სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
როგორ უნდა მოიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

8-9 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბებს. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში კი, 35 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს, ძლი­ე­რი სი­ცხის შე­დე­გად თუ პირი თავს შე­უძ­ლოდ იგ­რძნობს და ექ­ნე­ბა თავ­ბრუს­ხვე­ვა, სი­სუს­ტე, ფო­რი­ა­ქი, ძლი­ე­რი წყურ­ვი­ლი ან თა­ვის ტკი­ვი­ლი, სას­წრა­ფოდ უნდა მო­თავ­სდეს გრილ ად­გი­ლას და გა­ი­ზო­მოს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა, მი­ი­ღოს წყა­ლი ან ხი­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ აღე­ნიშ­ნე­ბათ კუნ­თე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი სპაზ­მი (გან­სა­კუთ­რებთ ფე­ხებ­ში, ხე­ლებ­ში ან მუ­ცელ­ზე), სა­ჭი­როა ელექტრო­ლი­ტე­ბის შემ­ცვე­ლი ხსნა­რე­ბის მი­ღე­ბა.

"თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი ერთ სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს. ექიმს მი­მარ­თეთ მა­ში­ნაც, თუ გრძნობთ უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მებს და ეს სიმპტო­მე­ბი დიდ­ხანს ნარ­ჩუნ­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ ცენ­ტრში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ ადა­მი­ანს კანი გა­მომშრა­ლი აქვს, ბო­დავს, აქვს კრუნ­ჩხვე­ბი ან გო­ნე­ბა და­კარ­გა, სა­ჭი­როა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა ან ოჯა­ხის ექიმ­თან და­კავ­ში­რე­ბა.

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მოს­ვლამ­დე პირი გა­და­იყ­ვა­ნეთ გრილ ად­გი­ლას, და­აწ­ვი­ნეთ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად, აუ­წი­ეთ ფე­ხე­ბი, გა­უხ­სე­ნით ტან­საც­მე­ლი, რომ არ უჭერ­დეს; კი­სერ­ზე, იღ­ლი­ის ქვეშ, სა­ზარ­დუ­ლის არე­ში და­ა­დეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტი, ტანი და­უ­ზი­ლეთ 25-30 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლით და გა­უ­ზო­მეთ სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა. გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ა­თავ­სეთ გვერ­დზე", - აცხა­დე­ბენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 32C, ხოლო ღა­მით კი 24C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წლის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორ უნდა მოიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

როგორ უნდა მოიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

8-9 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში კი, 35 გრადუსია მოსალოდნელი.

გაუსაძლისი სიცხისგან თავის დასაღწევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ძლიერი სიცხის შედეგად თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღენიშნებათ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.

"თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება", - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, თუ ადამიანს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება.

"სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირი გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსი ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი 24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი