პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა
ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა

ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლის­ში დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბო­და ხე­ლო­ბის ცოდ­ნას. სწო­რედ ამ მიზ­ნით მშობ­ლე­ბი რო­მე­ლი­მე ოს­ტატს თა­ვი­ანთ შვი­ლებს მცი­რე ასაკ­ში­ვე აბა­რებ­დნენ, მო­მა­ვალ­ში რომ მათ თა­ვის რჩე­ნა შეს­ძლე­ბო­დათ და რო­გორც ხში­რად ამ­ბობ­დნენ: "კაცი გა­მო­სუ­ლი­ყო". მშობ­ლე­ბის მი­მარ­თვა ოს­ტა­ტე­ბი­სად­მი ასე ჟღერ­და: "ძვა­ლი ჩემი, ხორ­ცი შენი - გა­მი­ზარ­დე შვი­ლი, ოს­ტა­ტო!.." თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვას, რომ შე­გირ­დე­ბი არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, არა­მედ მდი­და­რი ოჯა­ხის შვი­ლე­ბიც ხდე­ბოდ­ნენ. მდი­და­რი მა­მე­ბი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბას იჩენ­დნენ და შვილს ოს­ტატს იმ მიზ­ნით აბა­რებ­დნენ, რომ შეს­წავ­ლი­ლი ხე­ლო­ბა შე­საძ­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს თა­ვის გა­სა­ტა­ნად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

ამ­ქა­რი

ძვე­ლად მო­ნა­თე­სა­ვე ხე­ლო­ბის ოს­ტატ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას "ამ­ქა­რი" ეწო­დე­ბო­და. "ჰამ­ქარ" სპარ­სული სი­ტყვაა და თა­ნა­მო­საქ­მე­ო­ბას ნიშ­ნავს. ეს ტერ­მი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან დამ­კვიდ­რდა და "ამ­ქარ­მა" სი­ტყვე­ბი "ას­ნა­ფი" და "თა­ბუ­ნი" ჩა­ა­ნაც­ვლა. აღ­მო­სავ­ლე­თის მაჰ­მა­დი­ა­ნურ ქა­ლა­ქებ­ში ამ­ქრუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ VIII სა­უ­კუ­ნე­ში არ­სე­ბობ­და. ასე­თი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი IX სა­უ­კუ­ნი­დან ბი­ზან­ტი­ის ქა­ლა­ქებ­შიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. მარ­თა­ლია, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო მწერ­ლო­ბა ამ სა­კი­თხზე არა­ვი­თარ ცნო­ბებს არ გვაწ­ვდის, მაგ­რამ ის­ტო­რი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ქრუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამა­ვე პე­რი­ოდ­ში წარ­მო­იშ­ვა.

ხე­ლოს­ნე­ბის თი­თო­ე­ულ დარ­გს სა­კუ­თა­რი ამ­ქა­რი ჰყავ­და. ამ­ქრებს თბი­ლის­ში ცალ-ცალ­კე ქმნიდ­ნენ: ხუ­რო­ე­ბი, მე­პუ­რე­ე­ბი, ზე­ინ­კე­ბი და ა.შ. ამ სხვა­დას­ხვა დარ­გის ხე­ლოს­ნებს ცალ-ცალ­კე ქუ­ჩე­ბი ეკა­ვათ.

XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი წლე­ბის შე­სა­ხებ კლაპ­რო­ტი წერ­და: "თბი­ლი­სის ბა­ზარ­ზე... სხვა­დას­ხვა დარ­გის ხე­ლოს­ნე­ბია. ერთი ქუჩა მხო­ლოდ მე­ფეხ­საც­მე­ლე­ებს უჭი­რავთ, მე­ო­რე მე­ქუ­დე­ებს, მჭედ­ლებს, ზე­ინ­კლებს, ოქ­რომ­ჭედ­ლებს, ია­რა­ღის მკე­თებ­ლებს. ყვე­ლა­ნი აქ მუ­შა­ო­ბენ ყვე­ლას თვალ­წინ". ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შეს­ვლა გა­ნურ­ჩევ­ლად წო­დე­ბი­სა ყვე­ლას შე­ეძ­ლო. ამ­ქარს ჰყავ­და თა­ვი­სი გამ­გე­ო­ბა, რო­მელ­საც გა­ნა­გებ­და უს­ტა­ბა­ში, ანუ ოს­ტა­ტე­ბის თავი - თავ­მჯდო­მა­რე. უს­ტა­ბა­შებს კენ­ჭისყ­რით ირ­ჩევ­დნენ, თუმ­ცა, მათი "მმარ­თვე­ლო­ბის" ვადა გან­სა­ზღვრუ­ლი არ იყო. უს­ტა­ბა­შე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დიდ­ხანს დარ­ჩე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მის უნარ­სა და ავ­ტო­რი­ტეტ­ზე, რო­მელ­საც ის ამ­ქრებს შო­რის იძენ­და. ზო­გი­ერ­თი უს­ტა­ბა­შად სიკ­ვდი­ლამ­დეც რჩე­ბო­და. მათ ხე­ლო­სან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­დათ. უს­ტა­ბა­შის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ამ­ქარ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, რომ ხე­ლო­სან­თა ცხოვ­რე­ბა­ში წე­სი­ე­რე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო. უს­ტა­ბაშს პა­ტივს სცემ­დნენ და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. ხში­რად უს­ტა­ბა­ში ამ­ქრის წევ­რის ოჯა­ხურ, ცოლ-ქმარს შო­რის გა­მარ­თულ და­ვა­შიც კი ერე­ო­და. მას და-ძმას ან მე­ზობ­ლებს შო­რის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად უხ­მობ­დნენ. თუ რო­მე­ლი­მე მხა­რე გა­ჯი­უტ­დე­ბო­და და უს­ტა­ბა­შის გა­ნა­ჩენს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და, დამ­ნა­შა­ვის და­სას­ჯე­ლად არ­სე­ბობ­და "იოლი", ანუ ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა, რა­შიც უს­ტა­ბა­შის მიერ ამ­ქრის წევ­რის დუქ­ნის გა­მო­კეტ­ვაც იგუ­ლის­ხმე­ბო­და, სა­ნამ დამ­ნა­შა­ვე ჯა­რი­მას არ გა­და­იხ­დი­და. სას­ჯე­ლის მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რი იყო ამ­ქრის დამ­ნა­შა­ვე წევრთან ყო­ველ­გვა­რი კავ­ში­რის გა­წყვე­ტა, ანუ "ბო­ი­კო­ტი", ხოლო მე­სა­მე სას­ჯე­ლი ამ­ქრი­დან გა­რი­ცხვას გუ­ლის­ხმობ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა

ხელოსნის წოდების "ატესტატი" ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა

ძველად საქართველოსა და თბილისში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელობის ცოდნას. სწორედ ამ მიზნით მშობლები რომელიმე ოსტატს თავიანთ შვილებს მცირე ასაკშივე აბარებდნენ, მომავალში რომ მათ თავის რჩენა შესძლებოდათ და როგორც ხშირად ამბობდნენ: "კაცი გამოსულიყო". მშობლების მიმართვა ოსტატებისადმი ასე ჟღერდა: "ძვალი ჩემი, ხორცი შენი - გამიზარდე შვილი, ოსტატო!.." თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეგირდები არა მხოლოდ მატერიალურად გაჭირვებული, არამედ მდიდარი ოჯახის შვილებიც ხდებოდნენ. მდიდარი მამები წინდახედულობას იჩენდნენ და შვილს ოსტატს იმ მიზნით აბარებდნენ, რომ შესწავლილი ხელობა შესაძლო ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად გამოეყენებინათ.

ამქარი

ძველად მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანებას "ამქარი" ეწოდებოდა. "ჰამქარ" სპარ­სული სიტყვაა და თანამოსაქმეობას ნიშნავს. ეს ტერმინი საქართველოში XVIII საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა და "ამქარმა" სიტყვები "ასნაფი" და "თაბუნი" ჩაანაცვლა. აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქალაქებში ამქრული ორგანიზაციები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა. ასეთივე ორგანიზაციები IX საუკუნიდან ბიზანტიის ქალაქებშიც ფუნქციონირებდა. მართალია, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ამ საკითხზე არავითარ ცნობებს არ გვაწვდის, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ამქრული ორგანიზაციები ამავე პერიოდში წარმოიშვა.

ხელოსნების თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამქრებს თბილისში ცალ-ცალკე ქმნიდნენ: ხუროები, მეპურეები, ზეინკები და ა.შ. ამ სხვადასხვა დარგის ხელოსნებს ცალ-ცალკე ქუჩები ეკავათ.

XIX საუკუნის პირველი წლების შესახებ კლაპროტი წერდა: "თბილისის ბაზარზე... სხვადასხვა დარგის ხელოსნებია. ერთი ქუჩა მხოლოდ მეფეხსაცმელეებს უჭირავთ, მეორე მექუდეებს, მჭედლებს, ზეინკლებს, ოქრომჭედლებს, იარაღის მკეთებლებს. ყველანი აქ მუშაობენ ყველას თვალწინ". ამ ორგანიზაციაში შესვლა განურჩევლად წოდებისა ყველას შეეძლო. ამქარს ჰყავდა თავისი გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში, ანუ ოსტატების თავი - თავმჯდომარე. უსტაბაშებს კენჭისყრით ირჩევდნენ, თუმცა, მათი "მმართველობის" ვადა განსაზღვრული არ იყო. უსტაბაშების თანამდებობაზე დიდხანს დარჩენა დამოკიდებული იყო მის უნარსა და ავტორიტეტზე, რომელსაც ის ამქრებს შორის იძენდა. ზოგიერთი უსტაბაშად სიკვდილამდეც რჩებოდა. მათ ხელოსანთა ორგანიზაციებზე დიდი გავლენა ჰქონდათ. უსტაბაშის მოვალეობაში შედიოდა ამქარზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა, რომ ხელოსანთა ცხოვრებაში წესიერება არ დარღვეულიყო. უსტაბაშს პატივს სცემდნენ და მის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდნენ. ხშირად უსტაბაში ამქრის წევრის ოჯახურ, ცოლ-ქმარს შორის გამართულ დავაშიც კი ერეოდა. მას და-ძმას ან მეზობლებს შორის გამწვავებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უხმობდნენ. თუ რომელიმე მხარე გაჯიუტდებოდა და უსტაბაშის განაჩენს არ დაემორჩილებოდა, დამნაშავის დასასჯელად არსებობდა "იოლი", ანუ ფულადი ჯარიმა, რაშიც უსტაბაშის მიერ ამქრის წევრის დუქნის გამოკეტვაც იგულისხმებოდა, სანამ დამნაშავე ჯარიმას არ გადაიხდიდა. სასჯელის მეორე საფეხური იყო ამქრის დამნაშავე წევრთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, ანუ "ბოიკოტი", ხოლო მესამე სასჯელი ამქრიდან გარიცხვას გულისხმობდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი