სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ინფორმაცია ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ახალი ინფორმაცია ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ავ­ღა­ნეთ­ში, თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის, კა­პი­ტან მი­ხე­ილ გვირ­ჯიშ­ვი­ლი­სა და უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნანტ გიგა ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მათ ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის ჰოს­პი­ტალ­ში ოპე­რა­ცია და­უ­ყო­ნებ­ლივ ჩა­უ­ტარ­დათ. 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ექი­მის, კა­პი­ტან ირაკ­ლი ქორ­თუშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან და და­გეგ­მი­ლია მათი გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ლან­დშტუ­ლის რე­გი­ო­ნა­ლურ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნა.

კაპ­რა­ლი გეგა ხარ­ში­ლა­ძე კი, ბაგ­რა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გუ­შინ­ვე გა­ე­წე­რა და და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზა­ზე, ჰა­მიდ კარ­ზა­ის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზა­ზე, ქა­ბულ­ში მდე­ბა­რე "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ის სარ­დლო­ბის შტაბ­სა და მა­ზარ-ი-შა­რი­ფის ბაზა "მარ­მალ­ზე" და­ეშ­ვა. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უფ­როს­მა სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გე­ნე­ლო­ბამ და ნა­ტოს ავ­ღა­ნურ­მა სარ­დლო­ბამ ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო.

3 აგ­ვის­ტოს ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ღუ­პუ­ლი II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცროს სერ­ჟანტს მდი­ნა­რი ბე­ბი­აშ­ვილს სამ­შობ­ლო­ში 6 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალი ინფორმაცია ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ახალი ინფორმაცია ავღანეთში დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ოპერაცია დაუყონებლივ ჩაუტარდათ. 23-ე ბატალიონის ექიმის, კაპიტან ირაკლი ქორთუშვილის განცხადებით, დაშავებული სამხედროები ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და დაგეგმილია მათი გერმანიის ქალაქ ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა.

კაპრალი გეგა ხარშილაძე კი, ბაგრამის სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გუშინვე გაეწერა და დაკისრებული ამოცანის შესრულებას შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო ბაზაზე, ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბსა და მაზარ-ი-შარიფის ბაზა "მარმალზე" დაეშვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელობამ და ნატოს ავღანურმა სარდლობამ ერთობლივად მიიღო.

3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპული II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროს სერჟანტს მდინარი ბებიაშვილს სამშობლოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი