პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო
"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

ავ­ღა­ნეთ­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო და­ი­ღუ­პა. 26 წლის მდი­ნა­რი ბე­ბი­აშ­ვი­ლი ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას მომ­ხდარ თავ­დას­ხმას ემსხვერ­პლა. მას­თან ერ­თად და­იჭ­რა კი­დევ სამი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე.

და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 23-ე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი იყო.

უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი ბე­ბი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში 2010 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და. ის ავ­ღა­ნეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის (ISAF) მი­სი­ა­ში ორ­ჯერ - 2012 და 2014 წლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მი­ღე­ბუ­ლი აქვს მედ­ლე­ბი "სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის". იხი­ლეთ ვი­დეო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მარი კევ­ლიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­როს და მისი კო­ლე­გე­ბის ფო­ტოს ავ­რცე­ლებს და ბე­ბი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს:

"რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩვე­ნე­ბუ­რად შე­ვიკ­რი­ბო­თო, მე­გობ­რე­ბის­თვის უთ­ქვამს. ხომ იცით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო...

არა­და, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად მოხ­და! დიმა ბე­ბი­აშ­ვი­ლი, უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი. დიმა, მად­ლო­ბა სამ­სა­ხუ­რის­თვის..."

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი სამი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­დან ერ­თის, კა­პი­ტან მი­ხე­ილ ამი­რა­ნის ძე გვირ­ჯიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, და­ნარ­ჩე­ნი ორის - უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნანტ გიგა და­ვი­თის ძე ხა­ხუ­ტაშ­ვი­ლის და კაპ­რალ გეგა ელ­ვარ­დის ძე ხარ­ში­ლა­ძის - და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. 26 წლის მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპული სამხედრო "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი იყო.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". იხილეთ ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მარი კევლიშვილი ფეისბუქზე დაღუპული სამხედროს და მისი კოლეგების ფოტოს ავრცელებს და ბებიაშვილის შესახებ წერს:

"რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო, მეგობრებისთვის უთქვამს. ხომ იცით, ყველაფერი კარგად იქნებაო...

არადა, ყველაფერი ძალიან ცუდად მოხდა! დიმა ბებიაშვილი, უმცროსი სერჟანტი. დიმა, მადლობა სამსახურისთვის..."

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავებული სამი სამხედრო მოსამსახურედან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი