პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"
რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"

4 აგ­ვის­ტოს გამ­თე­ნი­ი­სას, ანაკ­ლი­ა­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და მისი ვი­ნა­ო­ბა - 22 წლის ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძე მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ GEM FEST-ს ეს­წრე­ბო­და, რა დრო­საც ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას თით­ქმის 8 სა­ა­თი ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა.

22 წლის ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძე ფეს­ტი­ვალ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნა "თი ბი სი ბან­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუქ­ზე წერს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნინა კო­ბა­ხი­ძე.:

"ეს ლა­მა­ზი გოგო, ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი უთ­ბი­ლე­სი... ჯერ ვე­ლო­დე­ბი ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. გან­ცხა­დე­ბე­ბის და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის დროც მოვა ასე­თი სხვა ან­გე­ლო­ზე­ბის და­სა­ცა­ვად" - წერს ნინა კო­ბა­ხი­ძე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ნა­თია თა­ვარ­თქი­ლა­ძე­ზე ფე­ის­ბუქ­ში პოსტს წერს მისი დაც: "აი ეს გოგო, ეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი გოგო არის ჩემი და ჩემი იმე­დი... ესე უნდა ავ­დგე და გა­ვაგ­რძე­ლო მე მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბაა?!!!!!!" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან ირ­კვე­ვა, რომ ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 4 აგ­ვის­ტოს GEM FEST-ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტებს და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ით მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"

რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"

4 აგვისტოს გამთენიისას, ანაკლიაში ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - 22 წლის ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

22 წლის ნათია თავართქილაძე ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის შესახებ ფეისბუქზე წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე.:

"ეს ლამაზი გოგო, ანგელოზი ბავშვი უთბილესი... ჯერ ველოდები ზუსტი მიზეზები მაინტერესებს. განცხადებების და ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა ასეთი სხვა ანგელოზების დასაცავად" - წერს ნინა კობახიძე. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

ნათია თავართქილაძეზე ფეისბუქში პოსტს წერს მისი დაც: "აი ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და ჩემი იმედი... ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა?!!!!!!" - წერს გარდაცვლილი გოგონას და.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან ირკვევა, რომ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში მოთავსებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

"20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა... სასწაული ხდება აქ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილი სამგორის რაიონიდან, სადაც გზა დაიტბორა

რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს პრინცი ხუან ბაგრატიონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

“როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას” - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციებზე?