პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი
ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი

ნატო ვაჩ­ნა­ძე ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა იყო, ქალი-ლე­გენ­და, რო­მელ­მაც გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე აა­ლა­პა­რა­კა მთე­ლი საბ­ჭო­ე­თი. როცა მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი იხი­ლეს ჰო­ლი­ვუდ­ში, გაკ­ვირ­ვე­ბა ვერ და­მა­ლეს და თქვეს: "ეს სა­ოც­რე­ბაა!"

სა­ო­ცა­რი და ულა­მა­ზე­სი ნატო კი ასე აღ­მო­ა­ჩი­ნეს: 1923 წლის ოქ­როს­ფე­რი შე­მოდ­გო­მაა თბი­ლის­ში. რე­ჟი­სო­რი ამო ბეკ-ნა­ზა­რო­ვი ნება-ნება და­სე­ირ­ნობს და ფილ­მის, "მა­მის მკვლე­ლის", მთა­ვარ გმირს და­ე­ძებს ყველ­გან - ქუ­ჩებ­ში, კა­ფე­ებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე. როცა ფო­ტოგ­რაფ შიხ­მა­ნის ვიტ­რი­ნას ჩა­უ­ა­რა, მისი ყუ­რა­დღე­ბა ნა­ტიფ­მა და ძა­ლი­ან სათ­ნო სა­ხემ მი­ი­ზი­და, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა ფო­ტო­სუ­რა­თით.

გა­ხა­რე­ბუ­ლი შე­ვარ­და ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში და მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნას მი­სა­მარ­თი გა­ი­გო. იმ დღეს­ვე გურ­ჯა­ან­ში მი­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი ასის­ტენ­ტი...

ჩა­მო­ვი­და ნატო თბი­ლის­ში და მა­შინ­ვე ხმა გა­ვარ­და - ქარ­თულ კი­ნოს ულა­მა­ზე­სი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი მო­ევ­ლი­ნაო. ჯერ "მა­მის მკვლე­ლი" გა­მო­ვი­და, მერე ვლა­დი­მერ ბარ­სკის "არ­სე­ნა ყა­ჩა­ღი". მალე გა­მო­ვა მე­სა­მე ფილ­მიც - "სამი სი­ცო­ცხლე" და ნატო სა­კავ­ში­რო დი­დე­ბას მო­იხ­ვეჭს.

ნატო ვაჩ­ნა­ძე 1904 წელს და­ი­ბა­და, ვარ­შა­ვა­ში. მამა - გი­ორ­გი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი იყო, დედა კი - პო­ლო­ნე­ლი ეკა­ტე­რი­ნე სლი­ვიც­კა­ია, რომ­ლის ბე­ბი­აც ოპე­რის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, იტა­ლი­ე­ლი ვო­ზო­ლი გახ­ლდათ.

მამა ადრე მო­უკ­ვდა ნა­ტოს, პო­ლო­ნელ­მა ქალ­მა ოთხი ობო­ლი ქმრის მი­ტო­ვე­ბულ, გა­ნად­გუ­რე­ბულ მა­მულ­ში წა­იყ­ვა­ნა კა­ხეთ­ში. შემ­დეგ ნატო და მისი უფ­რო­სი და, კირა, თბი­ლი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­დნენ. ნა­ტომ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ქმა­რი კა­ხეთ­ში გა­იც­ნო. მე­რაბ ვაჩ­ნა­ძეს ისე შე­უყ­ვარ­და გო­გო­ნა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბას აღარც და­უ­ცა­და, მოჰ­კი­და ხელი შვიდკ­ლას­დამ­თავ­რე­ბულს და ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ვაჩ­ნა­ძეს­თან ნა­ტოს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც თენ­გი­ზი და­არ­ქვეს.

ამა­სო­ბა­ში კი ქარ­თულ კი­ნო­სამ­ყა­რო­ში დიდი ნა­ბი­ჯე­ბით მო­ე­მარ­თე­ბო­და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია. ამ ორ ადა­მი­ანს წინ ელო­და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, სწო­რედ ისე­თი, ყვე­ლა­ფერ­ზე რომ უარს ათ­ქმე­ვი­ნებს ადა­მი­ანს იმ ერ­თა­დერ­თი, ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­სა­ვით წა­მო­სუ­ლი გრძნო­ბის გარ­და.

ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია 1903 წელს და­ი­ბა­და წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ ობუ­ჯში. ნი­კო­ლო­ზის მამა მე­ბა­ჟე გახ­ლდათ და ძა­ლი­ან უნ­დო­და, ვა­ჟიც მის გზას დას­დგო­მო­და. 9 წლის იყო ნი­კო­ლო­ზი, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ქუ­თა­ის­ში რომ გა­და­ვი­და. ნი­კო­ლო­ზი სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე და­ე­ტყო ლექ­სის ტრფი­ა­ლი, თა­ვა­დაც წერ­და, მაგ­რამ მამა არ გა­აწ­ბი­ლა და სწავ­ლა ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. პირ­ველ კურ­სზე­ვე მიხ­ვდა, რომ ეს მისი საქ­მე არ იყო... კვლავ მა­მის ხათ­რით აგ­რძე­ლებ­და სწავ­ლას. მერე მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო მე­ბა­ჟედ. ვერა და ვერ და­უ­დო გული ამ საქ­მეს. 21 წლი­სა ფუ­ტუ­რის­ტი გახ­და. ჭა­დარ­ზე ავი­დო­და და იქი­დან კი­თხუ­ლობ­და თა­ვის ლექ­სებს. სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი ეპი­ზო­დის დროს ნახა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა შენ­გე­ლა­ია. მისი არ­ტის­ტუ­ლო­ბით მო­ი­ხიბ­ლა და სა­მუ­შა­ოდ მი­იწ­ვია. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი უთხრა, უკვე შე­გიძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბაო... და შენ­გე­ლა­ი­ა­მაც სცა­და. "ელი­სო" მისი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, რო­მელ­მაც სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია კარ­გა ხა­ნია, ნა­ტოს ეტ­რფო­და, მაგ­რამ ვერ უბე­დავ­და სა­ოც­ნე­ბო ქალს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მას. "ელი­სო­ში" რე­ჟი­სორ­მა ნა­ტოს და, კირა, ათა­მა­შა მთა­ვარ როლ­ში. ამ დროს ნა­ტოს სხვა ფილმში იღებ­დნენ. ერ­თმა­ნეთს "გი­უ­ლის" გა­და­ღე­ბი­სას და­უ­ახ­ლოვ­დნენ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი

ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანი ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას - დიდი სიყვარულის ამბავი

ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს მშვენება იყო, ქალი-ლეგენდა, რომელმაც გამოჩენისთანავე აალაპარაკა მთელი საბჭოეთი. როცა მისი შესრულებული როლები იხილეს ჰოლივუდში, გაკვირვება ვერ დამალეს და თქვეს: "ეს საოცრებაა!"

საოცარი და ულამაზესი ნატო კი ასე აღმოაჩინეს: 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომაა თბილისში. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ნება-ნება დასეირნობს და ფილმის, "მამის მკვლელის", მთავარ გმირს დაეძებს ყველგან - ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე. როცა ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ნატიფმა და ძალიან სათნო სახემ მიიზიდა, აღფრთოვანებული დარჩა ფოტოსურათით.

გახარებული შევარდა ფოტოატელიეში და მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო. იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი...

ჩამოვიდა ნატო თბილისში და მაშინვე ხმა გავარდა - ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო. ჯერ "მამის მკვლელი" გამოვიდა, მერე ვლადიმერ ბარსკის "არსენა ყაჩაღი". მალე გამოვა მესამე ფილმიც - "სამი სიცოცხლე" და ნატო საკავშირო დიდებას მოიხვეჭს.

ნატო ვაჩნაძე 1904 წელს დაიბადა, ვარშავაში. მამა - გიორგი ანდრონიკაშვილი იყო, დედა კი - პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია, რომლის ბებიაც ოპერის ცნობილი მომღერალი, იტალიელი ვოზოლი გახლდათ.

მამა ადრე მოუკვდა ნატოს, პოლონელმა ქალმა ოთხი ობოლი ქმრის მიტოვებულ, განადგურებულ მამულში წაიყვანა კახეთში. შემდეგ ნატო და მისი უფროსი და, კირა, თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ. ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, სწავლის დამთავრებას აღარც დაუცადა, მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად მოიყვანა. ვაჩნაძესთან ნატოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს.

ამასობაში კი ქართულ კინოსამყაროში დიდი ნაბიჯებით მოემართებოდა ქარიზმატული ნიკოლოზ შენგელაია. ამ ორ ადამიანს წინ ელოდა დიდი სიყვარული, სწორედ ისეთი, ყველაფერზე რომ უარს ათქმევინებს ადამიანს იმ ერთადერთი, ადიდებულ მდინარესავით წამოსული გრძნობის გარდა.

ნიკოლოზ შენგელაია 1903 წელს დაიბადა წალენჯიხის სოფელ ობუჯში. ნიკოლოზის მამა მებაჟე გახლდათ და ძალიან უნდოდა, ვაჟიც მის გზას დასდგომოდა. 9 წლის იყო ნიკოლოზი, ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში რომ გადავიდა. ნიკოლოზი სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარეს. პატარაობიდანვე დაეტყო ლექსის ტრფიალი, თავადაც წერდა, მაგრამ მამა არ გააწბილა და სწავლა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. პირველ კურსზევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო... კვლავ მამის ხათრით აგრძელებდა სწავლას. მერე მუშაობაც დაიწყო მებაჟედ. ვერა და ვერ დაუდო გული ამ საქმეს. 21 წლისა ფუტურისტი გახდა. ჭადარზე ავიდოდა და იქიდან კითხულობდა თავის ლექსებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს ნახა კოტე მარჯანიშვილმა შენგელაია. მისი არტისტულობით მოიხიბლა და სამუშაოდ მიიწვია. მცირე ხნის შემდეგ კი უთხრა, უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობაო... და შენგელაიამაც სცადა. "ელისო" მისი პირველი ნამუშევარი იყო, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.

ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანია, ნატოს ეტრფოდა, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. "ელისოში" რეჟისორმა ნატოს და, კირა, ათამაშა მთავარ როლში. ამ დროს ნატოს სხვა ფილმში იღებდნენ. ერთმანეთს "გიულის" გადაღებისას დაუახლოვდნენ.

განაგრძეთ კითხვა

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს