საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა
 გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა

20 წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის შემ­დეგ, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა და მკი­თხვე­ლის­თვის საყ­ვა­რელ­მა გა­მო­კი­თხვამ გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

დღე­ი­დან, ყო­ველ ორ­შა­ბათს, ვებ-პორ­ტალ kvirispalitra.ge-ის მკი­თხველს შე­ეძ­ლე­ბა მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­კი­თხვა­ში, რო­მე­ლიც სა­იტ­ზე კვი­რა­ში ერთხელ და­ი­დე­ბა.

ნატო მღებ­რიშ­ვი­ლი, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" კვლე­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი:

- 20 წელ­ზე მე­ტია გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" "საპ­რი­ზო გა­მო­კი­თხვა-რე­ი­ტინგს" ატა­რებს. რად­გა­ნაც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­მო­კი­თხვა სა­იტ­ზე გად­მო­სუ­ლი­ყო, სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­ღარ იქ­ნე­ბო­და საპ­რი­ზო, რად­გან ერთ მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ო­და ერ­თი­და­ი­გი­ვე IP-დან სხვა­დას­ხვა ბრა­უ­ზე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ბევ­რჯერ მი­ე­ცა ხმა. პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა დღეს გა­ვუშ­ვით, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, 10 წუ­თის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლიც არ იყო კი­თხვა, რომ უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გას­ცა პა­სუ­ხი... მივ­ხვდი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

- რა სფე­რო­ებს მო­ი­ცავს გა­მო­კი­თხვა?

- ძი­რი­თა­დად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებს, თუმ­ცა იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბაც. ძა­ლი­ან გვინ­და, რომ არ შე­ვე­ხოთ პო­ლი­ტი­კას და პირ­ველ­მა გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ პო­ლი­ტი­კის გარ­და სხვა სფე­რო­ე­ბიც პო­პუ­ლა­რუ­ლია. პირ­ველ თე­მად ავარ­ჩი­ეთ გა­ნათ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს ახლა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ციებ-ცხე­ლე­ბაა, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შე­დე­გებს ელო­დე­ბი­ან და გვაქვს ამ­ბი­ცია, გა­მო­კი­თხვა მუდ­მი­ვად იყოს აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე.

- გა­მო­კი­თხვა რა სიხ­ში­რით და­ი­დე­ბა სა­იტ­ზე?

- გა­მო­კი­თხვა კვი­რა­ში ერთხელ - ორ­შა­ბა­თო­ბით და­ი­დე­ბა და მკი­თხველს მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბა ხმის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვინც ხმას მის­ცემს, იმ წუთ­ში­ვე გა­მოჩ­ნდე­ბა შე­დე­გე­ბი.

ზო­გა­დად, გა­მო­კი­თხვა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მკი­თხველ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­დეს. ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე შე­გიძ­ლია გა­ი­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მე­დია ხარ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­მო­კი­თხვით მკი­თხვე­ლის მა­ჯის­ცე­მას უს­მენ.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არა­ერ­თი მკი­თხვე­ლის­გან მო­მის­მე­ნია, რომ გა­მო­კი­თხვა გა­ზეთ­ში მათი საყ­ვა­რე­ლი გვერ­დი იყო, იმე­დი მაქვს, მათ­თვის და კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ის კვლა­ვაც სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან რუბ­რი­კად დარ­ჩე­ბა ახლა უკვე ინ­ტერ­ნეტ­ში.

მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მო­კი­თხვა­ში: თქვე­ნი აზ­რით, არის თუ არა საკ­მა­რი­სი სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა

 გაზეთიდან ინტერნეტში - "კვირის პალიტრის" პოპულარულმა გამოკითხვამ საიტზე გადაინაცვლა

20 წლიანი არსებობის შემდეგ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და მკითხველისთვის საყვარელმა გამოკითხვამ გაზეთის ფურცლებიდან ინტერნეტში გადაინაცვლა.

დღეიდან, ყოველ ორშაბათს, ვებ-პორტალ kvirispalitra.ge-ის მკითხველს შეეძლება მთელი კვირის განმავლობაში მიიღოს მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელიც საიტზე კვირაში ერთხელ დაიდება.

ნატო მღებრიშვილი, "პალიტრა მედიის" კვლევების მენეჯერი:

- 20 წელზე მეტია გაზეთი "კვირის პალიტრა" "საპრიზო გამოკითხვა-რეიტინგს" ატარებს. რადგანაც გადავწყვიტეთ, რომ გამოკითხვა საიტზე გადმოსულიყო, სპეციფიკიდან გამომდინარე, ვეღარ იქნებოდა საპრიზო, რადგან ერთ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლეოდა ერთიდაიგივე IP-დან სხვადასხვა ბრაუზერის საშუალებით ბევრჯერ მიეცა ხმა. პირველი გამოკითხვა დღეს გავუშვით, გაოცებული ვარ, 10 წუთის გამოქვეყნებულიც არ იყო კითხვა, რომ უკვე საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა გასცა პასუხი... მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- რა სფეროებს მოიცავს გამოკითხვა?

- ძირითადად საზოგადოებრივ-სოციალურ სფეროებს, თუმცა იქნება კულტურა და ხელოვნებაც. ძალიან გვინდა, რომ არ შევეხოთ პოლიტიკას და პირველმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პოლიტიკის გარდა სხვა სფეროებიც პოპულარულია. პირველ თემად ავარჩიეთ განათლება, მითუმეტეს ახლა ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაა, აბიტურიენტები შედეგებს ელოდებიან და გვაქვს ამბიცია, გამოკითხვა მუდმივად იყოს აქტუალურ თემებზე.

- გამოკითხვა რა სიხშირით დაიდება საიტზე?

- გამოკითხვა კვირაში ერთხელ - ორშაბათობით დაიდება და მკითხველს მთელი კვირის განმავლობაში ექნება ხმის მიცემის საშუალება. ვინც ხმას მისცემს, იმ წუთშივე გამოჩნდება შედეგები.

ზოგადად, გამოკითხვა საშუალებას გვაძლევს მკითხველთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს. ნებისმიერ საკითხზე შეგიძლია გაიგო საზოგადოების აზრი, მით უმეტეს, როდესაც მედია ხარ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხვით მკითხველის მაჯისცემას უსმენ.

"კვირის პალიტრის" არაერთი მკითხველისგან მომისმენია, რომ გამოკითხვა გაზეთში მათი საყვარელი გვერდი იყო, იმედი მაქვს, მათთვის და კიდევ უფრო მასშტაბური აუდიტორიისთვის ის კვლავაც საინტერესო და მნიშვნელოვან რუბრიკად დარჩება ახლა უკვე ინტერნეტში.

მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში: თქვენი აზრით, არის თუ არა საკმარისი სკოლაში მიღებული განათლება მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულების მოსაპოვებლად?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი