პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სა­სა­მარ­თლომ ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ქურ­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ქურ­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი გ.შ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და 177-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით.

"სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ წარ­სულ­ში ძარ­ცვი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი გ.შ. 2016 წლის 3 ნო­ემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქ. თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავს და­ეს­ხა მ.ქ.-ს და სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით გას­ტა­ცა სა­ფუ­ლე, ხოლო 2016 წლის 4 ნო­ემ­ბერს, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ი­დან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით ფა­რუ­ლად და­ე­უფ­ლა ტა­ნი­სა­მოსს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გ.შ. 2016 წლის 4 ნო­ემ­ბერს ქ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი იმის მიერ, ვინც ორ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი სხვი­სი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის­თვის) და 177-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (ქურ­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი იმის მიერ, ვინც ორ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი სხვი­სი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის­თვის) წა­რედ­გი­ნა.

სა­სა­მარ­თლომ გ.შ. წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლად სცნო დამ­ნა­შა­ვედ და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, დანით შეიარაღებული თავს დაესხა მ.ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს.

სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ.შ. 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა.

სასამართლომ გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ