პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება
პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება

კვი­რის ბო­ლოს პე­კი­ნის ქუ­ჩის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა და მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, პე­კი­ნის ქუ­ჩის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო შტაბ­ში გა­მარ­თუ­ლი მო­რი­გი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მიმ­დი­ნა­რე და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ა­ჯა­მა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე იმ­სჯე­ლა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გეგ­მა-გრა­ფი­კით, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის პირ­ვე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბის 90%-ზე მეტი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

პე­კი­ნის ქუ­ჩის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო შტაბ­ში, თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­რი­გი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე და დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა. "მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს მარ­ჯვე­ნა მხა­რეს სრულ­დე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მთლი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, იგე­ბა გზის ქვე­და ფენა და მომ­დევ­ნო კვი­რის და­სა­წყი­სი­დან უკვე გა­დავ­დი­ვართ მარ­ცხე­ნა მხა­რეს, სა­დაც მო­წეს­რიგ­დე­ბა გზის სა­ფა­რი, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი. ბოლო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ის, რომ მთლი­ა­ნად და­ი­გე­ბა ზედა ფენა, რო­დე­საც მორ­ჩე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხურს და­ე­ვა­ლა, რომ და­მა­ტე­ბით მო­ემ­ზა­დოს სა­შე­მოდ­გო­მო სე­ზო­ნის­თვის. გა­კეთ­დე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თარ­გი, გან­თავ­სდე­ბა სკა­მე­ბი, რათა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შეძ­ლონ დას­ვე­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ივ­ნისს და­ი­წყო და 10 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება

პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს მოძრაობა კვირის ბოლოს აღდგება

კვირის ბოლოს პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დედაქალაქის მერმა, აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

დავით ნარმანიას განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოები გეგმა-გრაფიკით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია.

პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები განიხილა. "მიმდინარე კვირის ბოლოს მარჯვენა მხარეს სრულდება სამუშაოები. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოწესრიგებულია, იგება გზის ქვედა ფენა და მომდევნო კვირის დასაწყისიდან უკვე გადავდივართ მარცხენა მხარეს, სადაც მოწესრიგდება გზის საფარი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, პარალელურად მოეწყობა ტროტუარები. ბოლო შემაჯამებელი იქნება ის, რომ მთლიანად დაიგება ზედა ფენა, როდესაც მორჩება მიმდინარე სამუშაოები. მოეწყობა ტროტუარები, გამწვანების სამსახურს დაევალა, რომ დამატებით მოემზადოს საშემოდგომო სეზონისთვის. გაკეთდება ძალიან ლამაზი თარგი, განთავსდება სკამები, რათა მოქალაქეებმა შეძლონ დასვენება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი