პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" - პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება
"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" -  პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს კუ­თხეს - თუ­შეთს, ზა­ფხულ­ში უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი სტუმ­რობს და იქა­უ­რი ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით ტკბე­ბა. თუ­შე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბი­თა და სა­უ­ცხო­ოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი ფიჭვნა­რი ტყე­ე­ბით, დი­დე­ბუ­ლი მწვერ­ვა­ლე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბით. იქ გან­ლა­გე­ბუ­ლია ძვე­ლი სოფ­ლე­ბი და ნა­სოფ­ლა­რე­ბი, რო­მელ­თა დიდ ნა­წილ­ში კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი გვი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ციხე-კოშ­კე­ბი. მრა­ვალ­მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო კუ­თხეა. სე­ზო­ნი მა­ის­ში იწყე­ბა და ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა, შემ­დეგ კი დიდ­თოვ­ლო­ბის გამო იქა­უ­რო­ბა იკე­ტე­ბა და მხო­ლოდ ვერ­ტმფრე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ მოხ­ვედ­რა, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­შია იქ ხალ­ხმრავ­ლო­ბა.

ამ ლა­მაზ კუ­თხე­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და შო­რე­ნა აქი­მი­ძე. ამ­ბობს, რომ თუ­შე­თი­დან წას­ვლა­ზე არა­სო­დეს უფიქ­რია. ახალ­გაზ­რდა ქალი წლე­ბია, პო­ლი­ცი­ის რი­გებ­შია და თა­ვის საქ­მეს მშვე­ნივ­რად არ­თმევს თავს.

- ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში ვმუ­შა­ობ. თუ­შე­თი ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­აა და ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბამ­დე ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს ჯგუ­ფი იქ იმ­ყო­ფე­ბა. წელს გზის პრობ­ლე­მა იყო და ერთი თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­იხ­სნა თუ­შე­თის გზა. ახლა ბევ­რი ტუ­რის­ტი გვყავს, რომ­ლე­ბიც ტკბე­ბი­ან ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზით, ემო­ცი­ებს ვერ მა­ლა­ვენ და სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით მი­დი­ან აქე­დან.

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს სოფ­ლე­ბი და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს, იქა­უ­რე­ბი სოფ­ლებ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით ადი­ან?

- ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად აგ­ვის­ტო­ში ამო­დის, როცა თუ­შუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი იმარ­თე­ბა. ამ დღე­ო­ბებს ყვე­ლა ეს­წრე­ბა. ისე, აქ სას­ტუმ­რო­ე­ბი უკვე მრავ­ლად არის და მთე­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს. ტუ­რის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გი­დის გა­რე­შე და­დის, იკარ­გე­ბი­ან და უკან ვე­ღარ გა­მო­დი­ან. არის მერე რეკ­ვე­ბი 112-ში, გვიშ­ვე­ლე­თო, ჩვენც ვეხ­მა­რე­ბით. კი­დევ კარ­გი, რომ არ­სე­ბობს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ, რა ად­გი­ლას არის და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი და გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

- მთა­ში მო­ბი­ლუ­რი ყველ­გან იჭერს? და­კარ­გუ­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხე­ბენ და­კავ­ში­რე­ბას?

- თუ­შეთ­ში არის ხე­ო­ბე­ბი, სა­დაც არ არის სა­ტე­ლე­ფო­ნო წვდო­მა, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს ისე აქვს მო­ნიშ­ნუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო წვდო­მა იყოს, ეს ბი­ლი­კე­ბი იძ­ლე­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბას, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ გზა ებ­ნე­ვათ. უცხო­ე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად რუ­კე­ბით და­დი­ან, თან ხში­რად მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბენ, გზის გაკ­ვალ­ვა უჭირთ და უცებ სხვა­გან აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე.

- იქ­ნებ, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნოთ...

- 112-დან ღა­მის 10 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მა­მა­კა­ცი ტყე­ში იყო და­კარ­გუ­ლი და შვე­ლას ითხოვ­და. გზა ისე იყო დაშ­ლი­ლი და ავა­რი­უ­ლი, მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­რის­კო იყო, სა­შინ­ლად წვიმ­და. ეს ადა­მი­ა­ნი ომა­ლო­დან მე-13 კი­ლო­მეტრზე იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი და ვერ გა­მო­დი­ო­და. ეტყო­ბა შე­ე­შინ­და, მგელ­მა არ შემ­ჭა­მო­სო, ხეზე ავი­და და იქი­დან ითხოვ­და შვე­ლას. სიბ­ნე­ლე­ში მოგ­ვიხ­და მისი ძებ­ნა. კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის­გან და­მე­წყრი­ლი იყო გზე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბულ გზა­ზე ძლივს გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით მან­ქა­ნით. ბევ­რი ვიწ­ვა­ლეთ და ბო­ლოს ვი­პო­ვეთ. თურ­მე სა­მან­ქა­ნო გზის პი­რას ხეზე იჯდა და მან­ქა­ნის შუქი რომ და­ი­ნა­ხა, ჩა­მო­ვი­და. ნა­ქე­ი­ფა­რი, მთვრა­ლი იყო. თურ­მე სა­სე­ირ­ნოდ წა­ვი­და მარ­ტო, შე­მო­ა­ღამ­და, უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­და, შე­ე­შინ­და მგე­ლის და აძ­ვრა ხეზე. გვი­ხა­რო­და, რომ ვი­პო­ვეთ, თვი­თო­ნაც ძალ­ზე გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი იყო. შემ­თხვე­ვა­ზე გას­ვლი­სას, სა­კუ­თარ თავ­ზე არ ფიქ­რობ, მაგ­რამ როცა ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და მო­დი­ხარ, მერე გახ­სენ­დე­ბა შენი ოჯა­ხი და რის­კის წი­ნა­შე რომ იდე­ქი.

- პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, მე და დედა თუ­შეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. 57 ლარი იყო ჩემი ხელ­ფა­სი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში, ამი­ტომ გვი­ჭირ­და. ჩა­ვა­ბა­რე პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში, გა­დავ­ლა­ხე ბა­რი­ე­რი და გა­ვი­ა­რე კურ­სე­ბი. პატ­რუ­ლი მა­შინ ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და ასეა დღე­საც. 2005 წელს გავ­ხდი პო­ლი­ცი­ე­ლი.

- პირ­ვე­ლი საქ­მე და პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა დამ­ნა­შა­ვეს­თან რო­გორ გახ­სოვთ?

- არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ მარ­ტო კრი­მი­ნალ­თან, ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი გვყავს და შეMთხვე­ვა­ზე ყო­ველ­თვის მე­წყვი­ლეს­თან და ჯგუფ­თან ერ­თად გავ­დი­ვარ. ქალ პო­ლი­ცი­ე­ლებს უფრო კარ­გად გვხვდე­ბი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბიც და არა­სო­დეს მქო­ნია პრობ­ლე­მა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" - პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება

"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" -  პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება

საქართველოს ულამაზეს კუთხეს - თუშეთს, ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს და იქაური ბუნების სილამაზით ტკბება. თუშეთი გამორჩეულია ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, დიდებული მწვერვალებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით. იქ განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები. მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. სეზონი მაისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, შემდეგ კი დიდთოვლობის გამო იქაურობა იკეტება და მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი იქ მოხვედრა, ამიტომ განსაკუთრებით ზაფხულშია იქ ხალხმრავლობა.

ამ ლამაზ კუთხეში დაიბადა და გაიზარდა შორენა აქიმიძე. ამბობს, რომ თუშეთიდან წასვლაზე არასოდეს უფიქრია. ახალგაზრდა ქალი წლებია, პოლიციის რიგებშია და თავის საქმეს მშვენივრად ართმევს თავს.

- ახმეტის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობ. თუშეთი ახმეტის რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა და ტურისტული სეზონის დაწყებიდან დამთავრებამდე ახმეტის რაიონის პოლიციის სამმართველოს ჯგუფი იქ იმყოფება. წელს გზის პრობლემა იყო და ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა თუშეთის გზა. ახლა ბევრი ტურისტი გვყავს, რომლებიც ტკბებიან ბუნების სილამაზით, ემოციებს ვერ მალავენ და საოცარი შთაბეჭდილებებით მიდიან აქედან.

- ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს სოფლები დატოვებული აქვს, იქაურები სოფლებში ზაფხულობით ადიან?

- ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად აგვისტოში ამოდის, როცა თუშური ტრადიციული დღესასწაულები იმართება. ამ დღეობებს ყველა ესწრება. ისე, აქ სასტუმროები უკვე მრავლად არის და მთელი დატვირთვით მუშაობს. ტურისტების უმრავლესობა გიდის გარეშე დადის, იკარგებიან და უკან ვეღარ გამოდიან. არის მერე რეკვები 112-ში, გვიშველეთო, ჩვენც ვეხმარებით. კიდევ კარგი, რომ არსებობს ტელეფონები, რომლის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, რა ადგილას არის დაკარგული ადამიანი და გამოვიყვანოთ.

- მთაში მობილური ყველგან იჭერს? დაკარგულები უპრობლემოდ ახერხებენ დაკავშირებას?

- თუშეთში არის ხეობები, სადაც არ არის სატელეფონო წვდომა, დაცულ ტერიტორიებს ისე აქვს მონიშნული ბილიკები, რომ სატელეფონო წვდომა იყოს, ეს ბილიკები იძლევა მიმართულებას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გზა ებნევათ. უცხოელები ძირითადად რუკებით დადიან, თან ხშირად მარტო მოგზაურობენ, გზის გაკვალვა უჭირთ და უცებ სხვაგან აღმოჩნდებიან ხოლმე.

- იქნებ, საინტერესო ამბები გაიხსენოთ...

- 112-დან ღამის 10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მამაკაცი ტყეში იყო დაკარგული და შველას ითხოვდა. გზა ისე იყო დაშლილი და ავარიული, მანქანით გადაადგილება სარისკო იყო, საშინლად წვიმდა. ეს ადამიანი ომალოდან მე-13 კილომეტრზე იყო ჩარჩენილი და ვერ გამოდიოდა. ეტყობა შეეშინდა, მგელმა არ შემჭამოსო, ხეზე ავიდა და იქიდან ითხოვდა შველას. სიბნელეში მოგვიხდა მისი ძებნა. კოკისპირული წვიმისგან დამეწყრილი იყო გზები და დაზიანებულ გზაზე ძლივს გადავაადგილდებოდით მანქანით. ბევრი ვიწვალეთ და ბოლოს ვიპოვეთ. თურმე სამანქანო გზის პირას ხეზე იჯდა და მანქანის შუქი რომ დაინახა, ჩამოვიდა. ნაქეიფარი, მთვრალი იყო. თურმე სასეირნოდ წავიდა მარტო, შემოაღამდა, უკან ვეღარ დაბრუნდა, შეეშინდა მგელის და აძვრა ხეზე. გვიხაროდა, რომ ვიპოვეთ, თვითონაც ძალზე გახარებული და ბედნიერი იყო. შემთხვევაზე გასვლისას, საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება და მოდიხარ, მერე გახსენდება შენი ოჯახი და რისკის წინაშე რომ იდექი.

- პოლიციელობა რატომ გადაწყვიტეთ?

- სამედიცინო კოლეჯი მაქვს დამთავრებული და ამბულატორიაში ვმუშაობდი. მამა გარდამეცვალა, მე და დედა თუშეთში ვცხოვრობდით. 57 ლარი იყო ჩემი ხელფასი ამბულატორიაში, ამიტომ გვიჭირდა.  ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში, გადავლახე ბარიერი და გავიარე კურსები. პატრული მაშინ ძალზე პოპულარული იყო და ასეა დღესაც. 2005 წელს გავხდი პოლიციელი.

- პირველი საქმე და პირველი შეხება დამნაშავესთან როგორ გახსოვთ?

- არასოდეს ვყოფილვარ მარტო კრიმინალთან, ძალიან შეკრული კოლექტივი გვყავს და შეMთხვევაზე ყოველთვის მეწყვილესთან და ჯგუფთან ერთად გავდივარ. ქალ პოლიციელებს უფრო კარგად გვხვდებიან დამნაშავეებიც და არასოდეს მქონია პრობლემა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი