პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების დეტალები: "ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით..."
გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების დეტალები: "ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით..."

აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის სამ­ხედ­რო სა­წყობ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 60 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. აფხა­ზეთ­ში ე.წ რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინფრო­მა­ცი­ით, 35 და­შა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, მათ შო­რის არი­ან, რო­გორც ტუ­რის­ტე­ბი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი...

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პრი­მორსკო­ეს­თან, სამ­ხედ­რო სა­წყობ­ში აფეთ­ქე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 17:30 სა­ათ­ზე მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შე­ნო­ბას თით­ქოს ზე­მო­დან რა­ღაც და­ე­ცა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო აფეთ­ქე­ბე­ბის ტალ­ღა... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბოდ­ნენ, რომ ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და...

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბი­სას და­ახ­ლო­ე­ბით 35 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის იყ­ვნენ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ტვე­რი­დან ჩა­სუ­ლი ქა­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი ვი­დეო, სა­დაც ისი­ნი ყვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ნა­პი­რო­ზე იყ­ვნენ, რა დრო­საც აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა.

"ნა­პირ­ზე ვი­ყა­ვით, ტა­ლა­ხი გვქონ­და წას­მუ­ლი, რო­გორც კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა, ვი­ღაც მა­მა­კა­ცის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლიც შე­მოგ­ვეს­მა, რო­მე­ლიც გვიყ­ვი­რო­და, - წა­დი­თო... თა­ვი­დან და­ვი­ბე­ნით, ვერ გა­ვი­გეთ, რა მოხ­და და რა­ტომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით... შემ­დეგ აფეთ­ქე­ბე­ბის მო­რი­გი ტალ­ღა და­ი­წყო და გა­ვი­ქე­ცით... აფეთ­ქე­ბის ხმე­ბი არ წყდე­ბო­და. ისე, რო­გორც აფეთ­ქე­ბა­თა ფილ­მებ­ში... გზა­ში ვლო­ცუ­ლობ­დით, რომ გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით...", - ჰყვე­ბი­ან ისი­ნი.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პრი­მორსკო­ე­ში, სამ­ხედ­რო სა­წყობ­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სო­ფელს პა­ნი­კუ­რად ტო­ვებ­დნენ, რა­მაც გზებ­ზე სა­ცო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ად­გილ­ზე მის­ვლი­სას პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა... აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრთან მის­ვლა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი...

აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის 27 და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და ისი­ნი სო­ხუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ჭის სა­ა­ვად­მყო­ფო მზად არის და­შა­ვე­ბულ­თა მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა, აფხა­ზეთ­ში აცხა­დე­ბენ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ას აკოტ­რო­ლე­ბენ და ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს.

აფხა­ზეთ­ში, რუ­სე­თის ე.წ. სა­ელ­ჩოს პრე­სა­ტა­შეს, ტუ­რა­ლა ჯა­ვა­დო­ვას თქმით, - შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან რუ­სე­თის მე-7 სამ­ხედ­რო ბა­ზის სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვებს ცე­ცხლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. სო­ფელ პრი­მორსკის გამ­გე­ბე­ლი ან­ზორ სა­კა­ნია არ ეთან­ხმე­ბა იმ ვერ­სი­ას, თით­ქოს სა­წყობს ზე­მო­დან და­ე­ცა რა­ღაც. მისი თქმით, "პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, სამ­ხედ­რო სა­წყობ­ში ცე­ცხლი გაჩ­ნდა, რა­მაც აფეთ­ქე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია. ცე­ცხლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს,"- აცხა­დებს სა­კა­ნია.

ცნო­ბი­ლია, რომ აფეთ­ქე­ბის დროს გას­რო­ლი­ლი ერთი ჭურ­ვი, ეპი­ცენ­ტრი­დან 300 მეტრში მდე­ბა­რე კერ­ძო სახ­ლს და­ე­ცა... ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო 5-მა ადა­მი­ან­მა, მათ შო­რის, ორი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, სამი კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სახ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი. ისი­ნი სო­ხუ­მის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ის, რომ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლის გარ­შე­მო კერ­ძო სახ­ლე­ბია, სა­დაც მუდ­მი­ვად ქი­რავ­დე­ბა ოთა­ხე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. სწო­რედ იქ მყო­ფებ­მა მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი ღამე მოძ­რა­ობ­დნენ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნე­ბი, რო­მელ­თაც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტულ სამ­ხედ­რო სა­წყობ­ში 500 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ბომ­ბე­ბი ინა­ხე­ბო­და. ზო­გა­დად, ეს ად­გი­ლი, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და მუდ­მი­ვი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის გამო, ყო­ველ­თვის იწ­ვევ­და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რად­გან მი­აჩ­ნდათ, რომ სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი და ტუ­რიზ­მი "სა­კუ­რორ­ტო ქვე­ყა­ნა­ში" გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მათ შო­რის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბეს­ლან ბარ­ცი­ცი, რომ­ლის თქმი­თაც, ვი­თა­რე­ბა მძი­მეა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ მსხვერ­პლი არ არის...

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მომ­ხდარს უკვე მოჰ­ყვა რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია. ერთი ნა­წი­ლი მათ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და "გა­მარ­ჯვე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გამ­ძლე­ო­ბას უსურ­ვებს", თუმ­ცა, არ­სე­ბობს მე­ო­რე ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ურ­ჩევს თა­ნა­მოძ­მე­ებს, ნუ გა­რის­კა­ვენ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად, რად­გან ეს არის არას­ტა­ბი­ლუ­რი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი რე­გი­ო­ნი, "სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ტრა­გე­დია ყო­ველ­თვის მოხ­დეს"...

"და­ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ ვინ­მეს სჯე­რა, რომ იქ, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი უკი­დუ­რე­სად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს, ცე­ცხლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაჩ­ნდა?.. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად, რა სფე­რო­ში იხარ­ჯე­ბა რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი, რას ხმარ­დე­ბა?!.", - წე­რენ რუ­სე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის "გან­ვი­თა­რე­ბა­ში" ძა­ლი­ან დიდ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს დებს, თუმ­ცა, იქ ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ მი­დის...

ფოტო: Газета.ру

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების დეტალები: "ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით..."

გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების დეტალები: "ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით..."

აფხაზეთში, გუდაუთის სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა. აფხაზეთში ე.წ რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ინფრომაციით, 35 დაშავებული რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის არიან, როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი ეთნიკური რუსები...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან, სამხედრო საწყობში აფეთქება დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, შენობას თითქოს ზემოდან რაღაც დაეცა, რის შემდეგაც დაიწყო აფეთქებების ტალღა... ადგილობრივები ყვებოდნენ, რომ ღამის 11 საათამდე აფეთქებების ხმა ისმოდა...

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისას დაახლოებით 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეებიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ტვერიდან ჩასული ქალების ემოციური ვიდეო, სადაც ისინი ყვებოდნენ, რომ სანაპიროზე იყვნენ, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა.

"ნაპირზე ვიყავით, ტალახი გვქონდა წასმული, როგორც კი აფეთქების ხმა გაისმა, ვიღაც მამაკაცის განწირული ყვირილიც შემოგვესმა, რომელიც გვიყვიროდა, - წადითო... თავიდან დავიბენით, ვერ გავიგეთ, რა მოხდა და რატომ უნდა წავსულიყავით... შემდეგ აფეთქებების მორიგი ტალღა დაიწყო და გავიქეცით... აფეთქების ხმები არ წყდებოდა. ისე, როგორც აფეთქებათა ფილმებში... გზაში ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით...", - ჰყვებიან ისინი.

აფხაზური მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, სამხედრო საწყობში გაჩენილმა ხანძარმა მიმდებარე ტერიტორიაზე პანიკა გამოიწვია. მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები სოფელს პანიკურად ტოვებდნენ, რამაც გზებზე საცობები გამოიწვია და შესაბამის სამსახურებს ადგილზე მისვლისას პრობლემა შეუქმნა... აფხაზური მედიის ცნობით, აფეთქების ეპიცენტრთან მისვლა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რადგან რისკებთან იყო დაკავშირებული...

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის 27 დაშავებული მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი სოხუმში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სოჭის საავადმყოფო მზად არის დაშავებულთა მისაღებად, თუმცა, აფხაზეთში აცხადებენ, რომ სიტუაციას აკოტროლებენ და ამის აუცილებლობა არ არსებობს.

აფხაზეთში, რუსეთის ე.წ. საელჩოს პრესატაშეს, ტურალა ჯავადოვას თქმით, - შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედროები, რომლებიც ადგილობრივებს ცეცხლის ლიკვიდაციაში ეხმარებიან. სოფელ პრიმორსკის გამგებელი ანზორ საკანია არ ეთანხმება იმ ვერსიას, თითქოს საწყობს ზემოდან დაეცა რაღაც. მისი თქმით, "პირველადი ვერსიით, სამხედრო საწყობში ცეცხლი გაჩნდა, რამაც აფეთქებები გამოიწვია. ცეცხლის გაჩენის მიზეზების შესწავლა მიმდინარეობს,"- აცხადებს საკანია.

ცნობილია, რომ აფეთქების დროს გასროლილი ერთი ჭურვი, ეპიცენტრიდან 300 მეტრში მდებარე კერძო სახლს დაეცა... ბოლო ინფორმაციით, უმძიმესი დაზიანებები მიიღო 5-მა ადამიანმა, მათ შორის, ორი რუსეთის მოქალაქეა, სამი კი დაზიანებული სახლის მცხოვრებლები. ისინი სოხუმის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, ვითარებას ამძიმებს ის, რომ აფეთქების ადგილის გარშემო კერძო სახლებია, სადაც მუდმივად ქირავდება ოთახები ტურისტებისთვის. სწორედ იქ მყოფებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის მიმართულებით მთელი ღამე მოძრაობდნენ "სასწრაფო დახმარების" მანქანები, რომელთაც დაშავებულები გუდაუთის საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, კონკრეტულ სამხედრო საწყობში 500 კილოგრამიანი ბომბები ინახებოდა. ზოგადად, ეს ადგილი, თავის დანიშნულებისა და მუდმივი ტერიტორიული გაფართოების გამო, ყოველთვის იწვევდა ადგილობრივების გაღიზიანებას, რადგან მიაჩნდათ, რომ სამხედრო ბაზები და ტურიზმი "საკურორტო ქვეყანაში" გამიჯნული უნდა იყოს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ბესლან ბარციცი, რომლის თქმითაც, ვითარება მძიმეა, მაგრამ საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის...

როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარს უკვე მოჰყვა რუსული საზოგადოების რეაქცია. ერთი ნაწილი მათ სოლიდარობას უცხადებს და "გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე გამძლეობას უსურვებს", თუმცა, არსებობს მეორე ნაწილიც, რომელიც კიდევ ერთხელ ურჩევს თანამოძმეებს, ნუ გარისკავენ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად, რადგან ეს არის არასტაბილური, არაპროგნოზირებადი რეგიონი, "სადაც შეიძლება ტრაგედია ყოველთვის მოხდეს"...

"დაველოდებით გამოძიებას, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ იქ, სადაც ყველაფერი უკიდურესად მოწესრიგებული უნდა იყოს, ცეცხლი მოულოდნელად გაჩნდა?.. საინტერესოა, სად, რა სფეროში იხარჯება რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, რას ხმარდება?!.", - წერენ რუსები, რომელთა თქმითაც, მათი ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "განვითარებაში" ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს დებს, თუმცა, იქ ყველაფერი უარესობისკენ მიდის...

ფოტო: Газета.ру

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?