პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილებს, მეუღლეს, მე და დედაჩემს მოკვლით დაგვემუქრა..." - კასპის საკრებულოს დეპუტატს თავდასხმაში ადანაშაულებენ
"ჩემს შვილებს, მეუღლეს, მე და დედაჩემს მოკვლით დაგვემუქრა..." - კასპის საკრებულოს დეპუტატს თავდასხმაში ადანაშაულებენ

კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს თა­ნა­სოფ­ლე­ლი ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ხვთი­სო კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კას­პის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რია, ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვილს თავ­დას­ხმა­ში, ფი­ზი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი კას­პის საკ­რე­ბუ­ლო­ში "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც კორ­კო­ტაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ის გა­ნუ­ცხა­და, კონ­ფლიქ­ტი მას­სა და საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს შო­რის გა­სულ წელს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე და­ი­წყო:

"ბე­ჟი­ტაშ­ვილს არ ვიც­ნობ­დი, პირ­ვე­ლად შარ­შან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გა­და­ვიკ­ვე­თეთ. მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" კან­დი­და­ტის პლა­კა­ტებ­ზე სა­კუ­თა­რი პლა­კა­ტე­ბი გა­და­აკ­რეს, რაც ჩა­მოვ­ხი­ეთ და ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი გა­ღი­ზი­ან­და. ამის შემ­დეგ ჩემი მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მო­და, შემ­დგომ მო­ტყუ­ე­ბით მათი პარ­ტი­ის ოფის­ში ამიყ­ვა­ნა, ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი, პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხეს და და­მაბ­რა­ლეს, რომ მე მათ ოფის­ში შე­ვი­ჭე­რი და იქა­უ­რო­ბის დარ­ბე­ვას ვა­პი­რებ­დი", - აღ­ნიშ­ნავს კორ­კო­ტაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვილ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, გა­სულ კვი­რას კი ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი თან­მხლებ პირ­თან ერ­თად მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და და თავს და­ეს­ხა.

რო­გორც კორ­კო­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ინ­ცი­დენტს მისი ხან­დაზ­მუ­ლი დედა, მე­უღ­ლე, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვი შე­ეს­წრნენ.

"პა­რას­კე­ვი დილა იყო, ეზო­ში ვმუ­შა­ობ­დი. შე­ვამ­ჩნიე რომ ჩემი სახ­ლის წინ შავი მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. მან­ქა­ნი­დან ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი და ერთი პირი გად­მო­ვი­და. მი­თხრეს, რომ ჩემ­თან საქ­მე ჰქონ­დათ, თუმ­ცა ვუ­თხა­რი, რომ მე მათ­თან სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი მქონ­და. ამის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მარ­ტყეს, წა­ვი­ქე­ცი და ორი­ვე უმო­წყა­ლოდ მირ­ტყამ­და წიხ­ლებს. რო­დე­საც ეს დე­და­ჩემ­მა და­ი­ნა­ხა, ყვი­რი­ლი და­ი­წყო და მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით ბე­ჟი­ტა­შილს ქვა ეს­რო­ლა, ის კი ამ დროს მან­ქა­ნის­კენ გა­იქ­ცა და ია­რა­ღი ამო­ი­ღო. ჩემს შვი­ლებს, მე­უღ­ლეს, მე და დე­და­ჩემს მოკ­ვლით დაგ­ვე­მუქ­რა. შემ­დგომ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და ჩვენ­სკენ და­იძ­რა, რომ არა მისი თან­ხმლე­ბი პირი, ალ­ბათ მან­ქა­ნას დაგ­ვა­ჯა­ხებ­და. დე­და­ჩემ­მა კი­დევ ეს­რო­ლა ქვა და უკა­ნა მინა გა­უ­ტე­ხა. ხმა­ურ­ზე მო­ვი­და პო­ლი­ცი­აც, ის მი­ი­მა­ლა. რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, ჩა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში და თა­ვად იჩივ­ლა, რომ მე მას თავს და­ვეს­ხი და მის მან­ქა­ნას ქვე­ბი და­ვუ­ში­ნე. არა­და მთელ ეზო­ში ჩემი სის­ხლია, ექ­სპერ­ტი­ზაც აი­ღეს", - აცხა­დებს კორ­კო­ტაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მომ­ხდა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრამ­ვა მი­ი­ღეს მის­მა მე­უღ­ლემ და მცი­რე­წლო­ვან­მა ბავ­შვებ­მა. კორ­კო­ტაშ­ვი­ლი შს სა­მი­ნის­ტროს დე­პუ­ტა­ტის და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს. მისი თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი მო­მა­ვალ­შიც გან­მე­ორ­დეს.

კორ­კო­ტაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს ბრალ­დე­ბით­ვე პა­სუ­ხობს ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი.

"ეს ადა­მი­ა­ნი შე­უ­რა­ცხა­დია და მისი მხრი­დან მსგავს ფაქტს პირ­ვე­ლად არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. შარ­შან პარ­ტი­ის ოფის­ში შე­მოგ­ვი­ვარ­და, იგი­ნე­ბო­და და ოფი­სის დარ­ბე­ვა სცა­და. ამის გამო მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, მტკნა­რი სიც­რუ­ეა ის რა­საც თვი­თონ ამ­ბობს. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ია­რა­ღი­ან ადა­მი­ანს, ვინ­მე ქვით აში­ნებ­დეს?! თვი­თონ და­ი­წყო აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვა, სო­ფელ­ში გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დი, და­მი­წყო გი­ნე­ბა, იმა­ზე, თუ რო­გორ ვუ­თხა­რით მისი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ შარ­შან პო­ლი­ცი­ას... შემ­დეგ ქვე­ბის სრო­ლა და­მი­წყო. მეც მი­ვი­ღე და­ზი­ა­ნე­ბა და ქვა მან­ქა­ნას მოხ­ვდა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მო­გე­რი­ე­ბა. ია­რა­ღით მუ­ქა­რე­ბი თა­ვის პარ­ტი­ა­ში მო­ი­კი­თხოს, ყო­ფი­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი რომ ჰყავთ ლი­დე­რე­ბად. ამ გზით ის და მისი ლი­დე­რი ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლას. კარ­გი იქ­ნე­ბა თქვენც და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც, ჩა­მოხ­ვი­დეთ და იკი­თხოთ, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბაა ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი და რას წარ­მო­ად­გენს ხვთი­სო კორ­კო­ტაშ­ვი­ლი. როცა თვრე­ბა, ყვე­ლა მა­გას უბა­გუ­ნებს...", - აცხა­დებს ვახ­ტანგ ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­ექ­სპერ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის პა­სუ­ხიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც AMBEBI.GE- ის შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

"ჩემს შვილებს, მეუღლეს, მე და დედაჩემს მოკვლით დაგვემუქრა..." - კასპის საკრებულოს დეპუტატს თავდასხმაში ადანაშაულებენ

"ჩემს შვილებს, მეუღლეს, მე და დედაჩემს მოკვლით დაგვემუქრა..." - კასპის საკრებულოს დეპუტატს თავდასხმაში ადანაშაულებენ

კასპის საკრებულოს დეპუტატს თანასოფლელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ხვთისო კორკოტაშვილი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრია, ვახტანგ ბეჟიტაშვილს თავდასხმაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებს. ბეჟიტაშვილი კასპის საკრებულოში "თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენს.

როგორც კორკოტაშვილმა AMBEBI.GE-ის განუცხადა, კონფლიქტი მასსა და საკრებულოს დეპუტატს შორის გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე დაიწყო:

"ბეჟიტაშვილს არ ვიცნობდი, პირველად შარშან საპარლამენტო არჩევნებზე გადავიკვეთეთ. მისმა მხარდამჭერებმა "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი პლაკატები გადააკრეს, რაც ჩამოვხიეთ და ბეჟიტაშვილი გაღიზიანდა. ამის შემდეგ ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა, შემდგომ მოტყუებით მათი პარტიის ოფისში ამიყვანა, ადგილზე რომ მივედი, პოლიციას გამოუძახეს და დამაბრალეს, რომ მე მათ ოფისში შევიჭერი და იქაურობის დარბევას ვაპირებდი", - აღნიშნავს კორკოტაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ შემთხვევის შემდეგ ვახტანგ ბეჟიტაშვილთან შეხება არ ჰქონია, გასულ კვირას კი ბეჟიტაშვილი თანმხლებ პირთან ერთად მის საცხოვრებელ სახლთან მივიდა და თავს დაესხა.

როგორც კორკოტაშვილი აღნიშნავს, ინციდენტს მისი ხანდაზმული დედა, მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე მცირეწლოვანი ნათესავი შეესწრნენ.

"პარასკევი დილა იყო, ეზოში ვმუშაობდი. შევამჩნიე რომ ჩემი სახლის წინ შავი მანქანა გაჩერდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. მანქანიდან ბეჟიტაშვილი და ერთი პირი გადმოვიდა. მითხრეს, რომ ჩემთან საქმე ჰქონდათ, თუმცა ვუთხარი, რომ მე მათთან სალაპარაკო არაფერი მქონდა. ამის შემდეგ მოულოდნელად ჩამარტყეს, წავიქეცი და ორივე უმოწყალოდ მირტყამდა წიხლებს. როდესაც ეს დედაჩემმა დაინახა, ყვირილი დაიწყო და მოგერიების მიზნით ბეჟიტაშილს ქვა ესროლა, ის კი ამ დროს მანქანისკენ გაიქცა და იარაღი ამოიღო. ჩემს შვილებს, მეუღლეს, მე და დედაჩემს მოკვლით დაგვემუქრა. შემდგომ მანქანაში ჩაჯდა და ჩვენსკენ დაიძრა, რომ არა მისი თანხმლები პირი, ალბათ მანქანას დაგვაჯახებდა. დედაჩემმა კიდევ ესროლა ქვა და უკანა მინა გაუტეხა. ხმაურზე მოვიდა პოლიციაც, ის მიიმალა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩამოსულა თბილისში და თავად იჩივლა, რომ მე მას თავს დავესხი და მის მანქანას ქვები დავუშინე. არადა მთელ ეზოში ჩემი სისხლია, ექსპერტიზაც აიღეს", - აცხადებს კორკოტაშვილი.

მისივე განცხადებით, მომხდარიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს მისმა მეუღლემ და მცირეწლოვანმა ბავშვებმა. კორკოტაშვილი შს სამინისტროს დეპუტატის დაპატიმრებას ითხოვს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ფაქტი მომავალშიც განმეორდეს.

კორკოტაშვილის ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

"ეს ადამიანი შეურაცხადია და მისი მხრიდან მსგავს ფაქტს პირველად არ ჰქონია ადგილი. შარშან პარტიის ოფისში შემოგვივარდა, იგინებოდა და ოფისის დარბევა სცადა. ამის გამო მან სამართალდამცავების მხრიდან გაფრთხილება მიიღო. რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, მტკნარი სიცრუეა ის რასაც თვითონ ამბობს. როგორ წარმოგიდგენიათ იარაღიან ადამიანს, ვინმე ქვით აშინებდეს?! თვითონ დაიწყო აგრესიის გამოხატვა, სოფელში გადავაადგილდებოდი, დამიწყო გინება, იმაზე, თუ როგორ ვუთხარით მისი ქმედების შესახებ შარშან პოლიციას... შემდეგ ქვების სროლა დამიწყო. მეც მივიღე დაზიანება და ქვა მანქანას მოხვდა. ამიტომ გადავწყვიტე მოგერიება. იარაღით მუქარები თავის პარტიაში მოიკითხოს, ყოფილი მხედრიონელები რომ ჰყავთ ლიდერებად. ამ გზით ის და მისი ლიდერი ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. კარგი იქნება თქვენც და სხვა ადამიანებიც, ჩამოხვიდეთ და იკითხოთ, როგორი პიროვნებაა ვახტანგ ბეჟიტაშვილი და რას წარმოადგენს ხვთისო კორკოტაშვილი. როცა თვრება, ყველა მაგას უბაგუნებს...", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა შესაბამისი საექსპერტო სამუშაოები, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როგორც AMBEBI.GE- ის შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა