პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან
სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან

რამ­დე­ნი­მე სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის გა­მოვ­ლის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ერ­თად მსა­ხუ­რობ­დნენ და გან­გე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ. ლე­ვან ჯან­გი­რაშ­ვილ­მა და თა­მაზ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა, სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან, ანრი მაღ­ლა­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად, გა­და­წყვი­ტეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მკი­თხვე­ლის­თვის მო­ე­ყო­ლათ და ჩა­ნა­წე­რე­ბი წიგ­ნად ექ­ცი­ათ... მათ კო­სო­ვოს, ერა­ყი­სა და ავ­ღა­ნე­თის სამ­ში­ვოდ­ბო მი­სი­ე­ბი გა­მო­ი­ა­რეს და მო­სა­გო­ნა­რი ძა­ლი­ან ბევ­რი აქვთ. სა­მი­ვე მი­სი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ამ­ბო­ბენ, რომ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ ეროვ­ნე­ბა­სა და რე­ლი­გი­ურ მრწამსს არ ცნობს... ამ­ჯე­რად, ისი­ნი ერა­ყის მი­სი­ას იხ­სე­ნე­ბენ...

ლე­ვან ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, სერ­ჟან­ტი:

- მინ­დო­და ის 180 დღე, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში და ერაყ­ში გა­ვა­ტა­რე, სრუ­ლად აღ­მედ­გი­ნა. ყო­ვე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდეს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა წვრილ­მა­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მსმე­ნია, საბ­რძო­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­მა ნოს­ტალ­გია იცი­სო. მარ­თლაც ასეა, - სწო­რედ სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზე შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვი­ლი სი­ცო­ცხლის გემო იგ­რძნო. ალ­ბათ, ეს იწ­ვევს შემ­დეგ ნოს­ტალ­გი­ას... წიგ­ნი შექ­მნი­ლია იმ მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ით მყოფ ქვე­და­ნა­ყო­ფებს მო­უ­წია და იმ და­ღუ­პუ­ლი ვაჟ­კა­ცის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა, ვინც თავი შეს­წი­რა იდე­ას, თა­ნა­მებ­რძო­ლებს და ქვე­ყა­ნას. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბის გმი­რე­ბი­დან ზოგი დღე­საც მსა­ხუ­რობს და მათ თით­ქმის არა­ვინ იც­ნობს.

თა­მაზ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო:

- ერა­ყი, თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლად მძი­მე და სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა; ალ კუტი, ერა­ყის პრო­ვინ­ცია ვა­სი­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრია. ეს არის, ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლი, ირა­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ბაღ­და­დი­დან 160 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. მდი­ნა­რე ტიგ­რო­სი ქა­ლაქს გვე­ლი­სე­ბუ­რად მი­უყ­ვე­ბა და ერთ-ერთ ნა­წილ­ში U-სე­ბუ­რად ყოფს.

ჩვე­ნი ბაზა "დელ­ტა" ქა­ლა­ქის უშუ­ა­ლო მი­სად­გომ­თან მდე­ბა­რე­ობ­და. ეს იყო სა­ჰა­ე­რო აე­როდ­რო­მი, რო­მე­ლიც ერა­ყის კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, ამე­რი­კულ­მა სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­მა და­ი­კა­ვეს. შემ­დეგ, იქ ამე­რი­კუ­ლი სა­ჯა­რი­სო კონ­ტინ­გენ­ტი გან­ლაგ­და და ბა­ზას "მე­წი­ნა­ვე ბა­ზის" სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. სწო­რედ ეს ბაზა იყო ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის ძი­რი­თა­დი პლაც­დარ­მი პრო­ვინ­ცი­ის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

საფრ­თხე მხო­ლოდ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცია და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი არ ყო­ფი­ლა, - ვა­სი­ტის პრო­ვინ­ცი­ა­ში მოქ­მე­დებ­და JAM-ის დაჯ­გუ­ფე­ბის ქსე­ლი, რო­მელ­საც მუქ­თა­და ალ სად­რი მე­თა­უ­რობ­და. მას­ზე და მის ჯგუფ­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვი­ღეთ. JAM, ანუ Jaish Al Mahdi, ძლი­ერ ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და. 2004 წლი­დან, მისი ჯგუ­ფი, ბაღ­და­დის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან სადრ "სი­ტი­ში" (ასე ეძახ­დნენ იმ ად­გილს) კო­ა­ლი­ცი­ურ ძა­ლებს ძლი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და. იგი­ვე ხდე­ბო­და ნა­ჯაფ­ში, ბას­რა­ში, კუ­ფა­სა და ალ კუ­ტში. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუქ­თა­დას ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა მთლი­ა­ნად და­ი­კა­ვეს ნა­ჯა­ფი, ბას­რის ნა­წი­ლი და ასე­ვე ალ კუტი, სა­დაც უკ­რა­ი­ნელ­თა ქვე­და­ნა­ყო­ფი იდგა.

გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ბაღ­დად­ში... 2005 წლის­თვის, ამე­რი­კე­ლებ­მა და­კარ­გულ რა­ი­ო­ნებ­ზე კონ­ტრო­ლი აღად­გი­ნეს. სად­რი "სი­ტი­ში", ალ კუ­ტის­თვის ბრძო­ლას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლი შე­ე­წი­რა. კონ­ტრო­ლი აღ­დგა, ნა­ჯაფ­სა და სადრ სი­ტი­ზე, თუმ­ცა, ამ რა­ი­ო­ნებ­ში, დაჯ­გუ­ფე­ბის გავ­ლე­ნა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. მუქ­თა­და ალ სად­რი აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობ­და ახალ­გაზ­რდე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბას და მათ კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბას.

ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ახ­დენ­და არ­მი­ი­სა და პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მოს­ყიდ­ვას. 2007 წლის­თვის კო­ა­ლი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა, გა­და­წყვი­ტეს, მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. ჩემ­თვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბი იყო, მაგ­რამ ჩვე­ნი ალ კუ­ტში ჩას­ვლი­სას, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა მოქ­მე­დებ­და. მთე­ლი მი­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ იყო, რო­დე­საც აშ­კა­რად ვიგ­რძე­ნი, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ერთ წუთ­ში, - კონ­ვოი, რომ­ლი­თაც გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით, ნაღ­მზე აფეთ­ქდა და სამი ჯა­რის­კა­ცი დაგ­ვეჭ­რა. მათ შო­რის, ერთი საკ­მა­ოდ მძი­მედ.

აფეთ­ქე­ბულ მან­ქა­ნა­ში არ ვმჯდარ­ვარ, თუმ­ცა, სტრე­სი ძა­ლი­ან დიდი იყო, - ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს იყო ჯა­რის­კა­ცი - სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად, აფეთ­ქე­ბულ მან­ქა­ნას­თან უნდა მიხ­ვი­დე და დაჭ­რილს უნდა და­ეხ­მა­რო. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ დავ­ცქე­რო­დი ნერ­ვუ­ლად აკან­კა­ლე­ბულ ხე­ლებს და ვე­რაფ­რით ვა­ჩე­რებ­დი.

ლე­ვან ჯან­გი­რაშ­ვი­ლი:

- ერაყ­ში, ბაღ­დად­ში "მწვა­ნე ზო­ნის" პე­რი­მეტ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და რამ­დე­ნი­მე სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი გვე­ბა­რა. მწვა­ნე ზონა შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ად­გი­ლად ით­ვლე­ბო­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო აშშ-ს სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის შტა­ბი, გა­ე­როს ოფი­სი (რო­მელ­საც ასე­ვე ჩვენ ვი­ცავ­დით), ერა­ყის პარ­ლა­მენ­ტი­სა და უშიშ­რო­ე­ბის შე­ნო­ბა (ად­გი­ლი, სა­დაც სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი ჩა­მო­ახ­რჩვეს), სას­ტუმ­რო ალ რა­ში­დი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. ქარ­თუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის ერთ-ერთი ცო­ლის სა­სახ­ლე­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. თა­ვად სა­სახ­ლე, ერთ დროს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ნა­გე­ბო­ბა ყო­ფი­ლა - და­კი­დუ­ლი ბა­ღე­ბი­თა და რამ­დე­ნი­მე აუ­ზით.

2003 წელს, ერა­ყის კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, ამ სა­სახ­ლე­ში მდე­ბა­რე ბუნ­კერ­ში სა­და­მის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტი იკ­რი­ბე­ბო­და. ერთ-ერთი ასე­თი შეხ­ვედ­რის დროს სა­სახ­ლე და­ი­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც, ნა­წი­ლობ­რივ გა­ნად­გურ­და. ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ და­ბომბვას შე­ე­წი­რა ჰუ­სე­ი­ნის ერთ-ერთი ვაჟი, უდეი, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის შეხ­ვედ­რას არ ეს­წრე­ბო­და და მას­ზე ნა­დი­რო­ბა საკ­მაო ხანს გაგ­რძელ­და.

ქუ­სეი და უდეი ჰუ­სე­ი­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. მათ მა­ნი­ა­კა­ლურ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ზე წიგ­ნე­ბია გა­მო­ცე­მუ­ლი და არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მია გა­და­ღე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი ადა­მი­ა­ნებს ცო­ცხლად უშ­ვებ­დნენ მჟა­ვა­ში. ოჯა­ხებს ანად­გუ­რებ­დნენ და ოჯა­ხის უფ­როსს ამის ყუ­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ, მერე კი, მა­თაც კლავ­დნენ. სა­კუ­თა­რი სი­ძეც არ და­ინ­დეს... მათ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბი ნა­დი­რობ­დნენ და 2003 წლის 22 ივ­ლისს ორი­ვე ძმა ქა­ლაქ მო­სულ­ში გა­ა­ნად­გუ­რეს, მაგ­რამ და­ღუ­პუ­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბი­დან არ ამო­უყ­ვა­ნი­ათ. თვე­ში ერთხელ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სამ­სა­ხუ­რი მო­დი­ო­და და და­ბომ­ბილ ად­გილს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით ამუ­შა­ვებ­და. საქ­მე ის არის, ჰუ­სე­ი­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­სახ­ლე ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ეტყო­ბა, სარ­დლო­ბამ შტა­ბის მო­წყო­ბა­ზე წი­ნას­წარ იზ­რუ­ნა...

ჩემს ქვე­და­ნა­ყოფს, სწო­რედ იმ დროს მო­უ­წია სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, რო­დე­საც სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი კო­ა­ლი­ცი­ურ ძა­ლებს ახა­ლი შე­პყრო­ბი­ლი ჰყავ­დათ და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­დნენ. მათ ხელ­ში საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა იყო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­დნენ და მწვა­ნე ზო­ნა­ში შე­მოღ­წე­ვას კი არა, გა­მო­სას­ყი­დის მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­საც ახერ­ხებ­დნენ... თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბა­ში, "მკვდა­რი" და უკონ­ტრო­ლო ზო­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბო­და, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ირ­გვლივ მრავ­ლად იყო... ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და სა­ხი­ფა­თო პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, გა­დავ­ლა­ხეთ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან

სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან

რამდენიმე სამშვიდობო მისიის გამოვლის შემდეგ, სამხედროებმა, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ერთად მსახურობდნენ და განგების წყალობით გადარჩნენ. ლევან ჯანგირაშვილმა და თამაზ დემეტრაშვილმა, საერთო მეგობართან, ანრი მაღლაკელიძესთან ერთად, გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი მკითხველისთვის მოეყოლათ და ჩანაწერები წიგნად ექციათ... მათ კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის სამშივოდბო მისიები გამოიარეს და მოსაგონარი ძალიან ბევრი აქვთ. სამივე მისიაზე საუბრისას ამბობენ, რომ არსებობს ადამიანური ურთიერთობები, რომელიც არანაირ ეროვნებასა და რელიგიურ მრწამსს არ ცნობს... ამჯერად,  ისინი ერაყის მისიას იხსენებენ...  

ლევან ჯანგირაშვილი, სერჟანტი:

- მინდოდა ის 180 დღე, რომელიც ავღანეთში და ერაყში გავატარე, სრულად აღმედგინა. ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და შესაბამისად, ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. მსმენია, საბრძოლო სიტუაციებმა ნოსტალგია იცისო. მართლაც ასეა, - სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე შეიძლება ნამდვილი სიცოცხლის გემო იგრძნო. ალბათ, ეს იწვევს შემდეგ ნოსტალგიას... წიგნი შექმნილია იმ მოვლენების ქრონოლოგიათა ერთობლიობით, რომელთა გადატანა სხვადასხვა ქვეყანაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქვედანაყოფებს მოუწია და იმ დაღუპული ვაჟკაცის ხსოვნას ეძღვნება, ვინც თავი შესწირა იდეას, თანამებრძოლებს და ქვეყანას. წიგნში მოთხრობილი ამბების გმირებიდან ზოგი დღესაც მსახურობს და მათ თითქმის არავინ იცნობს.

თამაზ დემეტრაშვილი, ყოფილი სამხედრო:

- ერაყი, თავისი გამორჩეულად მძიმე და საინტერესო ეპიზოდებით დამამახსოვრდა; ალ კუტი, ერაყის პროვინცია ვასიტის რაიონული ცენტრია. ეს არის, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, ირანის საზღვართან ახლოს, ბაღდადიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მდინარე ტიგროსი ქალაქს გველისებურად მიუყვება და ერთ-ერთ ნაწილში U-სებურად ყოფს.

ჩვენი ბაზა "დელტა" ქალაქის უშუალო მისადგომთან მდებარეობდა. ეს იყო საჰაერო აეროდრომი, რომელიც ერაყის კამპანიის დასაწყისში, ამერიკულმა საზღვაო ქვეითებმა დაიკავეს. შემდეგ, იქ ამერიკული საჯარისო კონტინგენტი განლაგდა და ბაზას "მეწინავე ბაზის" სტატუსი მიენიჭა. სწორედ ეს ბაზა იყო ქართული კონტინგენტის ძირითადი პლაცდარმი პროვინციის გასაკონტროლებლად.

საფრთხე მხოლოდ კორუმპირებული პოლიცია და ჩინოვნიკები არ ყოფილა, - ვასიტის პროვინციაში მოქმედებდა JAM-ის დაჯგუფების ქსელი, რომელსაც მუქთადა ალ სადრი მეთაურობდა. მასზე და მის ჯგუფზე ინფორმაცია ჯერ კიდევ საქართველოში მივიღეთ. JAM, ანუ Jaish Al Mahdi, ძლიერ ძალას წარმოადგენდა. 2004 წლიდან, მისი ჯგუფი, ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბან სადრ "სიტიში" (ასე ეძახდნენ იმ ადგილს) კოალიციურ ძალებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა. იგივე ხდებოდა ნაჯაფში, ბასრაში, კუფასა და ალ კუტში. წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მუქთადას ამბოხებულებმა მთლიანად დაიკავეს ნაჯაფი, ბასრის ნაწილი და ასევე ალ კუტი, სადაც უკრაინელთა ქვედანაყოფი იდგა.

გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ბაღდადში... 2005 წლისთვის, ამერიკელებმა დაკარგულ რაიონებზე კონტროლი აღადგინეს. სადრი "სიტიში", ალ კუტისთვის ბრძოლას რამდენიმე ათეული ამბოხებული შეეწირა. კონტროლი აღდგა, ნაჯაფსა და სადრ სიტიზე, თუმცა, ამ რაიონებში, დაჯგუფების გავლენა არ შემცირებულა. მუქთადა ალ სადრი აქტიურად განაგრძობდა ახალგაზრდების რეკრუტირებას და მათ კოალიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენებას.

ასევე აქტიურად ახდენდა არმიისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მოსყიდვას. 2007 წლისთვის კოალიციურმა ძალებმა, გადაწყვიტეს, მასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. ჩემთვის მოლაპარაკებების დეტალები უცნობი იყო, მაგრამ ჩვენი ალ კუტში ჩასვლისას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებდა. მთელი მისიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც აშკარად ვიგრძენი, რა შეიძლება მოხდეს ერთ წუთში, - კონვოი, რომლითაც გადავაადგილდებოდით, ნაღმზე აფეთქდა და სამი ჯარისკაცი დაგვეჭრა. მათ შორის, ერთი საკმაოდ მძიმედ.

აფეთქებულ მანქანაში არ ვმჯდარვარ, თუმცა, სტრესი ძალიან დიდი იყო, - ვიგრძენი, რას ნიშნავს იყო ჯარისკაცი - საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, აფეთქებულ მანქანასთან უნდა მიხვიდე და დაჭრილს უნდა დაეხმარო. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავცქეროდი ნერვულად აკანკალებულ ხელებს და ვერაფრით ვაჩერებდი.

ლევან ჯანგირაშვილი:

- ერაყში, ბაღდადში "მწვანე ზონის" პერიმეტრის უსაფრთხოება და რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტი გვებარა. მწვანე ზონა შედარებით უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო აშშ-ს სამხედრო სარდლობის შტაბი, გაეროს ოფისი (რომელსაც ასევე ჩვენ ვიცავდით), ერაყის პარლამენტისა და უშიშროების შენობა (ადგილი, სადაც სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს), სასტუმრო ალ რაშიდი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. ქართული ბატალიონი სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში იყო განლაგებული. თავად სასახლე, ერთ დროს ძალიან ლამაზი ნაგებობა ყოფილა - დაკიდული ბაღებითა და რამდენიმე აუზით.

2003 წელს, ერაყის კამპანიის დასაწყისში, ამ სასახლეში მდებარე ბუნკერში სადამის გენერალიტეტი იკრიბებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს სასახლე დაიბომბა, რის შედეგადაც, ნაწილობრივ განადგურდა. ვარაუდობდნენ, რომ დაბომბვას შეეწირა ჰუსეინის ერთ-ერთი ვაჟი, უდეი, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის შეხვედრას არ ესწრებოდა და მასზე ნადირობა საკმაო ხანს გაგრძელდა.

ქუსეი და უდეი ჰუსეინები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ მანიაკალურ მიდრეკილებებზე წიგნებია გამოცემული და არაერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ცნობილია, რომ ისინი ადამიანებს ცოცხლად უშვებდნენ მჟავაში. ოჯახებს ანადგურებდნენ და ოჯახის უფროსს ამის ყურებას აიძულებდნენ, მერე კი, მათაც კლავდნენ. საკუთარი სიძეც არ დაინდეს... მათზე სპეციალური დანიშნულების ძალები ნადირობდნენ და 2003 წლის 22 ივლისს ორივე ძმა ქალაქ მოსულში გაანადგურეს, მაგრამ დაღუპულები ნანგრევებიდან არ ამოუყვანიათ. თვეში ერთხელ სადეზინფექციო სამსახური მოდიოდა და დაბომბილ ადგილს სპეციალური ხსნარით ამუშავებდა. საქმე ის არის, ჰუსეინის ერთ-ერთი მთავარი სასახლე ხელუხლებელი დარჩა. ეტყობა, სარდლობამ შტაბის მოწყობაზე წინასწარ იზრუნა...

ჩემს ქვედანაყოფს, სწორედ იმ დროს მოუწია სამშვიდობო ოპერაციის შესრულება, როდესაც სადამ ჰუსეინი კოალიციურ ძალებს ახალი შეპყრობილი ჰყავდათ და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ამბოხებულები ძალიან აქტიურობდნენ. მათ ხელში საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო, ასევე ადგილობრივების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მწვანე ზონაში შემოღწევას კი არა, გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებასაც ახერხებდნენ... თავისუფლად მოქმედებაში, "მკვდარი" და უკონტროლო ზონები ეხმარებოდა, რომლებიც ქალაქის ირგვლივ მრავლად იყო... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სახიფათო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, გადავლახეთ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე