ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში, პაქსაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ხულოს გაგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.