მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები
თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები

თრი­ლე­რის ჟან­რის წიგ­ნე­ბი ხა­სი­ათ­დე­ბი­ან სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტით, მის­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სით და და­ძა­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რით, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ მკი­თხვე­ლის გან­წყო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას და მის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას წიგ­ნის ში­ნა­არსში. ამ ჟან­რის წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის დატ­ვირ­თუ­ლია უც­ნა­უ­რი, მის­ტი­უ­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხე­ე­ბით.

სწო­რედ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის წყა­ლო­ბით იზი­დავს თრი­ლე­რის ჟან­რი მკი­თხვე­ლის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ამი­ტომ იგი თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს 21 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ჟან­რად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მის­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ფილ­მს იღე­ბენ თრი­ლე­რის ჟან­რის წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ცნო­ბი­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. გთა­ვა­ზობთ თრი­ლე­რის ჟან­რის ბესტსე­ლე­რებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით ასე­ვე ბესტსე­ლე­რი ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღეს და რომ­ლე­ბიც "პა­ლიტ­რა L"- ის მიერ არის თარ­გმნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი სე­რი­ის "ტოპ თრი­ლე­რი" ფარ­გლებ­ში.

ს.ჯ უოტ­სო­ნი - სა­ნამ და­ვი­ძი­ნებ. ქრის­ტი­ნა ყო­ველ დი­ლას ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან იწყებს, მას მეხ­სი­ე­რე­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს. მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი ამ­ბე­ბი ახ­სოვს... სა­ნამ და­ი­ძი­ნებს... დი­ლით კი ქმა­რი თა­ვი­დან უამ­ბობს, რო­გორ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორ იქორ­წი­ნეს, რო­გორ მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და და­ე­მარ­თა ამ­ნე­ზია. მისი მი­ხედ­ვით 2014 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღეს, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ნი­კოლ კიდ­მა­ნი და კო­ლინ ფერ­ტი ას­რუ­ლე­ბენ.

ჯე­იმზ პე­ტერ­სო­ნი - ობო­ბას გა­მო­ჩე­ნა. ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ვა­ჟის გა­ტა­ცე­ბა მხო­ლოდ და­სა­წყი­სია! გარი სო­ნე­ჯი ბავ­შვე­ბის გამ­ტა­ცე­ბე­ლია, სას­ტი­კი და შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი. მას სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა სურს. თა­მა­ში იწყე­ბა…

ჯე­იმზ პე­ტერ­სო­ნი გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი, ვისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ გახ­და ნიუ იორკ თა­იმ­სის N1 ბესტსე­ლე­რი. იგი გი­ნე­სის რე­კორდსმე­ნიც კი გახ­ლავთ ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვა­ში. ფილმმა კი, რო­მე­ლიც მისი ბესტსე­ლე­რის "ობო­ბას გა­მო­ფე­ნა"-ს მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს, მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს მორ­გან ფრი­მე­ნი და მო­ნი­კა პო­ტე­რი ას­რუ­ლე­ბენ.

გი­ლი­ან ფლი­ნი - გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი. ეს ამ­ბა­ვი "იმ დღეს" იწყე­ბა, "იმ დღეს", ვაჟი კარ­გავს ქალს. ქალი მისი ცო­ლია. ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ნე­ბი­ე­რა ქა­ლიშ­ვი­ლი. პო­ლი­ცია ცდი­ლობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი ამოხ­სნას. მალე ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია 2014 წელს დე­ვიდ ფინ­ჩერ­მა გა­და­ი­ღო, სა­დაც მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ბენ აფ­ლეკ­მა და რო­სა­მუნდ პა­იკ­მა შე­ას­რუ­ლეს.

სტი­ვენ კინ­გი- მო­ბი­ლუ­რი. ახლა თქვე­ნი ჯე­რია! მომ­დევ­ნო ზარი, რო­მელ­საც უპა­სუ­ხებთ, და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა! სად იყა­ვით პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის 03:03 სა­ათ­ზე?! მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი შე­მა­ვა­ლი ზარი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში და ბოს­ტო­ნის ქუ­ჩებ­ში და­ე­ხე­ტე­ბი­ან არა ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ ზომ­ბი­რე­ბუ­ლი, სის­ხლს მო­წყუ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბე­ბი და ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რე­ბენ.

სტი­ვენ კინ­გი ის მწე­რა­ლია, რო­მელ­საც წარ­დგე­ნა ნამ­დვი­ლად არ სჭირ­დე­ბა. მისი რო­მა­ნე­ბის მი­ხედ­ვით 100-ზე მეტი ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლია. 2016 წელს "მო­ბი­ლუ­რის" ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც გა­მო­ვი­და, სა­დაც მთა­ვარ რო­ლებს ამე­რი­კე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბი ჯონ ქი­უ­სა­კი და სა­მუ­ელ ელ ჯეკ­სო­ნი ას­რუ­ლე­ბენ.

პოლა ჰო­კინ­სი - გო­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­ში. რე­ი­ჩე­ლი ყო­ველ­დღე ერთი და იმა­ვე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობს. მან იცის, რომ ის ყო­ველ ჯერ­ზე ერ­თსა და იმა­ვე შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩერ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც სახ­ლე­ბის მწკრი­ვის უკა­ნა ეზო­ე­ბი ჩანს. მას უჩ­ნდე­ბა გრძნო­ბა, რომ იც­ნობს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ და მათი ცხოვ­რე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა. მერე ის ხე­დავს რა­ღა­ცას, რაც შოკ­ში აგ­დებს...

ნიუ იორკ თა­იმ­სი­სა და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის კინო ადაპ­ტა­ცი­ის პრე­მი­ე­რა 2016 წელს შედ­გა, სა­დაც მთა­ვა­რი როლი ემი­ლი ბლან­ტმა შე­ას­რუ­ლა.

ტომ რობ სმი­ტი-ბავ­შვი 44. სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სა­მო­თხეა, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი არ ხდე­ბა. ამ სის­ტე­მის დამ­ცვე­ლი იდე­ა­ლის­ტი ჩე­კის­ტი ლევ დე­მი­დო­ვია, მაგ­რამ, რო­დე­საც მკვლე­ლი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით სჩა­დის და­ნა­შა­ულს და ლევი გა­მო­ძი­ე­ბას გა­და­წყვეტს, სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თგულ მსა­ხურს და­აქ­ვე­ი­თე­ბენ და გა­და­ა­სახ­ლე­ბენ.

წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია და­ნი­ელ ეს­პი­ნო­ზამ გა­და­ი­ღო 2015 წელს. მას­ში ისე­თი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ, რო­გო­რე­ბი­ცაა: ტომ ჰარ­დი, გარი ოლდმე­ნი და ნუმი რა­პა­სი.

ქეით ატ­კინ­სო­ნი-გა­უხ­სნე­ლი საქ­მე­ე­ბი. საქ­მე N1: სამი წლის გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა. საქ­მე N2: ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის უც­ნა­უ­რი მკვლე­ლო­ბა. საქ­მე N3: სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი ტრა­გე­დია. თით­ქოს ამ და­ნა­შა­უ­ლებს შო­რის კავ­ში­რი არ ჩანს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 34 წლის შემ­დეგ, კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვი, ჯექ­სონ ბრო­დი, გა­მო­ძი­ე­ბას იწყებს.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც BBC ONE-ზე გა­დი­ო­და დღე­საც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

ჯე­იმზ ელ­როი-ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ნი. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა ლოს-ან­ჟე­ლეს­ში, მისი ნა­თე­ლი მზით, მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ნა­პი­რო­ე­ბით და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბით.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი 1998 წელს გა­მო­ვი­და და ოს­კარ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა. მთა­ვა­რი როლი კი ორგზის ოს­კა­რო­სან­მა მსა­ხი­ობ­მა, ქე­ვინ სფე­ი­სიმ შე­ას­რუ­ლა.

სე­რია "ტოპ თრი­ლე­რის" ფარ­გლებ­ში სულ 30 ბესტსე­ლე­რია თარ­გმნი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები

თანამედროვე ფილმებად ქცეული თრილერები

თრილერის ჟანრის წიგნები ხასიათდებიან სწრაფად განვითარებადი ჩახლართული სიუჟეტით, მისტიკური შინაარსით და დაძაბული სტრუქტურით, რომლებიც ახდენენ მკითხველის განწყობის სტიმულირებას და მის მაქსიმალურ ჩართულობას წიგნის შინაარსში. ამ ჟანრის წიგნები ყოველთვის დატვირთულია უცნაური, მისტიური და დასამახსოვრებელი პერსონაჟების სახეებით.

სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით იზიდავს თრილერის ჟანრი მკითხველის დიდ რაოდენობას, ამიტომ იგი თამამად შეიძლება დასახელდეს 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბესტსელერების უმეტესობა სწორედ ამ ჟანრს განეკუთვნება. მისმა პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ფილმს იღებენ თრილერის ჟანრის წიგნებზე, რომლებშიც მთავარ როლებს ცნობილი კინოვარსკვლავები ასრულებენ. გთავაზობთ თრილერის ჟანრის ბესტსელერებს, რომლის მიხედვით ასევე ბესტსელერი ფილმები გადაიღეს და რომლებიც „პალიტრა L“- ის მიერ არის თარგმნილი და გამოცემული სერიის „ტოპ თრილერი“ ფარგლებში.

ს.ჯ უოტსონი - სანამ დავიძინებ. ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს, მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს... სანამ დაიძინებს... დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია. მისი მიხედვით 2014 წელს ფილმიც გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

ჯეიმზ პეტერსონი - ობობას გამოჩენა. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. თამაში იწყება…

ჯეიმზ პეტერსონი გახლავთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი, ვისი ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. იგი გინესის რეკორდსმენიც კი გახლავთ ელექტრონული წიგნების გაყიდვაში. ფილმმა კი, რომელიც მისი ბესტსელერის „ობობას გამოფენა“-ს მიხედვით გადაიღეს, მსოფლიო აალაპარაკა. ფილმში მთავარ როლებს მორგან ფრიმენი და მონიკა პოტერი ასრულებენ.

გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი. ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება, „იმ დღეს“, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

წიგნის ეკრანიზაცია 2014 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო, სადაც მთავარი როლები ბენ აფლეკმა და როსამუნდ პაიკმა შეასრულეს.

სტივენ კინგი- მობილური. ახლა თქვენი ჯერია! მომდევნო ზარი, რომელსაც უპასუხებთ, დასასრულის დასაწყისი იქნება! სად იყავით პირველი ოქტომბრის 03:03 საათზე?! მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ.

სტივენ კინგი ის მწერალია, რომელსაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მისი რომანების მიხედვით 100-ზე მეტი ფილმია გადაღებულია. 2016 წელს „მობილურის“ ეკრანიზაციაც გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს ამერიკელი კინოვარსკვლავები ჯონ ქიუსაკი და სამუელ ელ ჯეკსონი ასრულებენ.

პოლა ჰოკინსი - გოგონა მატარებელში. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სრულყოფილი ეჩვენება. მერე ის ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს...

ნიუ იორკ თაიმსისა და მსოფლიო ბესტსელერის კინო ადაპტაციის პრემიერა 2016 წელს შედგა, სადაც მთავარი როლი ემილი ბლანტმა შეასრულა.

ტომ რობ სმიტი-ბავშვი 44. სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება. ამ სისტემის დამცველი იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვია, მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ.

წიგნის ეკრანიზაცია დანიელ ესპინოზამ გადაიღო 2015 წელს. მასში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, როგორებიცაა: ტომ ჰარდი, გარი ოლდმენი და ნუმი რაპასი.

ქეით ატკინსონი-გაუხსნელი საქმეები. საქმე N1: სამი წლის გოგონას გაუჩინარება. საქმე N2: ცნობილი ადვოკატის ქალიშვილის უცნაური მკვლელობა. საქმე N3: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. თითქოს ამ დანაშაულებს შორის კავშირი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად, 34 წლის შემდეგ, კერძო დეტექტივი, ჯექსონ ბროდი, გამოძიებას იწყებს.

წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელიც BBC ONE-ზე გადიოდა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯეიმზ ელროი-ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლოს-ანჟელესში, მისი ნათელი მზით, მიმზიდველი სანაპიროებით და ორგანიზებული დანაშაულებებით.

წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი 1998 წელს გამოვიდა და ოსკართან ერთად მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მთავარი როლი კი ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა, ქევინ სფეისიმ შეასრულა.

სერია „ტოპ თრილერის“ ფარგლებში სულ 30 ბესტსელერია თარგმნილი და გამოცემული.

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს