Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე
რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

შპს "შა­რა­ვან­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ღე­ბა­ვებს გა­უჩ­ნდა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "შა­რა­ვან­დის" ფი­ნან­სურ­მა მე­ნე­ჯერ­მა ლადო ჭან­ტუ­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ზა­რა­ლის ზუს­ტი ოდე­ნო­ბა უც­ნო­ბია. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის გა­ჩე­ნის მო­მენ­ტში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა არც ერთ მათ­განს და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვი­ლად აა­ლე­ბად ნივ­თებს, ჭან­ტუ­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი იმ მი­ზე­ზით იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ის დროს სტამ­ბა მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დრო­უ­ლად შეძ­ლო, რის გა­მოც ცე­ცხლმა სა­წყო­ბე­ბამ­დე მიღ­წე­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ათ­ზე შევ­ნიშ­ნეთ, რომ იყო ხან­ძა­რი. ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა სა­ღე­ბა­ვებს. ამ მო­მენ­ტში თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ვიმ­ყო­ფე­ბო­დით ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დავ­ტო­ვეთ ტე­რი­ტო­რია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მაშ­ვე­ლებ­მა დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხეს მოს­ვლა და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბა. რომ არ მოხ­და­რი­ყო ეს, ალ­ბათ ცე­ცხლი უფრო დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­რცელ­დე­ბო­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არ ვი­ცით. ასე­ვე ჩვენ­თვის უც­ნო­ბია ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლადო ჭან­ტუ­რი­ამ.

ად­გილ­ზე ამ დრომ­დე რჩე­ბი­ან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მასრთვის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ძი­რი­თა­დი კე­რე­ბის ლო­კა­ლი­ზე­ბი­სა, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კვლავ შე­ი­ნიშ­ნე­ბა დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მულ­ხის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

შპს "შა­რა­ვან­დი" პროგ­რა­მის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­წარ­მოა. ის ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ეტი­კე­ტე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის პო­ლი­მე­რუ­ლი შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ერთ-ერთ ლი­დერ კომ­პა­ნი­ად ით­ვლე­ბა. კომ­პა­ნია ამა­რა­გებს ისეთ ცნო­ბილ ბრენ­დებს, რო­გო­რე­ბიც არის "იფქლი", "ფარ­მა­დე­პო", "კარ­ფუ­რი", "გუდ­ვი­ლი", "პსპ" და "ბარ­ამ­ბო".

ნა­ხეთ: ძლი­ე­რი ხან­ძა­რი კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე - ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი ად­გი­ლი­დან

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე

შპს "შარავანდის" თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, საღებავებს გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "შარავანდის" ფინანსურმა მენეჯერმა ლადო ჭანტურიამ განუცხადა, ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მისივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში ტერიტორიაზე თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია.

რაც შეეხება ადვილად აალებად ნივთებს, ჭანტურიას განმარტებით, ტერიტორიაზე სპირტის შემცველი ნივთიერებები იმ მიზეზით იყო განთავსებული, რომ სხვადასხვა სამუშაოის დროს სტამბა მას აქტიურად იყენებს. მისივე განცხადებით, სამაშველო სამსახურმა ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დროულად შეძლო, რის გამოც ცეცხლმა საწყობებამდე მიღწევა ვერ მოახერხა.

"დაახლოებით 20:00 საათზე შევნიშნეთ, რომ იყო ხანძარი. ცეცხლი გაუჩნდა საღებავებს. ამ მომენტში თანამშრომლებიც ვიმყოფებოდით ტერიტორიაზე და დავტოვეთ ტერიტორია. საბედნიეროდ, მაშველებმა დროულად მოახერხეს მოსვლა და ხანძრის ჩაქრობა. რომ არ მოხდარიყო ეს, ალბათ ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ ვიცით. ასევე ჩვენთვის უცნობია ზარალის ოდენობა. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, შესაბამისი სამუშაოების შემდეგ იქნება ცნობილი", - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მასრთვის სააგენტოს წარმომადგენლები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიუხედავად ძირითადი კერების ლოკალიზებისა, ტერიტორიაზე კვლავ შეინიშნება დაკვამლიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მულხის საფუძველზე დაიწყო.

შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოებაში ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ითვლება. კომპანია ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის "იფქლი", "ფარმადეპო", "კარფური", "გუდვილი", "პსპ" და "ბარამბო".

ნახეთ: ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - ფოტო და ვიდეოკადრები ადგილიდან

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი