პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს? - რა გარიგებაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი
მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს? - რა გარიგებაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რია "სითი პარ­კის" ჩა­ნაც­ვლე­ბას ახა­ლი კომ­პა­ნი­ით გეგ­მავს, რო­მე­ლიც "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" მფლო­ბელ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას ეკუთ­ვნის.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და მა­ქა­ცა­რა­ი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ კომ­პა­ნი­ის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე თვე­ში იგეგ­მე­ბა.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "სითი პარ­კის" სა­კომ­პენ­სა­ციო 25 მი­ლი­ონ ლარ­საც სწო­რედ მა­ქა­ცა­რია გა­და­იხ­დის.

ელი­საშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს და დე­და­ქა­ლა­ქის სა­პარ­კინ­გო კომ­პა­ნი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რის ჩა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს.

"ჩემი პირ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა "სითი პარ­კის" ქა­ლა­ქი­დან გაშ­ვე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს შექ­მნას ახა­ლი სატ­რან­სპორ­ტო მონ­სტრი და ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­დეს. ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ყვე­ლა მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ბიზ­ნეს­მენ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას­თან, რო­მე­ლიც არის "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლი. ამ გა­რი­გე­ბით, "სითი პარკს" ჩა­ა­ნაც­ვლებს მისი კომ­პა­ნია.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აპი­რებს ეს გა­რი­გე­ბა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­გორც ერთ-ერთი დიდი გა­მარ­ჯვე­ბა. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია რა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის სა­ხით და რა დღე­ში აგ­დებს კა­ბა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით მძღო­ლებს. ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­აც და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც", რომ ეს ბნე­ლი და სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უქ­მდე­ბა. ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა და კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ "სითი პარ­კის" გას­ვლის შემ­დეგ გა­მო­ცხად­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი",- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს? - რა გარიგებაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს? - რა გარიგებაზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი

დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერია "სითი პარკის" ჩანაცვლებას ახალი კომპანიით გეგმავს, რომელიც "თბილისის მიკროავტობუსის" მფლობელ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

როგორც ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერიასა და მაქაცარაიას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ამ კომპანიის პრეზენტაცია მიმდინარე თვეში იგეგმება.

ელისაშვილის თქმით, "სითი პარკის" საკომპენსაციო 25 მილიონ ლარსაც სწორედ მაქაცარია გადაიხდის.

ელისაშვილი აღნიშნულ მოლაპარაკებებს უარყოფითად აფასებს და დედაქალაქის საპარკინგო კომპანიის გამოსავლენად საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას მოითხოვს.

"ჩემი პირველი გადაწყვეტილება იქნება "სითი პარკის" ქალაქიდან გაშვება. "ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არის "თბილისის მიკროავტობუსის" მფლობელი. ამ გარიგებით, "სითი პარკს" ჩაანაცვლებს მისი კომპანია.

"ქართული ოცნება" აპირებს ეს გარიგება წარმოაჩინოს, როგორც ერთ-ერთი დიდი გამარჯვება. ყველამ კარგად ვიცით ხვიჩა მაქაცარია რა სერვისს სთავაზობს თავისი კომპანიის სახით და რა დღეში აგდებს კაბალური ხელშეკრულებებით მძღოლებს. ეს არის დაუშვებელი. მინდა გავაფრთხილო ხვიჩა მაქაცარიაც და "ქართული ოცნებაც", რომ ეს ბნელი და საეჭვო გარიგება აუცილებლად გაუქმდება. ჩვენი შეთავაზება და კატეგორიული მოთხოვნაა, რომ "სითი პარკის" გასვლის შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერი",- განაცხადა ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."