ჩვენი დროის გმირები - ვინ იყვნენ ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაიღუპნენ

ჩვენი დროის გმირები - ვინ იყვნენ ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაიღუპნენ

ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ასეულის ზომის ქვედანაყოფი 10-ჯერ გაზარდა.

2012 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს წვლილი გაორმაგდა და ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში უკვე 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ნატოს ISAF-ის სარდლობის შეფასებით, ქართველ სამხედროებს გაბედული და თავდადებული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ამ ბრძოლას მსხვერპლიც ახლავს. მისიაში ჩართვიდან საქართველოს ქვედანაყოფმა, ბოლო შემთხვევის ჩათვლით, ავღანეთში სულ 32 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, ბევრად მეტია დაზარალებულთა რიცხვი...

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის კანონით დადგენილია სოციალური დახმარება: ქართველ ჯარისკაცებს მხედრული პატივით კრძალავენ, ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება, მარჩენალდაკარგულ მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს ენიშნებათ პენსია და გადაეცემათ ბინები სახელმწიფო ხარჯებით აშენებულ ოფიცერთა სახლებში.

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სია ასე გამოიყურება:

მუხრან შუკვანი, ლეიტენანტი - დაბადებული - 1984.31.01. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. დაკრძალეს მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

2010 წლის 30 სექტემბერს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა:

რამაზ გოგიაშვილი, პოლკოვნიკი - დაბადებული, - 1967.15.01.. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი.

დავით ცეცხლაძე, სერჟანტი – დაბადებული, -1975. 07. 09.. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. 

ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი - დაბადებული, 198927.07. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი.

გიორგი კოლხიტაშვილი, კაპრალი - დაბადებული, 1989.03.03. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი.

***

გიორგი ავალიანი, კაპრალი, - დაბადებული, 1981.04.04. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 22 თებერვალს სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

ვალერი ვერსკიანი, კაპრალი - დაბადებული, 1979.13.11. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სასიკვდილოდ დაიჭრა 2011 წლის 5 მარტს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. გარდაიცვალა 2011 წლის 16 მარტს გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში.

ლავროსი ივანიაძე, უმცროსი სერჟანტი – დაბადებული – 1985.08.12.. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

გია გოგუაძე, რიგითი – დაბადებული, 04.10.1990. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 19 ივნისს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.

რეზო ბერიძე, სერჟანტი - დაბადებული, 1979.16.10. მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 აგვისტოს თალიბების თავდასხმის შედეგად მიღებული სასიკვდილო ჭრილობებით, ჰელმანდის პროვინციაში.

ბესიკ ნინიაშვილი, კაპრალი - დაბადებული, 1988. 02.10. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2011 წლის 30 დეკემბერს ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

შალვა ფაილოძე, კაპრალი - დაბადებული, 1988.02.10. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 5 იანვარს. ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

2012 წლის 21 თებერვალს საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა:

ვალიკო ბერაია, კაპრალი - დაბადებული, 1987.17.06. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი.

რუსლან მელაძე, კაპრალი - დაბადებული, 1991.20.09. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი.

პაატა კაჭარავა, კაპრალი - დაბადებული, 1975.29.07. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი.

***

ვალერიან ხუჯაძე, სერჟანტი - დაბადებული 1976.19.08. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცი. დაიღუპა 2012 წლის 24 აპრილს პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში.

გივი ფანცულაია, კაპრალი - დაბადებული 1984.29.08. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის იანვარში დაიჭრა ნაღმმტყორცნის ჭურვით. 6-თვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

მინდია აბაშიძე, კაპრალი – დაბადებული 1989.27.10. მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს.

გიორგი კიკაძე, სერჟანტი - დაბადებული 1988.16.01. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის მებრძოლი. დაიღუპა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2012 წლის 29 დეკემბერს.

2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა:

ზვიად დავითაძე, უმცროსი სერჟანტი - დაბადებული 1979.22.11. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2005 წლიდან. მიღებული აქვს III ხარისხის მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის".

ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი – დაბადებული, 1986.17.12. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ირიცხებოდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი".

ვლადიმერ შანავა, კაპრალი – დაბადებული, 1989.01.04. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს "მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

***

2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა:

თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი - დაბადებული 07.01.1988. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან.

გიორგი ადამოვი კაპრალი - დაბადებული 1990.23.05. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2009 წლიდან.

ზურაბ გურგენაშვილი, პირველი კლასის რიგითი - დაბადებული, 02.09.1980. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან.

მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი - დაბადებული 1986. 25.12. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2012 წლიდან.

ბორის ჩუგოშვილი, რიგითი - დაბადებული 1984.12.05. შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა.

ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი - დაბადებული 1990. 22.10. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან.

გიორგი ღუჭაშვილი, პირველი კლასის რიგითი - დაბადებული 1991. 10.12. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან.

***

რამაზ დავითაია - მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი. მძიმედ დაიჭრა ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. მიღებული მძიმე ჭრილობების შემდეგ გადიოდა ხანგრძლივ მკურნალობას გერმანიის და აშშ-ის კლინიკებში. გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2015 წლის 8 ივნისს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".

ვასილ ყულჯანიშვილი, დაბადებული 1994.08.08. პირველი კლასის რიგითი. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის ყუმბარმტყორცნელი. დაიღუპა ჩასაფრების მოწყობის დროს პირდაპირი ცეცხლით 2015 წლის 22 სექტემბერს ფარვანის პროვინციაში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს