Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე
ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ და პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მათ შე­საძ­ლოა ბაქ­ტე­რია მოკ­ლან ან მისი ზრდა შე­ა­ჩე­რონ. რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რია ვირუ­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და შე­იძ­ლე­ბა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტიც კი ჰქონ­დეთ.

AMBEBI.GE ამ თე­მა­ზე ჟურ­ნალ "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი­სა" და mkurnali.ge-ს მთა­ვარ რე­დაქ­ტორ, ექიმ-თე­რა­პევტ თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ექი­მე­ბი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნა­ვენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს. მათ­თვის სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით გა­საგ­რძე­ლებ­ლად, სა­ჭი­როა პა­ცი­ენტს ჰქონ­დეს თუნ­დაც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა... რა­ტომ?

- უნდა და­ვი­მახ­სოვ­როთ ერთი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა: ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი არ მოქ­მე­დე­ბენ ვირუ­სებ­ზე, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს არის ეფექ­ტი­ა­ნი. ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, რა ციფ­რებ­საც უნდა აღ­წევ­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბა შე­დეგს არ მოგ­ვცემს.

ასე რომ, არც მა­ღა­ლი სი­ცხეა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­ნიშ­ვნის ჩვე­ნე­ბა, თუკი ეს სი­ცხე ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი

ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა კი პა­ცი­ენტს თვით­ნე­ბუ­რად გა­უ­ჭირ­დე­ბა, მხო­ლოდ ექი­მი გან­სა­ზღვრავს მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებს, ამი­ტომ რო­დე­საც შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა გა­ხან­გრძლივ­დე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ღა­ლი ციფ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, დრო­უ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს.

- რა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ან­ტი­ბი­ო­ტიკ­მა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე?

- რო­გორც ყვე­ლა პრე­პა­რატს, ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­საც აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. მათ შე­სა­ხებ წამ­ლის ანო­ტა­ცი­ა­შიც შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხოთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა, რაც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არას­წორ, არა­და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ ხშირ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ის არის, რომ ორ­გა­ნიზ­მში გან­ვი­თარ­დე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი მდგრა­დი ანუ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ია­რა­ღი აღარ გაგ­ვაჩ­ნია და ასე­თი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფლო­რით გა­მოწ­ვე­ულ­მა ინ­ფექ­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ამი­სა, თუ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სას ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არ არის შერ­ჩე­უ­ლი სწო­რად, ის უბ­რა­ლოდ, არ მოქ­მე­დებს ინ­ფექ­ცი­ა­ზე და პი­რი­ქით, ორ­გა­ნიზ­მის სა­სარ­გებ­ლო ფლო­რის (ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც ცხო­ველ­ქმე­დე­ბას უზ­რუნ­ვე­ყოფს) გა­ნად­გუ­რე­ბის გამო, ააქ­ტი­უ­რებს კი­დე­ვაც პა­თო­გე­ნურ ანუ და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ ბაქ­ტე­რი­ებს. ამა­სო­ბა­ში კი ინ­ფექ­ცია რთულ­დე­ბა და მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ.

ალ­ბათ, მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რა­ტომ აქ­ტი­ურ­დე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცია ორ­გა­ნიზ­მში. ამა­საც იგი­ვე მე­ქა­ნიზ­მი - სა­სარ­გებ­ლო ფლო­რის გა­ნად­გუ­რე­ბა და შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის და­სუს­ტე­ბა უდევს სა­ფუძ­ვლად, რის გა­მოც აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან სო­კო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად უვ­ნებ­ლად არ­სე­ბობ­დნენ კან­სა თუ ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე.

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კის და­დე­ბით გავ­ლე­ნა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ...

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კი კა­ცობ­რი­ო­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია. მათი შექ­მნი­თა და ახა­ლი თა­ო­ბის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­გო­ნე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე არა­ერ­თი ინ­ფექ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა. პრობ­ლე­მებს მხო­ლოდ მათი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ქმნის, თო­რემ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დღეს ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა.

უკვე ვთქვით, რომ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს არ უნდა მი­ვი­ღოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, მაგ­რამ აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა, რო­მელ­შიც ხში­რად ვარ­დე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი და ექი­მე­ბიც

რო­დე­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა (სა­უ­ბა­რია 39-40 გრა­დუს­ზე) 3 დღე­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა თა­ვი­სი დატ­ვირ­თვის ზღვარ­ზე მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმუ­ნი­ტე­ტის გა­და­ძაბ­ვის ფონ­ზე ორ­გა­ნიზ­მში და­მა­ლუ­ლი ნა­ხევ­რად პა­თო­გე­ნუ­რი ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დეს, რომ­ლე­ბიც ხში­რად სე­რი­ო­ზულ ბაქ­ტე­რი­ულ გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს.

ეს მო­მენ­ტი თუ გა­მოგ­ვე­პა­რა, ზოგ­ჯერ ინ­ფექ­ცია იმ­დე­ნად რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მის მკურ­ნა­ლო­ბას ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მა­ღა­ლი დო­ზე­ბი სჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ამი­ტომ, აი, ეს არ უნდა გა­მოგ­ვე­პა­როს - მო­მენ­ტი მე­ო­რე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დრო­უ­ლად უნდა დავ­ნიშ­ნოთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, თო­რემ მერე კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წევს პნევ­მო­ნი­ე­ბის, ოტი­ტე­ბის, ჰა­ი­მო­რი­ტე­ბის და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა.

- ექი­მე­ბის­გან მსმე­ნია, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი სწო­რად რომ შე­ირ­ჩეს, სა­ჭი­როა, სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა. რა კვლე­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი?

- დიახ, ეს არის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის შერ­ჩე­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­უ­ბა­რია ან­თე­ბის კე­რი­დან აღე­ბუ­ლი სეკ­რე­ტე­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე. სეკ­რე­ტის ნი­მუშს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და­თე­სა­ვენ სპე­ცი­ა­ლურ ნი­ა­დაგ­ზე და ბაქ­ტე­რი­ა­თა კულ­ტი­ვი­რე­ბას, ანუ გამ­რავ­ლე­ბას ახ­დე­ნენ.

ამ­გვა­რად ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ანუ იმის დად­გე­ნა, თუ კერ­ძოდ რო­მელ­მა ბაქ­ტე­რი­ამ გა­მო­იწ­ვია ინ­ფექ­ცია. ამა­ვე დროს ამ გამ­რავ­ლე­ბულ ბაქ­ტე­რი­ებ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ზე­მოქ­მე­დე­ბენ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით და ამ­გვა­რად ად­გე­ნენ, რო­მე­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, შერ­ჩე­უ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი მკურ­ნა­ლო­ბი­სას ძა­ლი­ან სწრაფ შე­დეგს იძ­ლე­ვა.

- თუმ­ცა, კვლე­ვის გა­რე­შეც ხში­რად და­უ­ნიშ­ნავთ ამ ტი­პის პრე­პა­რა­ტე­ბი...

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, მწვა­ვე შემ­თხვე­ვებ­ში ხში­რად ექიმს ამის დრო არ აქვს, რომ ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის პა­სუხს და­ე­ლო­დოს. ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს პა­სუ­ხი 24-48 სა­ა­თის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა იყოს. მა­ნამ­დე კი ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს, ამი­ტომ და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ჩა­რე­ვაა სა­ჭი­რო. ასეთ დროს ექი­მი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­რა­უ­დით არ­ჩევს რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტიკს ან მათ კომ­ბი­ნა­ცი­ას. თუ მკურ­ნა­ლო­ბა შე­დეგს არ იძ­ლე­ვა, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი სხვა პრე­პა­რა­ტით. თუ გვინ­და, რომ სწო­რად და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვიმ­კურ­ნა­ლოთ, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გია პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა ჩა­ტარ­დეს.

სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­სარ­ჩე­ვად ამ კვლე­ვას ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ, ქვემ­წვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის დროს მი­მარ­თა­ვენ.

ბო­ლოს მინ­და, მკი­თხველს ვუ­თხრა, რომ თუ სწო­რად გა­ვი­აზ­რებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და მო­სა­ლოდ­ნელ გარ­თუ­ლე­ბებს, ისი­ნი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, თუ არა და - მტრე­ბად მოგ­ვე­კი­დე­ბი­ან. ამი­ტომ ვი­მე­გობ­როთ - ასე აჯო­ბებს!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუკა
0

რამდენი დგეა ორგანიზმსწი ანტიბიოტიკი 

უცნობი
1

რით დავადგინო ბაქტერიულია თუ ვირუსული როცა რეგიონებში არ არის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა

ავტორი:

ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე

ყველაფერი ანტიბიოტიკის შესახებ - როდისაა მისი მიღება აუცილებელი და რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე

ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული პრეპარატებია, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. მათ შესაძლოა ბაქტერია მოკლან ან მისი ზრდა შეაჩერონ. როგორც მედიკოსები ამბობენ, ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსების საწინააღმდეგოდ და შეიძლება დამაზიანებელი ეფექტიც კი ჰქონდეთ.

AMBEBI.GE ამ თემაზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალისა" და mkurnali.ge-ს მთავარ რედაქტორ, ექიმ-თერაპევტ თამარ მამაცაშვილს ესაუბრა.

- ექიმები ანთებითი პროცესების შემთხვევაში, ყოველთვის არ ნიშნავენ ანტიბიოტიკებს. მათთვის სიტუაციის შესაფასებლად და მკურნალობის კურსის ანტიბიოტიკებით გასაგრძელებლად, საჭიროა პაციენტს ჰქონდეს თუნდაც მაღალი ტემპერატურა... რატომ?

- უნდა დავიმახსოვროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე, მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის ეფექტიანი. ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას, რა ციფრებსაც უნდა აღწევდეს ტემპერატურა, ანტიბიოტიკის მიღება შედეგს არ მოგვცემს.

ასე რომ, არც მაღალი სიცხეა ანტიბიოტიკის დანიშვნის ჩვენება, თუკი ეს სიცხე ბაქტერიული გართულებით არ არის გამოწვეული

ბაქტერიული გართულების დიაგნოსტირება კი პაციენტს თვითნებურად გაუჭირდება, მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს მოსალოდნელ რისკებს, ამიტომ როდესაც შეუძლოდ ყოფნა გახანგრძლივდება და ტემპერატურის მაღალი ციფრები რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს.

- რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანტიბიოტიკმა ადამიანის ორგანიზმზე?

- როგორც ყველა პრეპარატს, ანტიბიოტიკებსაც აქვს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები. მათ შესახებ წამლის ანოტაციაშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ ყველაზე საშიში გართულება, რაც ანტიბიოტიკების არასწორ, არადანიშნულებისამებრ ხშირ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს, ის არის, რომ ორგანიზმში განვითარდება ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ანუ რეზისტენტული ბაქტერიები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი აღარ გაგვაჩნია და ასეთი რეზისტენტული ფლორით გამოწვეულმა ინფექციებმა შეიძლება ადამიანის დაღუპვაც კი გამოიწვიოს.

გარდა ამისა, თუ ბაქტერიული ინფექციისას ანტიბიოტიკი არ არის შერჩეული სწორად, ის უბრალოდ, არ მოქმედებს ინფექციაზე და პირიქით, ორგანიზმის სასარგებლო ფლორის (ორგანიზმში არსებული ბაქტერიათა ერთობლიობაა, რომელიც ცხოველქმედებას უზრუნვეყოფს) განადგურების გამო, ააქტიურებს კიდევაც პათოგენურ ანუ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ამასობაში კი ინფექცია რთულდება და მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ.

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რატომ აქტიურდება ბაქტერიების არასწორი გამოყენებისას სოკოვანი ინფექცია ორგანიზმში. ამასაც იგივე მექანიზმი - სასარგებლო ფლორის განადგურება და შედეგად ორგანიზმის დასუსტება უდევს საფუძვლად, რის გამოც აქტიურდებიან სოკოები, რომლებიც მანამდე სრულიად უვნებლად არსებობდნენ კანსა თუ ლორწოვან გარსებზე.

- ანტიბიოტიკის დადებით გავლენაზეც ვილაპარაკოთ...

- ანტიბიოტიკი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მათი შექმნითა და ახალი თაობის პრეპარატების გამოგონებით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, ასევე არაერთი ინფექციის დამარცხება. პრობლემებს მხოლოდ მათი არასწორი გამოყენება ქმნის, თორემ ანტიბიოტიკების გარეშე წარმოუდგენელია დღეს ჩვენი არსებობა.

უკვე ვთქვით, რომ ვირუსული დაავადებების დროს არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო მეორე უკიდურესობა, რომელშიც ხშირად ვარდებიან პაციენტები და ექიმებიც

როდესაც მაღალი ტემპერატურა (საუბარია 39-40 გრადუსზე) 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა თავისი დატვირთვის ზღვარზე მუშაობს და ძალიან ადვილი შესაძლებელია, იმუნიტეტის გადაძაბვის ფონზე ორგანიზმში დამალული ნახევრად პათოგენური ბაქტერიები გააქტიურდეს, რომლებიც ხშირად სერიოზულ ბაქტერიულ გართულებებს იწვევს.

ეს მომენტი თუ გამოგვეპარა, ზოგჯერ ინფექცია იმდენად რთულად მიმდინარეობს, მის მკურნალობას ძალიან დიდი ძალისხმევა და ანტიბიოტიკების მაღალი დოზები სჭირდება ხოლმე. ამიტომ, აი, ეს არ უნდა გამოგვეპაროს - მომენტი მეორეული ბაქტერიული გართულების შესაძლო განვითარებისა და დროულად უნდა დავნიშნოთ ანტიბიოტიკი, თორემ მერე კვირების განმავლობაში მოგვიწევს პნევმონიების, ოტიტების, ჰაიმორიტების და სხვა დაავადებების მკურნალობა.

- ექიმებისგან მსმენია, ანტიბიოტიკი სწორად რომ შეირჩეს, საჭიროა, სპეციალური კვლევა. რა კვლევაზეა საუბარი?

- დიახ, ეს არის ანტიბიოტიკის შერჩევის ყველაზე კარგი საშუალება. საუბარია ანთების კერიდან აღებული სეკრეტების ბაქტერიოლოგიურ კვლევაზე. სეკრეტის ნიმუშს ლაბორატორიაში დათესავენ სპეციალურ ნიადაგზე და ბაქტერიათა კულტივირებას, ანუ გამრავლებას ახდენენ.

ამგვარად ხდება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიცირება ანუ იმის დადგენა, თუ კერძოდ რომელმა ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია. ამავე დროს ამ გამრავლებულ ბაქტერიებზე ლაბორატორიაში ზემოქმედებენ სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით და ამგვარად ადგენენ, რომელი ანტიბიოტიკია ყველაზე ეფექტიანი კონკრეტულ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, შერჩეული ანტიბიოტიკი მკურნალობისას ძალიან სწრაფ შედეგს იძლევა.

- თუმცა, კვლევის გარეშეც ხშირად დაუნიშნავთ ამ ტიპის პრეპარატები...

- მართალი ბრძანდებით, მწვავე შემთხვევებში ხშირად ექიმს ამის დრო არ აქვს, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხს დაელოდოს. ჩვეულებრივ, ეს პასუხი 24-48 საათის შემდეგ შეიძლება იყოს. მანამდე კი ინფექცია შეიძლება გართულდეს, ამიტომ დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო. ასეთ დროს ექიმი კლინიკური ნიშნების შესაბამისად, ვარაუდით არჩევს რომელიმე ჯგუფის ანტიბიოტიკს ან მათ კომბინაციას. თუ მკურნალობა შედეგს არ იძლევა, შეიძლება შეიცვალოს ანტიბიოტიკი სხვა პრეპარატით. თუ გვინდა, რომ სწორად და მიზანმიმართულად ვიმკურნალოთ, ბაქტერიოლოგია პარალელურად უნდა ჩატარდეს.

სწორი მკურნალობის შესარჩევად ამ კვლევას ჩვენთან ძირითადად გახანგრძლივებულ, ქვემწვავე ან ქრონიკული შემთხვევების დროს მიმართავენ.

ბოლოს მინდა, მკითხველს ვუთხრა, რომ თუ სწორად გავიაზრებთ ანტიბიოტიკების შესაძლებლობებს და მოსალოდნელ გართულებებს, ისინი ჩვენი მეგობრები გახდებიან, თუ არა და - მტრებად მოგვეკიდებიან. ამიტომ ვიმეგობროთ - ასე აჯობებს!