მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს
Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს

ანაკ­ლი­ა­ში, "ჯემ ფეს­ტის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ქარ ყორ­შია და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა" ავ­რცე­ლებს.

"ბა­ქარ ყორ­შია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რია, ანაკ­ლი­ა­ში, Gem Fest-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აიყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნად ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მას ედა­ვე­ბი­ან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის (ექ­სტა­ზი) უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას.

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბამ" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით ჩარ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი და ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ამ წუ­თებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ზუგ­დი­დის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, ხოლო ჩვე­ნი ად­ვო­კა­ტი კი მი­ემ­გზავ­რე­ბა ბა­თუ­მი­დან ზუგ­დი­დის­კენ. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, ბა­ქარ ყორ­შია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ ნა­ცე­მი იყოს", - ნათ­ქვა­მია "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტის, ბა­ქარ ყორ­ში­ას ცე­მის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყორ­შია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. რო­გორც შს სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზაც. ყორ­შია ამ დრო­ის­თვის ზუგ­დი­დის პო­ლი­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს

Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მხარდამჭერი დააკავეს

ანაკლიაში, "ჯემ ფესტის" მიმდებარე ტერიტორიაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "თეთრი ხმაურის მოძრაობა" ავრცელებს.

"ბაქარ ყორშია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერია, ანაკლიაში, Gem Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს. რამდენად ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას ედავებიან ნარკოტიკული საშუალების (ექსტაზი) უკანონო შეძენა-შენახვას.

"თეთრი ხმაურის მოძრაობამ" სწრაფი რეაგირების მიზნით ჩართო სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის წარმომადგენელიც ამ წუთებში იმყოფება ზუგდიდის პოლიციის შენობაში, ხოლო ჩვენი ადვოკატი კი მიემგზავრება ბათუმიდან ზუგდიდისკენ. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ბაქარ ყორშია პოლიციელების მიერ ნაცემი იყოს", - ნათქვამია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის, ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ყორშია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. ყორშია ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ