კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 800 კვმ ფართის ტერიტორია დაიწვა. როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
"ტერიტორიაზე განლაგებული ნივთები იყო ადვილად აალებადი, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახერხეს ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა. დაშავებულები არ არიან. სხვა დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.
ხანძარი სტამდა "შარავანდის" ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საერთო ჯამში სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 30 ერთეული ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი .
წაიკითხეთ: რას ამბობენ შპს "შარავანდის" თანამშრომლები საწარმოში გაჩენილ ძლიერ ხანძარზე