პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"
 ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"

სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეროვ­ნულ ლა­ტა­რი­ა­ში ჩარ­თუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­თა­მა­შე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა 2017 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ლოტო 6/36"-ის ბოლო, რი­გით 796-ე გა­თა­მა­შე­ბა 1-ლ სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­თა­მა­შე­ბი­სას მომ­ხმა­რებ­ლებს მი­ე­ცე­მათ შან­სი, სხვა­დას­ხვა საპ­რი­ზო კა­ტე­გო­რი­ა­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ. კერ­ძოდ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ გა­თა­მა­შე­ბა­ში ლო­ტოს საპ­რი­ზო, მათ შო­რის, სა­რე­ზერ­ვო ფონდში არ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი გა­მარ­ჯვე­ბულ საპ­რი­ზო კა­ტე­გო­რი­ებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა და სრუ­ლად გა­თა­მაშ­დე­ბა.

რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, ლო­ტოს ბოლო გა­თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მო­გე­ბის გა­ნაღ­დე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია საქ­მი­ა­ნო­ბას შე­წყვეტს.

მო­ნა­წი­ლე­ებს 796-ე გა­თა­მა­შე­ბის­თვის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა 29 აგ­ვის­ტოს, ლო­ტოს გა­თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ონ­ლა­ინ - ebetting.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ეძ­ლე­ბათ, ხოლო 30 აგ­ვის­ტო­დან - ყვე­ლა გა­ყიდ­ვის ობი­ექ­ტზე, სა­დაც ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ლოტო 6/36"-ისა და ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე მო­მენ­ტა­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა 1-ლი სექ­ტემ­ბრის სა­ღა­მოს, 20 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე შე­წყდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­გე­ბუ­ლი თან­ხე­ბის გა­ნაღ­დე­ბას, "ლოტო 6/36" ბოლო გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­გე­ბუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 1-ლ ნო­ემ­ბრამ­დე;

"ლოტო 6/36"-ში მო­გე­ბუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია "ლი­ბერ­თი ბან­კში" და სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის ბე­თინგ ცენ­ტრში მომ­გე­ბი­ან ბი­ლე­თებ­ში (გა­და­სა­ფხე­კი ბი­ლე­თე­ბი) მო­გე­ბის გა­ნაღ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 2017 წლის 1-ლ ნო­ემ­ბრამ­დე; გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ 100 ლა­რის ჩათ­ვლით მო­გე­ბახ­ვედ­რი­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სს ლი­ბერ­თი ბან­კში და კომ­პა­ნი­ის ბე­თინგ ცენ­ტრში, ხოლო 100 ლარ­ზე მეტი თან­ხის - სს ლი­ბერ­თი ბან­კში და სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის ბე­თინგ ცენ­ტრში" - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"

 ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"

საქართველოს ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გათამაშებებში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, "ლოტო 6/36"-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

როგორც "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" აცხადებენ, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას შეწყვეტს.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული.

"ლოტო 6/36"-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება. რაც შეეხება მოგებული თანხების განაღდებას, "ლოტო 6/36" ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ლ ნოემბრამდე;

"ლოტო 6/36"-ში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკში" და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში მომგებიან ბილეთებში (გადასაფხეკი ბილეთები) მოგების განაღდება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 1-ლ ნოემბრამდე; გასათვალისწინებელია, რომ 100 ლარის ჩათვლით მოგებახვედრილი თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება ლატარიის კომპანიის ჯიხურებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სს ლიბერთი ბანკში და კომპანიის ბეთინგ ცენტრში, ხოლო 100 ლარზე მეტი თანხის - სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში" - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი