სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან
ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან

ალ­ბათ ხში­რად და­გით­ვა­ლი­ე­რე­ბი­ათ ფო­ტო­გა­ლე­რე­ე­ბი, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს ადა­რე­ბენ სხვა­დას­ხვა ჰო­ლი­ვუ­დელ ვარ­სკვლა­ვებს და მათ­ში მსგავ­სე­ბას ეძე­ბენ. ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი შე­ვა­და­როთ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს გვა­ნან:

ნინო კას­რა­ძე და კერი ენ მოსი

47 წლის ნინო კას­რა­ძე კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ათამ­დე ფილმში, თა­მა­შობს სპექ­ტაკ­ლებ­ში და ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­აყ­ვა­რა თავი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მაკა ან­ჯა­ფა­რი­ძის რო­ლით.

ნინო კას­რა­ძის ასა­კი­საა კა­ნა­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი კერი ენ მოსი. 49 წლის მოსს სუ­პერ­პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა "მატ­რი­ცას" ტრი­ლო­გი­ა­ში (1999–2003) გან­სა­ხი­ე­რე­ბულ­მა ტრი­ნი­ტის როლ­მა.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი - მილა კუ­ნი­სი

38 წლის ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი არა­მარ­ტო თე­ატრსა და კი­ნო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს. 2007 წლი­დან არის ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს წამ­ყვა­ნია.

33 წლის მილა კუ­ნი­სი უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბია. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ი­წყო. ძი­რი­თა­დად რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ებ­შია და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა 2010 წელს ფსი­ქო­ლო­გი­ურ თრი­ლერ­ში "შავი გედი" შეს­რუ­ლე­ბულ­მა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან­მა როლ­მა "ოქ­როს გლო­ბუ­სი" მო­უ­ტა­ნა.

ეკა ნი­ჟა­რა­ძე - ჯუ­ლია ლუი დრე­ი­ფუ­სი

47 წლის ეკა ნი­ჟა­რა­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია, კი­ნო­სა და თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი უკვე ბე­ბი­აა, თუმ­ცა მისი გა­რეგ­ნო­ბა ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ცემთ. აქ­ტი­უ­რად და­კა­ვე­ბუ­ლია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში.

56 წლის ჯუ­ლია ლუი დრე­ი­ფუ­სი ამე­რი­კე­ლი კო­მე­დი­უ­რი მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რია. ამე­რი­კულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლია, რად­გან რამ­დე­ნი­მე კო­მე­დი­უ­რი შოუს ავ­ტო­რია.

მიშა მეს­ხი - ედ­რი­ენ ბრო­უ­დი

35 წლის მიშა მეს­ხი მა­ყუ­რე­ბელ­მა ცნო­ბი­ლი ფილ­მით "მოგ­ზა­უ­რო­ბა ყა­რა­ბახ­ში" გა­იც­ნო. ბოლო დროს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი მის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი სკან­და­ლე­ბით უფ­როა ცნო­ბი­ლი, ვიდ­რე კი­ნო­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბით. 2013 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "მან­და­რი­ნე­ბის" წყა­ლო­ბით, რო­მელ­შიც მიშა ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებს, მსა­ხი­ო­ბი "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზეც კი მოხ­ვდა, სა­დაც რო­გორც ჩანს, ისე მო­წყინ­და, რომ ჩა­ე­ძი­ნა...

მიშა მეს­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე არ ჩას­ძი­ნე­ბია ედ­რი­ენ ბრო­უ­დის. 44 წლის ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა სუ­პერ­პო­პუ­ლა­რო­ბა რო­მან პო­ლანსკის ფილ­მით, "პი­ა­ნის­ტი" მო­ი­პო­ვა. პო­პუ­ლა­რო­ბას­თან ერ­თად, ფილმმა 2002 წელს სა­ნატ­რე­ლი "ოს­კა­რიც" მო­უ­ტა­ნა მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის.

ზურა ყიფ­ში­ძე - იან მაკ­შე­ი­ნი

მას თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვი. 63 წლის ზურა ყიფ­ში­ძეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 60-ზე მეტ ფილმში. ამ­ჟა­მად თე­ატ­რში თა­მა­შობს და პე­რი­ო­დუ­ლად სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლებ­ში იღე­ბენ.

ქარ­თვე­ლი კო­ლე­გის მსგავ­სად, 74 წლის ინ­გლი­სე­ლი მსა­ხი­ო­ბი იან მაკ­შე­ი­ნი, არა­მარ­ტო რო­ლე­ბით, ხმი­თაც ცნო­ბი­ლია. მა­გა­ლი­თად, ის ახ­მო­ვა­ნებს ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს ცნო­ბილ ანი­მა­ცი­ა­ში "კუნგ ფუ პან­და". ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს "კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბის" მე­ო­თხე სე­რი­ა­ში.

გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე - ვუდი ჰა­რელ­სო­ნი

46 წლის გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის კა­რი­ე­რა­ში ოცამ­დე კი­ნო­რო­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაც, მო­უ­ტა­ნა ზაზა ურუ­შა­ძის 2013 წლის ფილმმა "მან­და­რი­ნე­ბი", რო­მელ­შიც ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლის, აჰ­მე­დის როლი შე­ას­რუ­ლა. 2014 წელს გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძემ მი­ი­ღო მთა­ვა­რი პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი კა­ცი­სათ­ვის ევ­რა­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე.

56 წლის ვუდი ჰა­რელ­სო­ნი კარ­გად ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბია. ის ორ­ჯერ იყო "ოს­კა­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დგე­ნი­ლი და "ემის" მფლო­ბე­ლია. ბოლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რად არის და­კა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რის­ტო­ბით და აქ­ტი­ვის­ტო­ბით. მხარს უჭერს მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, ამას­თან, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი - ანეტ ბე­ნინ­გი

74 წლის ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი 1964 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი რო­ლე­ბი: ევა ("ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია"), მზია ("ჭინჭრა­ქა"), პოლი პი­ჩე­მი ("სამ­გრო­ში­ა­ნი ოპე­რა"), სონა ("ხა­ნუ­მა"), ადე­ლა ("ბერ­ნარ­და ალ­ბას სახ­ლი"), მარ­თა ("და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი"). ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი 74 წლის ასაკ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

59 წლის ანეტ ბე­ნინ­გი ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბია. ის ოთხგზის იყო ოს­კა­რის ნო­მი­ნან­ტი ფილ­მე­ბის­თვის: "გა­დამგდე­ბე­ბი"; "ამე­რი­კუ­ლი სი­ლა­მა­ზე"; "იყო ჯუ­ლია", "ბავ­შვე­ბი კარ­გად არი­ან". 2006 წელს ჰო­ლი­ვუ­დის დი­დე­ბის ხე­ი­ვან­ში მისი ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა.

ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი - ალ პა­ჩი­ნო

60 წლის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ხსე­ნე­ბა­ზე პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ მისი პერ­სო­ნა­ჟი "მურ­ტა­ლო" გახ­სენ­დე­ბათ "კუ­კარ­ა­ჩა­დან". კო­ლე­ლიშ­ვი­ლი არამ­ხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­დი­უ­სე­რი და დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი­ცაა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი 20-ზე მეტ ფილმში, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა "კუ­კარ­ა­ჩამ" და "ნატ­ვრის ხემ" მო­უ­ტა­ნა.

კო­ლე­ლიშ­ვი­ლი­სა და ალ პა­ჩი­ნოს ტი­პა­ჟებს შო­რის მარ­თლაც არის მსგავ­სე­ბა. შავი ფე­რის სიყ­ვა­რუ­ლი, მზის სათ­ვა­ლე­ე­ბი, ბლან­ჟე... თუმ­ცა ალ პა­ჩი­ნო ქარ­თველ კო­ლე­გა­ზე ბევ­რად უფ­რო­სი და ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია. 77 წლის მსა­ხი­ობს 50-წლი­ა­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ჯილ­დო­ე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მათ შო­რის: "ოს­კა­რი" მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის, "ოქ­როს გლო­ბუ­სი", "ტონი" და ა.შ. მის პო­პუ­ლა­რულ რო­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი კი, ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს...

????
0

საერთოდ არა გაქვთ მიმსგავსების უნარი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან

ცნობილი ქართველი და ჰოლივუდელი ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს გვანან

ალბათ ხშირად დაგითვალიერებიათ ფოტოგალერეები, რომელშიც ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს და მათში მსგავსებას ეძებენ. ახლა გადავწყვიტეთ ქართველი მსახიობები და ჰოლივუდის ვარსკვლავები შევადაროთ, რომლებიც ერთმანეთს გვანან:

ნინო კასრაძე და კერი ენ მოსი

47 წლის ნინო კასრაძე კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობია. მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში, თამაშობს სპექტაკლებში და ტელემაყურებელს განსაკუთრებით შეაყვარა თავი "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული მაკა ანჯაფარიძის როლით.

ნინო კასრაძის ასაკისაა კანადელი მსახიობი კერი ენ მოსი. 49 წლის მოსს სუპერპოპულარობა მოუტანა "მატრიცას" ტრილოგიაში (1999–2003) განსახიერებულმა ტრინიტის როლმა.

ნანკა კალატოზიშვილი - მილა კუნისი

38 წლის ნანკა კალატოზიშვილი არამარტო თეატრსა და კინოში, ტელევიზიაშიც წარმატებით მოღვაწეობს. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. პარალელურად, რამდენიმე ცნობილი სატელევიზიო შოუს წამყვანია.

33 წლის მილა კუნისი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობია. სამსახიობო კარიერა პატარა ასაკიდან დაიწყო. ძირითადად რომანტიკულ კომედიებშია დაკავებული, თუმცა 2010 წელს ფსიქოლოგიურ თრილერში "შავი გედი" შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა "ოქროს გლობუსი" მოუტანა.

ეკა ნიჟარაძე - ჯულია ლუი დრეიფუსი

47 წლის ეკა ნიჟარაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია, კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი უკვე ბებიაა, თუმცა მისი გარეგნობა ამის თქმის საშუალებას არ მოგცემთ. აქტიურად დაკავებულია მარჯანიშვილის თეატრში.

56 წლის ჯულია ლუი დრეიფუსი ამერიკელი კომედიური მსახიობი და პროდიუსერია. ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში სუპერპოპულარულია, რადგან რამდენიმე კომედიური შოუს ავტორია.

მიშა მესხი - ედრიენ ბროუდი

35 წლის მიშა მესხი მაყურებელმა ცნობილი ფილმით "მოგზაურობა ყარაბახში" გაიცნო. ბოლო დროს ახალგაზრდა მსახიობი მის ირგვლივ ატეხილი სკანდალებით უფროა ცნობილი, ვიდრე კინოში შესრულებული როლებით. 2013 წელს გადაღებული ფილმის "მანდარინების" წყალობით, რომელშიც მიშა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მსახიობი "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზეც კი მოხვდა, სადაც როგორც ჩანს, ისე მოწყინდა, რომ ჩაეძინა...

მიშა მესხისგან განსხვავებით "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე არ ჩასძინებია ედრიენ ბროუდის. 44 წლის ამერიკელმა მსახიობმა სუპერპოპულარობა რომან პოლანსკის ფილმით, "პიანისტი" მოიპოვა. პოპულარობასთან ერთად, ფილმმა 2002 წელს სანატრელი "ოსკარიც" მოუტანა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ზურა ყიფშიძე - იან მაკშეინი

მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი. 63 წლის ზურა ყიფშიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ ფილმში. ამჟამად თეატრში თამაშობს და პერიოდულად სატელევიზიო სერიალებში იღებენ.

ქართველი კოლეგის მსგავსად, 74 წლის ინგლისელი მსახიობი იან მაკშეინი, არამარტო როლებით, ხმითაც ცნობილია. მაგალითად, ის ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს ცნობილ ანიმაციაში "კუნგ ფუ პანდა". ასევე მონაწილეობს "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე სერიაში.

გიორგი ნაკაშიძე - ვუდი ჰარელსონი

46 წლის გიორგი ნაკაშიძის კარიერაში ოცამდე კინოროლია. განსაკუთრებული პოპულარობა არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბითაც, მოუტანა ზაზა ურუშაძის 2013 წლის ფილმმა "მანდარინები", რომელშიც ჩეჩენი მებრძოლის, აჰმედის როლი შეასრულა. 2014 წელს გიორგი ნაკაშიძემ მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისათვის ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

56 წლის ვუდი ჰარელსონი კარგად ცნობილი ამერიკელი მსახიობია. ის ორჯერ იყო "ოსკარის" ნომინაციაზე წარდგენილი და "ემის" მფლობელია. ბოლო წლებში აქტიურად არის დაკავებული სცენარისტობით და აქტივისტობით. მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზაციას, ამასთან, აქტიურად მონაწილეობს გარემოსდაცვით აქტივობებში.

ნანა ფაჩუაშვილი - ანეტ ბენინგი

74 წლის ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია მისი როლები: ევა ("ღვთაებრივი კომედია"), მზია ("ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი ("სამგროშიანი ოპერა"), სონა ("ხანუმა"), ადელა ("ბერნარდა ალბას სახლი"), მართა ("დარისპანის გასაჭირი"). ნანა ფაჩუაშვილი 74 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება.

59 წლის ანეტ ბენინგი ამერიკელი მსახიობია. ის ოთხგზის იყო ოსკარის ნომინანტი ფილმებისთვის: "გადამგდებები"; "ამერიკული სილამაზე"; "იყო ჯულია", "ბავშვები კარგად არიან". 2006 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავი გაიხსნა.

ზაზა კოლელიშვილი - ალ პაჩინო

60 წლის ქართველი მსახიობის ხსენებაზე პირველ რიგში ალბათ მისი პერსონაჟი "მურტალო" გახსენდებათ "კუკარაჩადან". კოლელიშვილი არამხოლოდ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და დამდგმელი მხატვარიცაა. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობა "კუკარაჩამ" და "ნატვრის ხემ" მოუტანა.

კოლელიშვილისა და ალ პაჩინოს ტიპაჟებს შორის მართლაც არის მსგავსება. შავი ფერის სიყვარული, მზის სათვალეები, ბლანჟე... თუმცა ალ პაჩინო ქართველ კოლეგაზე ბევრად უფროსი და ბევრად პოპულარულია. 77 წლის მსახიობს 50-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში აურაცხელი რაოდენობის ჯილდოები აქვს მიღებული. მათ შორის: "ოსკარი" მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, "ოქროს გლობუსი", "ტონი" და ა.შ. მის პოპულარულ როლებზე საუბარი კი, ძალიან შორს წაგვიყვანს...