თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზრტანსგაზ - თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2 აგვისტოს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩა №26/34, №34, №38-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება II ნავთლუღის №2, №3, №4, №5, №6 ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილსა და კაიროს ქუჩაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდეთ. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.