პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახლეობა ტკიპების სიმრავლეს უჩივის - რისი გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენს და როგორ უნდა დაიცვათ თავი
მოსახლეობა ტკიპების სიმრავლეს უჩივის - რისი გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენს და როგორ უნდა დაიცვათ თავი

ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის და­სას­ვე­ნე­ბელ ზო­ნებ­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში ტკი­პე­ბის სი­ჭარ­ბე­ზე სა­უბ­რო­ბენ. პა­რა­ზი­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ზო­გი­ერ­თი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტავს და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს. გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ხე­და­ვენ.

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ტკი­პე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რა ხერ­ხე­ბით უნდა და­ვიც­ვათ თავი პა­რა­ზი­ტე­ბის­გან და რო­გორ ხდე­ბა ტკი­პის ნაკ­ბე­ნის და­მუ­შა­ვე­ბა - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბუ­ნე­ბა­ში ტკი­პე­ბის სიმ­რავ­ლეს უჩი­ვის. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია საფრ­თხე?

- ტკი­პა იყო, ტკი­პა არის და ტკი­პა იქ­ნე­ბა ბუ­ნე­ბა­ში. ახლა ტკი­პე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აღარ არი­ან ისე­თი აქ­ტი­უ­რე­ბი, რო­გორც აქამ­დე. ტკი­პა აქ­ტი­უ­რი იყო ცოტა ხნის წინ. ახლა ძი­რი­თა­დად, ცხო­ვე­ლე­ბის­კენ არი­ან მი­მარ­თუ­ლი. ბევ­რი სის­ხლი აქვთ და ასე ვთქვათ, აღარ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ჩვე­ნი სის­ხლით.

- მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ლი­სის ტბა­ზე, კუს ტბა­ზე, თბი­ლი­სის ზღვა­ზე, იპოდ­რომ­ზე ტკი­პე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ჭარ­ბეა. თქვენ თუ გაქვთ ასე­თი ზო­ნე­ბი მო­ნიშ­ნუ­ლი?

- ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სუ­ლე­ლე, რად­გან ტკი­პა ბუ­ნე­ბა­ში ყველ­გა­ნაა და შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრშიც იყოს, ბაღ­შიც და ბა­ლახ­ზეც.

- რა სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს ტკი­პის ნაკ­ბე­ნი?

- ტკი­პის ნაკ­ბე­ნი არა­ფერს იწ­ვევს, გარ­და იმი­სა, რომ გა­გი­წით­ლდე­ბა, შე­გი­სივ­დე­ბა და თუ ალერ­გი­უ­ლი ხარ, უფრო დიდი სი­წით­ლე გექ­ნე­ბა. ოღონდ, ეს იქ­ნე­ბა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლი რის­კია ყი­რიმ-კონ­გოს და­ა­ვა­დე­ბის და ცოტა უფრო მა­ღა­ლი რის­კია ლა­ი­მის, იგი­ვე ბო­რე­ლი­ო­ზის და­ა­ვა­დე­ბის.

- რამ­დე­ნაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­რიმ-კონ­გოს და­ა­ვა­დე­ბის სამი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა­გან ერთი ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- წელს ყი­რიმ-კონ­გოს და­ა­ვა­დე­ბის სამი შემ­თხვე­ვა გვქონ­და. აქე­დან ერთი, გა­ზა­ფხულ­ზე ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ვლიდ­ნე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შო არ არის. მა­შინ, ევ­რო­პა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, არა­ვინ უნდა წა­ვი­დეს, რად­გან ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია გერ­მა­ნი­ა­ში ლა­ი­მით და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

- ახა­სი­ა­თებს თუ არა ლა­ი­მის, იგი­ვე ბო­რე­ლი­ო­ზის და­ა­ვა­დე­ბას ლე­ტა­ლო­ბა, რო­გორც ყი­რიმ-კონ­გოს შემ­თხვე­ვას?

- არა, ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო არ არის, მაგ­რამ საკ­მა­ოდ მძი­მეა, თუ დრო­ზე არ მი­ხე­დე. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა, ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნია.

- შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, თუ არის გაზ­რდი­ლი ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში?

- არა. ლა­ი­მი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რო­გორც მთელ ევ­რო­პა­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა თუ 100 000 მო­სახ­ლე­ზე ვი­ან­გა­რი­შებთ, ევ­რო­პა­ში ლა­ი­მი გა­ცი­ლე­ბით უფრო ხში­რია, ვიდ­რე ჩვენ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 შემ­თხვე­ვა გვაქვს.

რო­გორ უნდა და­იც­ვათ თავი ტკი­პე­ბის­გან?

  • როცა ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბა­შია, ტანი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი უნდა ჰქონ­დეს, რომ ტკი­პა არ შე­გა­ცოც­დეთ. შარ­ვა­ლი წინ­დებ­ში ჩა­კე­ცი­ლი უნდა იყოს.
  • სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა, თუ ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­მა უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ, ხომ არ აქვს ტკი­პე­ბი ტან­ზე.
  • ტკი­პე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვის­თვის არის, "ჯან­მრთე­ლე­ბი" არი­ან. მაგ­რამ იშ­ვი­თად არის ტკი­პა, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლია.
თუ ადა­მი­ანს ტკი­პის ეში­ნია, ყვე­ლა­ზე კარ­გია, და­მაფრ­თხო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წას­მა, რო­მე­ლიც აფ­თი­ა­ქებ­სა და ტუ­რის­ტულ მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა. ზოგი მათ­გა­ნი კრე­მია, ზოგი სპრე­ია და ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ თუ ტკი­პამ გი­კ­ბი­ნათ?

  • პირ­ველ რიგ­ში, მას უნდა მო­ი­ცი­ლეთ ტკი­პა. ოღონდ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მო­ვა­ცი­ლოთ ხე­ლით! შე­საძ­ლე­ბე­ლია პინ­ცე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, ისე რომ ამო­ვი­ღოთ მთლი­ა­ნად ტკი­პა და ხორ­თუ­მი კან­ში არ ჩარ­ჩეს.
  • ტკი­პის ად­ვი­ლად მო­საძ­რო­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ნაც­ვლე­ო­ბით სპირ­ტი­ა­ნი და ზე­თი­ა­ნი ბამ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.
  • შემ­დეგ სა­ჭი­როა ნაკ­ბე­ნის სპირ­ტით, ნე­ბის­მი­ე­რი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა.
  • პა­ცი­ენ­ტი ნაკ­ბენს უნდა და­აკ­ვირ­დეს. თუ სი­ცხეს მის­ცემს, აუ­ცი­ლებ­ლად ექიმს უნდა მი­მარ­თოს.

ანა მარ­შა­ნია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მოსახლეობა ტკიპების სიმრავლეს უჩივის - რისი გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენს და როგორ უნდა დაიცვათ თავი

მოსახლეობა ტკიპების სიმრავლეს უჩივის - რისი გამოწვევა შეუძლია მწერის ნაკბენს და როგორ უნდა დაიცვათ თავი

ბოლო პერიოდში მოქალაქეები დედაქალაქის დასასვენებელ ზონებსა თუ საქართველოს რეგიონებში ტკიპების სიჭარბეზე საუბრობენ. პარაზიტების მომრავლებით გამოწვეულ უკმაყოფილებას ზოგიერთი სოციალურ ქსელში გამოხატავს და სათანადო რეაგირებას ითხოვს. განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ღელავენ, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროებას ხედავენ.

რამდენად რეალურია ტკიპებისგან მომდინარე საფრთხე ჩვენს ქვეყანაში, რა ხერხებით უნდა დავიცვათ თავი პარაზიტებისგან და როგორ ხდება ტკიპის ნაკბენის დამუშავება - ამ თემაზე AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ესაუბრა.

- ძალიან ბევრი ადამიანი ბოლო პერიოდში, ბუნებაში ტკიპების სიმრავლეს უჩივის. ისინი გარკვეული დაავადებების გავრცელების საშიშროებაზე მიუთითებენ. რამდენად რეალურია საფრთხე?

- ტკიპა იყო, ტკიპა არის და ტკიპა იქნება ბუნებაში. ახლა ტკიპები ადამიანებთან მიმართებაში აღარ არიან ისეთი აქტიურები, როგორც აქამდე. ტკიპა აქტიური იყო ცოტა ხნის წინ. ახლა ძირითადად, ცხოველებისკენ არიან მიმართული. ბევრი სისხლი აქვთ და ასე ვთქვათ, აღარ ინტერესდებიან ჩვენი სისხლით.

- მოქალაქეები საუბრობენ, რომ ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, თბილისის ზღვაზე, იპოდრომზე ტკიპების განსაკუთრებული სიჭარბეა. თქვენ თუ გაქვთ ასეთი ზონები მონიშნული?

- ეს არის განსაკუთრებული სისულელე, რადგან ტკიპა ბუნებაში ყველგანაა და შეიძლება ქალაქის ცენტრშიც იყოს, ბაღშიც და ბალახზეც.

- რა საშიშროებას წარმოადგენს ტკიპის ნაკბენი?

- ტკიპის ნაკბენი არაფერს იწვევს, გარდა იმისა, რომ გაგიწითლდება, შეგისივდება და თუ ალერგიული ხარ, უფრო დიდი სიწითლე გექნება. ოღონდ, ეს იქნება ალერგიული რეაქცია. საქართველოში ძალიან დაბალი რისკია ყირიმ-კონგოს დაავადების და ცოტა უფრო მაღალი რისკია ლაიმის, იგივე ბორელიოზის დაავადების.

- რამდენაც ჩემთვის ცნობილია, წელს, საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ლეტალურად დასრულდა. როგორია სტატისტიკა ლაიმის დაავადების გავრცელებასთან მიმართებაში?

- წელს ყირიმ-კონგოს დაავადების სამი შემთხვევა გვქონდა. აქედან ერთი, გაზაფხულზე ლეტალურად დასრულდა. საქართველოში წელიწადში ლაიმის დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა ვლიდნება. მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მაშინ, ევროპაში, გერმანიაში, არავინ უნდა წავიდეს, რადგან ჩვენზე გაცილებით მეტია გერმანიაში ლაიმით დაავადების შემთხვევები.

- ახასიათებს თუ არა ლაიმის, იგივე ბორელიოზის დაავადებას ლეტალობა, როგორც ყირიმ-კონგოს შემთხვევას?

- არა, ლაიმის დაავადება სასიკვდილო არ არის, მაგრამ საკმაოდ მძიმეა, თუ დროზე არ მიხედე. ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ძალიან შედეგიანია.

- შარშანდელთან შედარებით, თუ არის გაზრდილი ლაიმის დაავადების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში?

- არა. ლაიმი, გავრცელებულია როგორც მთელ ევროპაში, ისე საქართველოში, თუმცა თუ 100 000 მოსახლეზე ვიანგარიშებთ, ევროპაში ლაიმი გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 40 შემთხვევა გვაქვს.

როგორ უნდა დაიცვათ თავი ტკიპებისგან?

  • როცა ადამიანი ბუნებაშია, ტანი მაქსიმალურად დაცული უნდა ჰქონდეს, რომ ტკიპა არ შეგაცოცდეთ. შარვალი წინდებში ჩაკეცილი უნდა იყოს.
  • სეირნობის შემდეგ, ბავშვი მშობლებმა, თუ ბებია-ბაბუებმა უნდა დაათვალიერონ, ხომ არ აქვს ტკიპები ტანზე.
  • ტკიპების უმრავლესობა თავისთვის არის, "ჯანმრთელები" არიან. მაგრამ იშვითად არის ტკიპა, რომელსაც დაავადების გადატანა შეუძლია.
თუ ადამიანს ტკიპის ეშინია, ყველაზე კარგია, დამაფრთხობელი საშუალებების წასმა, რომელიც აფთიაქებსა და ტურისტულ მაღაზიებში იყიდება. ზოგი მათგანი კრემია, ზოგი სპრეია და ძალიან ეფექტურია.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტკიპამ გიკბინათ?

  • პირველ რიგში, მას უნდა მოიცილეთ ტკიპა. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვაცილოთ ხელით! შესაძლებელია პინცეტის გამოყენება, ისე რომ ამოვიღოთ მთლიანად ტკიპა და ხორთუმი კანში არ ჩარჩეს.
  • ტკიპის ადვილად მოსაძრობად შესაძლებელია მონაცვლეობით სპირტიანი და ზეთიანი ბამბის გამოყენება.
  • შემდეგ საჭიროა ნაკბენის სპირტით, ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება.
  • პაციენტი ნაკბენს უნდა დააკვირდეს. თუ სიცხეს მისცემს, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო