საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები
"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები

სუ­რა­თი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ერთ-ერთი სა­საფ­ლა­ო­ზე მის მუ­შა­კებს დახ­ვდათ, ჭავ­ჭა­ვა­ძის "ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­დან" ამოგ­ლე­ჯილს ჰგავ­და: ხან­ში­შე­სუ­ლი, კარ­გად ჩაც­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცის საფ­ლავს ჩა­ხუ­ტე­ბო­და და ისე და­ე­ლია სული.

მალე გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა გა­ირ­კვა - თურ­მე და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლის ქვრი­ვი იყო. პატ­რონ­საც მი­აგ­ნეს და ქალ­ბა­ტონ­მა მე­უღ­ლის გვერ­დით ჰპო­ვა სა­უ­კუ­ნო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი.

ვინ იყო ის ქალი? რა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში?..

ტრა­გე­დია უძეგლო გმი­რით

ყვე­ლა­ფე­რი 90-იან წლებ­ში და­ი­წყო. ჩვე­ნი გმი­რი მა­შინ ჯან-ღო­ნით სავ­სე ახალ­გაზ­რდა ქალი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლის დედა გახ­ლდათ. კრი­ზის­მა ოჯა­ხი შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა, ამი­ტომ ინ­გლის­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. დატ­რი­ალ­და, წა­სას­ვლე­ლად სა­ჭი­რო თან­ხა ისეს­ხა და გა­ემ­გზავ­რა. ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გამო ლონ­დონ­ში სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა არც თუ ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლის სა­კი­თხი შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­წყდა - ნაც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა შე­ი­ფა­რა.

ერთ ოთახ­ში ექვს ქალს ეძი­ნა, ისეთ ჩიხ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთხანს თა­ვის მოკ­ვლაც კი იფიქ­რა. მო­იკ­ლავ­და კი­დეც, მაგ­რამ როცა წარ­მო­იდ­გი­ნა რა დღე და­ად­გე­ბო­და მის ოჯახს, ეს აზრი თა­ვი­დან ამო­იგ­დო. ცალ­კე ახ­ლობ­ლებ­ზე დარ­დით უს­კდე­ბო­და გული, ამი­ტომ რო­გორ­ღაც ძალა მო­იკ­რი­ბა და ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა და­ი­წყო. დღე-ღა­მეს ას­წო­რებ­და; სა­ერ­თო ოთახ­ში რომ არა­ვინ შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ღა­მით თავ­ზე სა­ბან გა­და­ფა­რე­ბუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ობ­და. ბო­ლოს ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლი იშო­ვა და პირ­ვე­ლი ფუ­ლიც გა­უჩ­ნდა. ური­გო თან­ხას არ უხ­დიდ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის­თვის არა­ფე­რი ემე­ტე­ბო­და და ფუ­ლის დიდ ნა­წილს სახ­ლში აგ­ზავ­ნი­და. ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლემ თხო­ვა - სახ­ლში დაბ­რუნ­დიო. ბავ­შვებს კი დედა ენატ­რე­ბო­დათ, მაგ­რამ ყუ­რიც არ ათხო­ვა: რა დაბ­რუ­ნე­ბა, რის დაბ­რუ­ნე­ბა, ოჯახს ათა­სი რამ ჭირ­დე­ბა, შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე და სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნო, მანდ რას გარ­გებ­თო.

ამა­სო­ბა­ში წლე­ბი გა­ვი­და, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ. დედა მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მობ­და და ძა­ლი­ან იყო­ჩა­ღა: შვი­ლე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ხომ გა­და­ი­ხა­და, კი­დევ ცალ-ცალ­კე ბი­ნე­ბი უყი­და და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც ფულს არ აკ­ლებ­და. მხო­ლოდ ათი წლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა. სახ­ლში შე­ე­გე­ბა მო­ნატ­რე­ბუ­ლი და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც ცოლ­ზე დარ­დით ორ­ჯერ ინ­ფარ­ქტი გა­და­ე­ტა­ნა. სა­მა­გი­ე­როდ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი დახ­ვდნენ ფრი­ად გა­უ­ცხო­ე­ბულ­ნი. დიდი ხნის უნა­ხავ დე­დას დაწ­ვრი­ლე­ბით ჩა­მო­უთ­ვა­ლეს კი­დევ რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და რამ­დე­ნი ფული სჭირ­დე­ბო­დათ. მერე მე­უღ­ლის­გა­ნაც იგ­რძნო მი­ნიშ­ნე­ბა - სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა დაბ­რუნ­დეო. "ერთ კვი­რა­ში მივ­ხვდი რომ ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი!" - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით. თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ისევ ინ­გლის­ში გა­ემ­გზავ­რა. აე­რო­პორ­ტში მხო­ლოდ მე­უღ­ლემ გა­ა­ცი­ლა.

მერე ისევ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა და დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი ავ­ტო­მა­ტი­ვით ოჯა­ხის­თვის ფუ­ლის გა­მოგ­ზავ­ნა. თით­ქოს, აზარ­ტში შე­ვი­დაო, ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხა და­ე­ზო­გა, რომ ოჯა­ხის­თვის მეტი გა­ეგ­ზავ­ნა. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კი კა­პიკ­საც გა­ჭირ­ვე­ბით იმე­ტებ­და. ჩა­მო­სას­ვლე­ლად ვე­ღარც იც­ლი­და. თავ­ში მხო­ლოდ ერთი აზრი უტ­რი­ა­ლებ­და: შვი­ლებს უნდა ჰქო­ნო­დათ ყვე­ლა­ფე­რი რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი და, ამას­თან, სა­უ­კე­თე­სო. ამა­სო­ბა­ში მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძალ­ვა­ზე შვი­ლებ­მა ისე ცი­ვად მი­ი­ღეს, რომ გულ­მოკ­ლუ­ლი ისევ ინ­გლის­ში დაბ­რუნ­და. მუ­შა­ო­ბა და ფუ­ლის გაგ­ზავ­ნა - ესღა იყო ახლა მისი ცხოვ­რე­ბის აზრი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები

"ქალი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული" - 21-ე საუკუნის "თავსაფრიანი დედაკაცები" და "ბანკომატი" დედები

სურათი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სასაფლაოზე მის მუშაკებს დახვდათ, ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივიდან" ამოგლეჯილს ჰგავდა: ხანშიშესული, კარგად ჩაცმული ქალბატონი ასაკოვანი მამაკაცის საფლავს ჩახუტებოდა და ისე დაელია სული.

მალე გარდაცვლილის ვინაობა გაირკვა - თურმე დასაფლავებულის ქვრივი იყო. პატრონსაც მიაგნეს და ქალბატონმა მეუღლის გვერდით ჰპოვა საუკუნო განსასვენებელი.

ვინ იყო ის ქალი? რა ტრაგედია დატრიალდა მის ცხოვრებაში?..

ტრაგედია უძეგლო გმირით

ყველაფერი 90-იან წლებში დაიწყო. ჩვენი გმირი მაშინ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ქალი და ორი ქალიშვილის დედა გახლდათ. კრიზისმა ოჯახი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა, ამიტომ ინგლისში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა. დატრიალდა, წასასვლელად საჭირო თანხა ისესხა და გაემგზავრა. ენობრივი ბარიერის გამო ლონდონში სამსახურის მოძებნა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. საცხოვრებელის საკითხი შედარებით იოლად გადაწყდა - ნაცნობმა ქალბატონმა შეიფარა.

ერთ ოთახში ექვს ქალს ეძინა, ისეთ ჩიხში აღმოჩნდა, რომ ერთხანს თავის მოკვლაც კი იფიქრა. მოიკლავდა კიდეც, მაგრამ როცა წარმოიდგინა რა დღე დაადგებოდა მის ოჯახს, ეს აზრი თავიდან ამოიგდო. ცალკე ახლობლებზე დარდით უსკდებოდა გული, ამიტომ როგორღაც ძალა მოიკრიბა და ინგლისური ენის შესწავლა დაიწყო. დღე-ღამეს ასწორებდა; საერთო ოთახში რომ არავინ შეეწუხებინა, ღამით თავზე საბან გადაფარებული მეცადინეობდა. ბოლოს შინამოსამსახურის ადგილი იშოვა და პირველი ფულიც გაუჩნდა. ურიგო თანხას არ უხდიდნენ, მაგრამ თავისთვის არაფერი ემეტებოდა და ფულის დიდ ნაწილს სახლში აგზავნიდა. ვალის გასტუმრების შემდეგ მეუღლემ თხოვა - სახლში დაბრუნდიო. ბავშვებს კი დედა ენატრებოდათ, მაგრამ ყურიც არ ათხოვა: რა დაბრუნება, რის დაბრუნება, ოჯახს ათასი რამ ჭირდება, შვილების მომავალზე და სწავლა-განათლებაზე უნდა ვიზრუნო, მანდ რას გარგებთო.

ამასობაში წლები გავიდა, ქალიშვილები წამოიზარდნენ. დედა მუხლჩაუხრელად შრომობდა და ძალიან იყოჩაღა: შვილების სწავლის საფასური ხომ გადაიხადა, კიდევ ცალ-ცალკე ბინები უყიდა და უზრუნველი ცხოვრებისთვისაც ფულს არ აკლებდა. მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. სახლში შეეგება მონატრებული და, საბედნიეროდ, ერთგული მეუღლე, რომელსაც ცოლზე დარდით ორჯერ ინფარქტი გადაეტანა. სამაგიეროდ ქალიშვილები დახვდნენ ფრიად გაუცხოებულნი. დიდი ხნის უნახავ დედას დაწვრილებით ჩამოუთვალეს კიდევ რა პრობლემები ჰქონდათ მოსაგვარებელი და რამდენი ფული სჭირდებოდათ. მერე მეუღლისგანაც იგრძნო მინიშნება - საზღვარგარეთ უნდა დაბრუნდეო. "ერთ კვირაში მივხვდი რომ ზედმეტი ვიყავი!" - ამბობდა მოგვიანებით. თვალცრემლიანი ისევ ინგლისში გაემგზავრა. აეროპორტში მხოლოდ მეუღლემ გააცილა.

მერე ისევ თავდაუზოგავი შრომა და დაპროგრამებული ავტომატივით ოჯახისთვის ფულის გამოგზავნა. თითქოს, აზარტში შევიდაო, ცდილობდა რაც შეიძლება მეტი თანხა დაეზოგა, რომ ოჯახისთვის მეტი გაეგზავნა. საკუთარი თავისთვის კი კაპიკსაც გაჭირვებით იმეტებდა. ჩამოსასვლელად ვეღარც იცლიდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: შვილებს უნდა ჰქონოდათ ყველაფერი რაც შეიძლება ბევრი და, ამასთან, საუკეთესო. ამასობაში მეუღლე გარდაიცვალა. დაკრძალვაზე შვილებმა ისე ცივად მიიღეს, რომ გულმოკლული ისევ ინგლისში დაბრუნდა. მუშაობა და ფულის გაგზავნა - ესღა იყო ახლა მისი ცხოვრების აზრი... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ