პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება
თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

მარ­თა­ლია, ყვე­ლა თაღ­ლითს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო და "მუ­შა­ო­ბის" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი აქვს, მაგ­რამ ყვე­ლას სა­ერ­თო მი­ზა­ნი - სხვა­თა მო­ტყუ­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც თვით­მარ­ქვია კრის­ტოფ რო­კან­კუ­რია, რო­მე­ლიც ხან მსა­ხი­ობ სოფი ლო­რე­ნის შვი­ლად, დი­ზა­ი­ნერ ოს­კარ დე ლა რენ­ტას და პრო­დი­უ­სერ დინო დე ლა­უ­რენ­ტი­სის ნა­თე­სა­ვად, ხან რო­კ­ფე­ლე­რის დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მავ­ლად, მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რედ ასა­ღებ­და თავს და ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად, ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლე­ბის გაბ­რიყ­ვე­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და.

კრი­მი­ნა­ლუ­რი "კა­რი­ე­რის" და­სა­წყი­სი

კრის­ტოფ რო­კან­კუ­რი 1967 წლის 16 ივ­ლისს და­ი­ბა­და ნორ­მან­დი­ის სა­ნა­პი­რო­ზე მე­თევ­ზე­თა პა­ტა­რა სო­ფელ ონ­ფლორ­ში. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პა, მისი აღ­ზრდა კი, დე­ი­დამ ითა­ვა, თუმ­ცა მალე მო­ბეზ­რდა, ცხრა წლის კრის­ტო­ფი სენტ-ჟერ­მე­ნის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­ამ­გზავ­რა და შე­საძ­ლოა, სწო­რედ იქ გა­უჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მე­ძა­ვი­სა და ლოთი მღე­ბა­ვის უკა­ნო­ნო შვილს რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბის და სრუ­ლი­ად ახა­ლი პი­როვ­ნე­ბის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში მოხ­ვედ­რილ­მა თავ­ნე­ბა და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ­მა კრის­ტოფ­მა დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლო დის­ციპ­ლი­ნის მკაცრ მო­თხოვ­ნებს და გაქ­ცე­ვის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის შემ­დეგ პა­რიზ­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მარ­თა­ლია, ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ასა­ღებ­და თავს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი გვა­რის - გა­ლი­ცი­ნის შთა­მო­მავ­ლად, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით მა­ინც შეძ­ლო მდიდ­რუ­ლი სახ­ლის გა­ყიდ­ვა და პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნის შოვ­ნა. წარ­მა­ტე­ბით ფრთა­შეს­ხმულ­მა რო­კან­კურ­მა 1980-1990-იან წლებ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი აფი­ო­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა საფ­რან­გეთ­ში, მერე კი, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ჩე­კე­ბის, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის გა­ყალ­ბე­ბით და წვრი­მა­ნი ქურ­დო­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ის ძარ­ცვის შემ­დეგ კი, როცა პო­ლი­ცი­ამ მისი ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა გამ­გზავ­რე­ბა და ამე­რი­კის "და­პყრო­ბა" გა­და­წყვი­ტა.

რო­კან­კუ­რის ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟი

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ში­ნა­უ­რე­ბულ­მა რო­კან­კურ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ბევ­რად ბრიყ­ვე­ბი და მიმ­ნდო­ბე­ბი იყ­ვნენ, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი და სწრა­ფად შე­უდ­გა სა­ჭი­რო ნაც­ნო­ბე­ბის შე­ძე­ნას - ღვი­ნით მო­ვაჭ­რე, ვინ­მე ჩარლზ გლენს ევ­რო­პის უძ­ლი­ე­რეს მოკ­რი­ვედ წა­რუდ­გი­ნა თავი და გა­ნუ­ცხა­და, რომ ამე­რი­კა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და, ამ­გვა­რი ნაც­ნო­ბო­ბით ამაყ­მა გლენ­მა კი, "ევ­რო­პე­ლი ჩემ­პი­ო­ნი" თა­ვის მხრივ ჯერ ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნის Mორ­რის -ის მუდ­მივ კლი­ენ­ტებს - რეს­პექ­ტა­ბე­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო, მერე კი, მთე­ლი თვე და­ა­ტა­რებ­და ღა­მის კლუ­ბებ­ში.

მარ­თა­ლია, რო­კან­კუ­რი არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის წყა­ლო­ბით ყო­ველ­თვის სწრა­ფად ახარ­ხებ­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ნდო­ბის, მათი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას და ევ­რო­პულ გა­ლან­ტუ­რო­ბას­თან ერ­თად ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბი­თაც ანე­ბივ­რებ­და.

ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ­მანს გრაი პარკს რო­კან­კუ­რი ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის დინო დე ლა­უ­რენ­ტი­სის ნა­თე­სა­ვად გა­ეც­ნო, სწრა­ფად მო­ხიბ­ლა თა­ვი­სი ფრან­გუ­ლი აქ­ცენ­ტით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ შარმს მა­ტებ­და და ქორ­წი­ნებც აღ­ნიშ­ნა ლას-ვე­გას­ში, თუმ­ცა ვნე­ბე­ბის ჩა­ცხრო­მას­თან ერ­თად, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც გაქ­რა და გრა­იმ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თით­ქმის არ იც­ნობ­და საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს. ეჭვი მე­გობ­რებ­მა გა­ი­ზი­ა­რეს, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით სე­რი­ა­ლე­ბის ვარ­სკვლავ­მა ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­გან და მის იმედ­გაც­რუ­ე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის ნა­თე­სა­ვის ნაც­ვლად, იმ კრის­ტოფ რო­კან­კურს გაჰ­ყვა ცო­ლად, ვი­საც შვე­ი­ცა­რი­ის პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნით მთე­ლი ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და.

1995 წელს პა­ტიმ­რო­ბას თავ­დაღ­წე­უ­ლი ავან­ტუ­რის­ტი ისევ ამე­რი­კა­ში დაბ­რუნ­და, მო­რიგ ლა­მაზ­მან­ზე - ჟურ­ნალ Pლაყ­ბოყ-ის მო­დელ­ზე პია რე­ის­ზე იქორ­წი­ნა და ვა­ჟიშ­ვი­ლი ზევ­სიც შე­ე­ძი­ნა. კრის­ტო­ფი ოჯახ­თან ერ­თად ჰო­ლი­ვუდ­ში, რეს­პექ­ტა­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ში ღე­გენტ Bევერლყ ჭილ­სჰი­რე-ში და­ბი­ნავ­და, სა­კუ­თარ თავს ხან პრო­დი­უ­სე­რად, ხან ბირ­ჟის მაკ­ლე­რად ასა­ღებ­და და შეძ­ლე­ბუ­ლი ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თაც სარ­გებ­ლობ­და, რო­მელ­მაც ევ­რო­პელ მე­გო­ბარს ჯერ 200 ათა­სი დო­ლა­რი ასეს­ხა, მერე 25 ათა­სის მო­დუ­რი ტან­საც­მე­ლი შე­უ­ძი­ნა, ბო­ლოს კი Fერრა­რი-ის ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლიც უსახ­სოვ­რა.

* რო­კან­კუ­რი - ყალ­ბი კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი -

თით­ქმის ჩამ­ქრალ ვარ­სკვლავს მიკი რურკს თაღ­ლი­თი სან­სეტ ბულ­ვა­რის ერთ-ერთ ბარ­ში გა­ეც­ნო პრო­დი­უ­სე­რად და სწრა­ფა­დაც და­უ­მე­გობ­რდა. რურკმა თვით­მარ­ქვია რო­კან­კუ­რი მე­გობ­რებს წა­რუდ­გი­ნა და ამა­ყად გა­ნუ­ცხა­და, რომ სწო­რედ ის და­აბ­რუ­ნებ­და დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე. გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ რო­კან­კუ­რი დიდ­ხანს კვე­ბავ­და რურკს ილუ­ზი­ე­ბით, მერე კი, მო­რი­გი გა­ფერ­მკლთა­ლე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი - ჟან-კლოდ ვან დამი გა­იც­ნო და მისი ნდო­ბაც მო­ი­პო­ვა. ბო­ე­ვი­კე­ბის კუნთმა­გა­რი გმი­რის­გან კრის­ტო­ფერს არც უფიქ­რია ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა, მე­ტიც, თვი­თონ შეჰ­პირ­და 40 მლნ. დო­ლარს ახა­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად, რად­გან იმე­დი ჰქონ­და, რომ სწო­რედ"უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯა­რის­კა­ცი" და­ეხ­მა­რე­ბო­და მდი­და­რი და ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლე­ბის ვიწ­რო წრე­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

თაღ­ლი­თით მო­ჯა­დო­ვე­ბუ­ლი ჰო­ლი­ვუ­დი

ღოლეხ-ის სა­ა­თით და ძვირ­ფა­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით, ყო­ველ­თვის სა­უ­ცხოო კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი რო­კან­კუ­რი სწრა­ფად იძენ­და მე­გობ­რებს, მით უფრო, რომ ყო­ველ­თვის თვითნ ას­წო­რებ­და ან­გა­რიშს ფე­შე­ნებ­ლურ რეს­ტორ­ნებ­ში და გუ­ლუხ­ვად ასა­ჩუქ­რებ­და სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, ვერ­ტმფრე­ნით, ლი­მუ­ზი­ნით ან მი­ლი­არ­დერ დოდი ალ ფა­ე­დის ყო­ფი­ლი Hუმ­მერ-ით და­ი­ა­რე­ბო­და ლოს-ან­ჯე­ლე­სის ქუ­ჩებ­ში და სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, ხელ­საყ­რელ მო­მენ­ტში კი, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ა­ნებ­თან ნაც­ნო­ბო­ბას იხ­სე­ნებ­და და სულ სხვა­თა­შო­რის აღ­ნიშნ­და, რომ სწო­რედ მისი სარ­ფი­ა­ნი შე­ა­ვა­ზე­ბე­ბის წყა­ლო­ბით შეძ­ლეს მათ სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბა. "სწრა­ფი ფუ­ლის" შოვ­ნის მსურ­ვე­ლე­ბი ჰო­ლი­ვუდ­შიც მრავ­ლად აღ­მოჩ­დნენ და რო­კან­კუ­რიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ებ­მე­ბო­და ნე­ბის­მირ ავან­ტი­უ­რა­ში.

ყალ­ბი რო­კ­ფე­ლე­რი ნიუ-იორკში-

მარ­თა­ლია, 1998 წელს რო­კან­კუ­რი ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან ოჯახ­თან ერ­თად გაქ­რა, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში ნიუ-იორკში გა­მოჩ­ნდა, ქვე­მო მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდიდ­რულ აპარ­ტა­მენ­ტებ­ში და­ბი­ნავ­და და რო­კ­ფე­ლე­რის ცნო­ბი­ლი დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლით შე­უდ­გა შეძ­ლე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ფი­ნან­სე­ბის მით­ვი­სე­ბას. ახალ ნაც­ნო­ბებს რო­კან­კუ­რი სარ­ფი­ა­ნად ინ­ვეს­ტი­რე­ბის წყა­ლო­ბით და­ნა­ზო­გის გა­ორ­მა­გე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, სა­ნაც­ვლოდ კი, მხო­ლოდ მოკ­რძა­ლე­ბულ ავანსს - 50 ათას დო­ლარს ითხოვ­და. რა თქმა უნდა, ბევ­რმა ვერ შეძ­ლო მაც­დუ­ნე­ბელ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უა­რის თქმა და მა­ხე­შიც გა­ე­ბა. ერთ-ერ­თმა მდი­დარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, გა­ლან­ტურ კა­ვა­ლერს ჯერ 90 ათა­სი დო­ლა­რი ასეს­ხა, მერე კი, სა­კუ­თარ სახ­ლში 250 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა და­კარ­გა, თუმ­ცა სას­ტი­კად აუკ­რძა­ლა პო­ლი­ცი­ას სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის რო­კან­კუ­რის საქ­მე­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა.

იხი­ლეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

კრის­ტოფს ყველ­გან პი­რად მცველ­თან - მე­ლოტ ჯო­ზეფ­თან, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ბრუკ­ლი­ნე­ლი დან­ტე და­ნი­ე­ლო იყო თა­ვი­სი ბნე­ლი წარ­სუ­ლით და მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონ­თან ლო­რენ­თან ერ­თად ხე­დავ­დნენ. ტრიო მუდ­მი­ვად ცნო­ბილ რესტრანს Pალმ თოო-ს სუმ­რობ­და, სა­დაც რო­კან­კუ­რი მხო­ლოდ VIP- მა­გი­დას­თან სა­დი­ლობ­და და ძვი­რა­დღი­რე­ბულ შამ­პა­ნურს უკ­ვე­თავ­და, კუ­ბურ სი­გა­რას ეწე­ო­და და მო­მა­ვალ მსხვერ­პლს ეც­ნო­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თაღ­ლი­თი თავს იმარ­თლბ­და, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ თხოვ­დნენ ფი­ნან­სე­ბის სარ­ფი­ა­ნად და­ბან­დე­ბას და არც ცრუ­ობ­და. ზუს­დად ასე მოხ­და სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის მფლო­ბე­ლის, მომ­ხიბ­ვლე­ლი კა­რი­ნის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­თან­ხმდა სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გის მომ­გე­ბი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ად ქცე­ვას და მორ­ჩი­ლად ჩა­ა­ბა­რა რო­კან­კურ-რო­კ­ფე­ლერს 14 ათა­სი დო­ლა­რი. თუმ­ცა, ბე­დის ირო­ნი­ით, სწო­რედ კა­რი­ნი გახ­და ავან­ტუ­რის­ტის მხი­ლე­ბის მი­ზე­ზი, როცა დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის - 125 ათა­სი დო­ლა­რის გა­და­ცე­მად სა­სუმ­რო­ში მი­ა­კი­თხა და ვე­რა­ვის მი­აგ­ნო, რად­გან ჰემპტონ­ში თვით­მარ­ქვია სას­ტუმ­როს­თან ერ­თად, გვარ­საც ხში­რად იც­ვლი­და და რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­და ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას.

სწო­რედ სას­ტუმ­როს ვალი - 19 ათა­სი დო­ლა­რი იქცა 2000 წელს რო­კან­კუ­რის და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ მი­ზე­ზად, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ ფა­ბი­ენ ორ­ტუ­ნოს სა­ხე­ლით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა 45 ათა­სი დო­ლა­რის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ სწრა­ფად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან ინა­ნა, რად­გან როცა ორ­ტუ­ნო სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­მო­ცხად­და, პო­ლი­ცი­ამ მისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში გა­და­ა­მოწ­მა და მიხ­ვდა, რომ ხე­ლი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თი კრის­ტოფ რო­კან­კუ­რი და­უსხლტა, რო­მელ­მაც ჯერ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში აზა­რა­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ელი­ტა, მერე კი, კა­ნა­და­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც მარ­თა­ლია რო­კ­ფე­ლე­რის გვარ­ზე უა­რის თქმა მო­უ­წია, მაგ­რამ ჩვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც გა­აგ­რძე­ლა.

გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი თაღ­ლი­თი

კა­ნა­დის სა­პა­ტიმ­რო­ში რო­კან­კურ­მა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და­წე­რა და სი­ნა­ნუ­ლის ნაც­ვლად მას­ხრად აიგ­დო ყვე­ლა, ვინც მის მა­ქი­ნა­ცი­ებს ემსხვერ­პლა, "სა­ერ­თოდ არ მე­ცო­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი არა მე, არა­მედ სა­კუ­თარ­მა სი­ხარ­ბემ და­ღუ­პა", - გა­ნუ­ცხა­და თაღ­ლით­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, როცა კა­ნა­და­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, 2002 წელს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტებ­ში წარ­სდგა სა­სა­მარ­ლოს წი­ნა­შე და ქურ­დო­ბა­სა და მექ­რთა­მე­ო­ბა­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­სა და ცრუ­მოწ­მე­ო­ბა­ში, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­სახ­ვა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე და­ნა­შა­ულ­ში წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა მო­ის­მი­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რო­კან­კურს 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, თუმ­ცა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ, პირ­ველ რიგ­ში კი, ჰო­ლი­ვუ­დის ბო­მონდმა არც სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, არც საქ­მის გან­ხილ­ვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლის - 20-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად რო­კან­კურ­მა და­ნა­შა­უ­ლი სამ პუნ­ქტში აღი­ა­რა და 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაც მი­ი­ღო 9 მლნ. დო­ლა­რის ჯა­რი­მას­თან ერ­თად, რაც ნამ­დვი­ლად არა­ფე­რია იმ ნა­დავლთან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც თაღ­ლით­მა წლე­ბის მან­ძილ­ზე და­აგ­რო­ვა (რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­კან­კუ­რის მრა­ვალ­წლი­ან­მა "ბიზ­ნეს­მა" 40 მლნ. დო­ლა­რის მო­გე­ბა ნახა), მი­თუ­მე­ტეს, რომ 2005 წელს ვა­და­ზე ადრე გან­თა­ვი­სუფ­ლდა სა­პა­ტიმრდან, თუმ­ცა, მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვერ ის­წავ­ლა ჭკუა. კრის­ტოფ რო­კან­კუ­რი დღე­საც საკ­მა­ოდ ხში­რად სტუმ­რობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებს, ელი­ტა­რულ წვე­უ­ლე­ბებს და არა­ვინ იცის სად ან ვისი სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდე­ბა მო­მა­ვალ­ში.

იხი­ლეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რია palitranews.ge-ზე

თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

თვითმარქვია თაღლითი, რომელმაც თავი სოფი ლორენის შვილად გაასაღა - კრისტოფ როკანკურის კრიმინალური ცხოვრება

მართალია, ყველა თაღლითს საქმიანობის განსხვავებული სფერო და "მუშაობის" ინდივიდუალური სტილი აქვს, მაგრამ ყველას საერთო მიზანი - სხვათა მოტყუებით გამდიდრების სურვილი ამოძრავებს. გამონაკლისი არც თვითმარქვია კრისტოფ როკანკურია, რომელიც ხან მსახიობ სოფი ლორენის შვილად, დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტას და პროდიუსერ დინო დე ლაურენტისის ნათესავად, ხან როკფელერის დინასტიის შთამომავლად, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრედ ასაღებდა თავს და ბიზნესმენებთან ერთად, ცნობილი ჰოლივუდელების გაბრიყვებასაც არ ერიდებოდა.

კრიმინალური "კარიერის" დასაწყისი

კრისტოფ როკანკური 1967 წლის 16 ივლისს დაიბადა ნორმანდიის სანაპიროზე მეთევზეთა პატარა სოფელ ონფლორში. მშობლები ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი, დეიდამ ითავა, თუმცა მალე მობეზრდა, ცხრა წლის კრისტოფი სენტ-ჟერმენის თავშესაფარში გაამგზავრა და შესაძლოა, სწორედ იქ გაუჩნდა ახალგაზრდა მეძავისა და ლოთი მღებავის უკანონო შვილს რეალური წარმომავლობის დავიწყების და სრულიად ახალი პიროვნების შექმნის სურვილი.

სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მოხვედრილმა თავნება და დაუმორჩილებელმა კრისტოფმა დიდხანს ვერ გაუძლო დისციპლინის მკაცრ მოთხოვნებს და გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ პარიზში აღმოჩნდა, სადაც მართალია, ნაკლები წარმატებით ასაღებდა თავს წარჩინებული გვარის - გალიცინის შთამომავლად, მაგრამ დოკუმენტების გაყალბებით მაინც შეძლო მდიდრული სახლის გაყიდვა და პირველი მილიონის შოვნა. წარმატებით ფრთაშესხმულმა როკანკურმა 1980-1990-იან წლებში კიდევ რამდენიმე მსგავსი აფიორა განახორციელა საფრანგეთში, მერე კი, შვეიცარიაში გადაინაცვლა, სადაც ჩეკების, საკრედიტო ბარათების გაყალბებით და წვრიმანი ქურდობით გაითქვა სახელი, საიუველირო მაღაზიის ძარცვის შემდეგ კი, როცა პოლიციამ მისი ძებნა გამოაცხადა, ოკეანის გადაღმა გამგზავრება და ამერიკის "დაპყრობა" გადაწყვიტა.

როკანკურის ამერიკული ვოიაჟი

ლოს-ანჯელესში გაშინაურებულმა როკანკურმა სიამოვნებით აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ბევრად ბრიყვები და მიმნდობები იყვნენ, ვიდრე ევროპელები და სწრაფად შეუდგა საჭირო ნაცნობების შეძენას - ღვინით მოვაჭრე, ვინმე ჩარლზ გლენს ევროპის უძლიერეს მოკრივედ წარუდგინა თავი და განუცხადა, რომ ამერიკაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა, ამგვარი ნაცნობობით ამაყმა გლენმა კი, "ევროპელი ჩემპიონი" თავის მხრივ ჯერ ცნობილი რესტორნის Mორრის -ის მუდმივ კლიენტებს - რესპექტაბელურ საზოგადოებას გააცნო, მერე კი, მთელი თვე დაატარებდა ღამის კლუბებში.

მართალია, როკანკური არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით, მაგრამ საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით ყოველთვის სწრაფად ახარხებდა ქალბატონების ნდობის, მათი კეთილგანწყობის მოპოვებას და ევროპულ გალანტურობასთან ერთად ძვირფასი საჩუქრებითაც ანებივრებდა.

ახალგაზრდა ლამაზმანს გრაი პარკს როკანკური ცნობილი პროდიუსერის დინო დე ლაურენტისის ნათესავად გაეცნო, სწრაფად მოხიბლა თავისი ფრანგული აქცენტით, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ შარმს მატებდა და ქორწინებც აღნიშნა ლას-ვეგასში, თუმცა ვნებების ჩაცხრომასთან ერთად, აღფრთოვანებაც გაქრა და გრაიმ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თითქმის არ იცნობდა საყვარელ მეუღლეს. ეჭვი მეგობრებმა გაიზიარეს, რომელთა დახმარებით სერიალების ვარსკვლავმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გამოძიების ფედერალური ბიუროსგან და მის იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინა, რომ ცნობილი პროდიუსერის ნათესავის ნაცვლად, იმ კრისტოფ როკანკურს გაჰყვა ცოლად, ვისაც შვეიცარიის პოლიციის მოთხოვნით მთელი ინტერპოლი ეძებდა.

1995 წელს პატიმრობას თავდაღწეული ავანტურისტი ისევ ამერიკაში დაბრუნდა, მორიგ ლამაზმანზე - ჟურნალ Pლაყბოყ-ის მოდელზე პია რეისზე იქორწინა და ვაჟიშვილი ზევსიც შეეძინა. კრისტოფი ოჯახთან ერთად ჰოლივუდში, რესპექტაბელურ სასტუმროში ღეგენტ Bევერლყ ჭილსჰირე-ში დაბინავდა, საკუთარ თავს ხან პროდიუსერად, ხან ბირჟის მაკლერად ასაღებდა და შეძლებული ირანელი ბიზნესმენის ხელგაშლილობითაც სარგებლობდა, რომელმაც ევროპელ მეგობარს ჯერ 200 ათასი დოლარი ასესხა, მერე 25 ათასის მოდური ტანსაცმელი შეუძინა, ბოლოს კი Fერრარი-ის ფირმის ავტომობილიც უსახსოვრა.

* როკანკური - ყალბი კინოპროდიუსერი -

თითქმის ჩამქრალ ვარსკვლავს მიკი რურკს თაღლითი სანსეტ ბულვარის ერთ-ერთ ბარში გაეცნო პროდიუსერად და სწრაფადაც დაუმეგობრდა. რურკმა თვითმარქვია როკანკური მეგობრებს წარუდგინა და ამაყად განუცხადა, რომ სწორედ ის დააბრუნებდა დიდების მწვერვალზე. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ როკანკური დიდხანს კვებავდა რურკს ილუზიებით, მერე კი, მორიგი გაფერმკლთალებული ვარსკვლავი - ჟან-კლოდ ვან დამი გაიცნო და მისი ნდობაც მოიპოვა. ბოევიკების კუნთმაგარი გმირისგან კრისტოფერს არც უფიქრია ფულის გამოძალვა, მეტიც, თვითონ შეჰპირდა 40 მლნ. დოლარს ახალი ფილმის გადასაღებად, რადგან იმედი ჰქონდა, რომ სწორედ"უნივერსალური ჯარისკაცი" დაეხმარებოდა მდიდარი და ცნობილი ჰოლივუდელების ვიწრო წრეში ადგილის დამკვიდრებაში.

თაღლითით მოჯადოვებული ჰოლივუდი

ღოლეხ-ის საათით და ძვირფასი აქსესუარებით, ყოველთვის საუცხოო კოსტუმში გამოწყობილი როკანკური სწრაფად იძენდა მეგობრებს, მით უფრო, რომ ყოველთვის თვითნ ასწორებდა ანგარიშს ფეშენებლურ რესტორნებში და გულუხვად ასაჩუქრებდა სასტუმროს მომსახურე პერსონალს, ვერტმფრენით, ლიმუზინით ან მილიარდერ დოდი ალ ფაედის ყოფილი Hუმმერ-ით დაიარებოდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში და  საკუთარ ძალებში დარწმუნებული, წარმატებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ხელსაყრელ მომენტში კი, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებთან ნაცნობობას იხსენებდა და სულ სხვათაშორის აღნიშნდა, რომ სწორედ მისი სარფიანი შეავაზებების წყალობით შეძლეს მათ საკუთარი კაპიტალის დაგროვება. "სწრაფი ფულის" შოვნის მსურველები ჰოლივუდშიც მრავლად აღმოჩდნენ და როკანკურიც სიამოვნებით ებმებოდა ნებისმირ ავანტიურაში.

ყალბი როკფელერი ნიუ-იორკში-

მართალია, 1998 წელს როკანკური ლოს-ანჯელესიდან ოჯახთან ერთად გაქრა, მაგრამ ერთ წელიწადში ნიუ-იორკში გამოჩნდა, ქვემო მანჰეტენზე მდიდრულ აპარტამენტებში დაბინავდა და როკფელერის ცნობილი დინასტიის წარმომადგენლის სახელით შეუდგა შეძლებული ამერიკელების ფინანსების მითვისებას. ახალ ნაცნობებს როკანკური სარფიანად ინვესტირების წყალობით დანაზოგის გაორმაგებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, მხოლოდ მოკრძალებულ ავანსს - 50 ათას დოლარს ითხოვდა. რა თქმა უნდა, ბევრმა ვერ შეძლო მაცდუნებელ წინადადებაზე უარის თქმა და მახეშიც გაება. ერთ-ერთმა მდიდარმა ქალბატონმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, გალანტურ კავალერს ჯერ 90 ათასი დოლარი ასესხა, მერე კი, საკუთარ სახლში 250 ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაკარგა, თუმცა სასტიკად აუკრძალა პოლიციას საკუთარი სახელის როკანკურის საქმეში მოხსენიება.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

კრისტოფს ყველგან პირად მცველთან - მელოტ ჯოზეფთან, რომელიც სინამდვილეში ბრუკლინელი დანტე დანიელო იყო თავისი ბნელი წარსულით და მშვენიერ ქალბატონთან ლორენთან ერთად ხედავდნენ. ტრიო მუდმივად ცნობილ რესტრანს Pალმ თოო-ს სუმრობდა, სადაც როკანკური მხოლოდ VIP- მაგიდასთან სადილობდა და ძვირადღირებულ შამპანურს უკვეთავდა, კუბურ სიგარას ეწეოდა და მომავალ მსხვერპლს ეცნობოდა. მოგვიანებით, თაღლითი თავს იმართლბდა, რომ შეძლებული ადამიანები თვითონ თხოვდნენ ფინანსების სარფიანად დაბანდებას და არც ცრუობდა. ზუსდად ასე მოხდა სპორტული კლუბის მფლობელის, მომხიბვლელი კარინის შემთხვევაშიც, რომელიც სულ რამდენიმე წუთში დათანხმდა საკუთარი დანაზოგის მომგებიან ინვესტიციად ქცევას და მორჩილად ჩააბარა როკანკურ-როკფელერს 14 ათასი დოლარი. თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ კარინი გახდა ავანტურისტის მხილების მიზეზი, როცა დარჩენილი თანხის - 125 ათასი დოლარის გადაცემად სასუმროში მიაკითხა და ვერავის მიაგნო, რადგან ჰემპტონში თვითმარქვია სასტუმროსთან ერთად, გვარსაც ხშირად იცვლიდა და რაც მთავარია, ყოველთვის ახერხებდა ანგარიშის გასწორებისგან თავის დაღწევას.

სწორედ სასტუმროს ვალი - 19 ათასი დოლარი იქცა 2000 წელს როკანკურის დაკავების ფორმალურ მიზეზად, რომელიც პოლიციამ ფაბიენ ორტუნოს სახელით დააკავა, თუმცა 45 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ სწრაფად გაათავისუფლა და მოგვიანებით ძალიან ინანა, რადგან როცა ორტუნო სასამართლოში არ გამოცხადდა, პოლიციამ მისი თითის ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა და მიხვდა, რომ ხელიდან საერთაშორისო თაღლითი კრისტოფ როკანკური დაუსხლტა, რომელმაც ჯერ ვენესუელაში აზარალა ადგილობრივი ელიტა, მერე კი, კანადაში გადაინაცვლა, სადაც მართალია როკფელერის გვარზე უარის თქმა მოუწია, მაგრამ ჩვეული საქმიანობა მაინც გააგრძელა.

გამოუსწორებელი თაღლითი

კანადის საპატიმროში როკანკურმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და სინანულის ნაცვლად მასხრად აიგდო ყველა, ვინც მის მაქინაციებს ემსხვერპლა, "საერთოდ არ მეცოდებიან ეს ადამიანები, რადგან ისინი არა მე, არამედ საკუთარმა სიხარბემ დაღუპა", - განუცხადა თაღლითმა ჟურნალისტებს, როცა კანადაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2002 წელს შეერთებული შტატებში წარსდგა სასამარლოს წინაშე და ქურდობასა და მექრთამეობაში, ფულის გამოძალვასა და ცრუმოწმეობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, იარაღის უკანონო შესახვასა და კიდევ რამდენიმე დანაშაულში წაყენებული ბრალდება მოისმინა.

ოფიციალურად, როკანკურს 19 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, დაზარალებულთა უმრავლესობამ, პირველ რიგში კი, ჰოლივუდის ბომონდმა არც სასამართლოს მიმართა, არც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. მაქსიმალური სასჯელის - 20-წლიანი პატიმრობის თავიდან ასაცილებლად როკანკურმა დანაშაული სამ პუნქტში აღიარა და 5-წლიანი პატიმრობაც მიიღო 9 მლნ. დოლარის ჯარიმასთან ერთად, რაც ნამდვილად არაფერია იმ ნადავლთან შედარებით, რომელიც თაღლითმა წლების მანძილზე დააგროვა (როგორც ამბობენ, როკანკურის მრავალწლიანმა "ბიზნესმა" 40 მლნ. დოლარის მოგება ნახა), მითუმეტეს, რომ 2005 წელს ვადაზე ადრე განთავისუფლდა საპატიმრდან, თუმცა, მწარე გამოცდილების მიუხედავად მაინც ვერ ისწავლა ჭკუა. კრისტოფ როკანკური დღესაც საკმაოდ ხშირად სტუმრობს საერთაშორისო კინოფესტივალებს, ელიტარულ წვეულებებს და არავინ იცის სად ან ვისი სახელით გამოჩნდება მომავალში.

იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"