინახოთ მისი შემოქმედება.

ირაკლის, როგორც მომღერლის კარიერას 1976 წელ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მან ჯგუფ "არიშთან" ერთად დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა მისი პირველი კავშირი ხელოვნებასთან სწორედ ლიტერატურის მეშვეობით მოხდა. "ის პირველ რიგში იყო, პოეტი, ავტორი და შემდეგ მუსიკოსი", - იხსენებს ირაკლის მამა გელა ჩარკვიანიი.

მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებას ყველა კარგად იცნობს, ბევრისთვის ირაკლი ჩარკვიანი დღემდე ამოუცნობ პიროვნებად რჩება. სწორედ ნამდვილი ირაკლის ახლოს გასაცნობად ჩვენ პირადად გავესაუბრეთ მომღერლის მამას, გელა ჩარკვიანს, რომელიც ალბათ მას ყველაზე კარგად იცნობდა.

"ირაკლის მუსიკაც და ნაწერებიც მრავალშრიანია, ამიტომ სხვადსხვა ადამიანი ხედავს სხვადასხვა შრეს, შესაბამისად ის ძალიან კარგად ექვემდებარება ინტერპრეტაციას. ის უსწრებდა დროს და ეს ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ავტოგრაფს როცა მთხოვენ, ხშირად მეუბნებიან, რომ დავწერო "მეფის მამა". ყველაზე მნიშვნელოვანი ირაკლიში ის არის, რომ მან რამდენიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა. პირველ რიგში, მან ქართულ ენაზე გადმოიყვანა როკი, რაც ასე ადვილი არ იყო. როკის ქართულ ენაზე აღქმა არ იყო ადვილი, მაგრამ ირაკლიმ ეს შეძლო. მან თავისი ვიზუალური კლიპებითაც და მუსიკით, რაც მაშინ მიუღებელი და მეტისმეტად ავანგარდული ჩანდა, გახადა ეს ყველაფერი ნორმალური. რაც მან მაშინ გააკეთა, დღეს უკვე მუსიკალურ ყოველდღიურობად იქცა.

"ისეთი ადამიანები, როგორიც ირაკლია, ძალიან ადრეულ ასაკში ავლენენ თავს. ის სულ პატარა იყო, რომ უკვე შემოქმედებითად ფიქრობდა, ეს ემჩნეოდა მის ენას, ლექსსაც და მე სერთოდ მიმაჩნია, რომ ირაკლის შემოქმედებითობის ერთ-ერთი მნიშვნელოვი კომპონენტი არის პოეზია, იმიტომ რომ, ირაკლი იყო პოეტი. მხოლოდ პოეტი ხედავს სამყაროს მეტაფორულად. თუ პოეტი ხარ, მერე უკვე ხელოვნების სხვა ჟანრებშიც ბევრი რამ შეგიძლია. პოეზიიდან იწყება ხელოვნება, მე ასე მიმაჩნია, და ირაკლის ეს თავიდანვე ქონდა. მე როცა ვუკრავდი, ის სულ პატარა იყო, რომ მოდიოდა და მისმენდა. მას უკვე ეტყობოდა, რომ მუსიკაში რაღაც საინტერესოს გააკეთებდა. როდესაც მე პირველად მოვისმინე როგორ ასრულებდა საკუთარ სიმღერას, მაშინ ჯგუფში " არიში" მღეროდა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ის აუცილებლად დაწერდა კარგ სიმღერებს, იმიტომ რომ ის სიმღერა ძალიან მაღალი კლასის იყო....

ამასთან ერთად, ირაკლი ძალიან იყო ლიტერატურით გატაცებული. ის წერდა მოთხრობებს, და საერთოდ 18-19 წლის ასაკში, მას ამ კუთხით უფრო იცნობდნენ, იმიტომ რომ მისი მოთხრობები და ლექსები "ცისკარში და სხვა გამოცემებშიც იბეჭდებოდა. თანდათანობით სინთეზირება მოხდა ამ ყველაფრის მუსიკასთან. ამიტომ, როდესაც ამბობენ მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი, ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია, ის მომღერალი იყო, რასაკვირველია, მას ქონდა წარმოუდგენლად საინტერესო ხმა, ტრაგიზმით სავსე, რაც ძალიან იშვიათია, თუმცა ის პირველ რიგში ავტორი იყო", - იხსენებს გელა ჩარკვიანი.

როგორც მუსიკოსის მამა ამბობს, ირაკლის ორი ბუნება ჰქონდა და სწორედ ამიტომ არის მისი შემოქმედება ასეთი კონტრასტული და მრავალფეროვანი.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ირაკლის ახასიათებდა, ის იყო, რომ მას გაორება ქონდა, ის ქმნიდა ორი ტიპის ნაწარმოებს. ერთი - ცოტა მიამიტურ-ბავშვური, დადაისტური ნაწარმოებები, რომლებიც რთულ ტექნორიტმებზე იდებოდა და იყო ძალიან ეპატაჟური, ხოლო მის მეორე მხარეს რაც შეეხება, იყო ძალიან კარგი მელოდისტი. ეს იყო მისი ნამდვილი ბუნება, ის ბუნებით იყო ავანგარდული, მას ყოველთვის უნდოდა რაღაც შეეცვალა. როდესაც ირაკლიმ დაიწყო ეს ყველაფერი, არ იყო მარტივი, მაშინ საკმაოდ ძლიერი იყო კონსერვატიზმი საზოგადოებაში, ამიტომ ამას ხელად ყველა ვერ იღებდა. მე ძალიან მომწონდა რასაც აკეთებდა, იმიტომ რომ ვგრძნობდი, რომ ეს იყო გარღვევა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ეს შეიძლება არ მოწონებოდა ჩემი თაობის ბევრ ადამიანს, რადგან ეს მათთვის ძნელი მისაღები იქნებოდა. თვითონ არ განიცდიდა ამ კრიტიკას, პირიქით, უხაროდა, იმიტომ რომ ყოველთვის ამბობდა, რომ ადრენალინი მოემატა საზოგადოებას. თუმცა ის ძლიერი იყო, არა მარტო ამ ეპატაჟისა და სითამამის გამო, არამედ იმ ძალიან ღრმა მელოდიური სიმღერების გამო, რომლებიც ხალხში პოპულარულია და ადამიანები დღემდე მღერიან.

ის თვლიდა, რომ წერდა ქართველებისთვის და ქართველი ახალგაზრდობისთვის, მომავლისათვის, რომელიც დღეს არის. ირაკლის შეეძლო ინგლისურად ეწერა და საერთოდ ლონდონში დარჩენილიყო, იქაც მიაღწევდა წარმატებას, მაგრამ ის ვერ ძლებდა ვერსად, იმიტომ რომ ძალიან თბილისელი იყო. მისი სული მაინც ძალიან ქართულია, მის სიმღერებში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაქართულია, ქართული სულისკვეთება იგრძნობა. სწორედ ერთხელ ნიკა რაჭველმა თქვა "საოცარია, როგორი არაქართული და ქართული მუსიკააო," - ამბობს გელა ჩარკვიანი.

ამას თვით ირაკლიც ადასტურებს საკუთარ წიგნში "მშვიდი ცურვა": "ყველაზე მთავარი, რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული არასოდეს მიმატოვებს."

ლიკა ჭიღლაძე

AMBEBI.GE

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"