მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს
არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს

ცი­ხის­ძირ­ში, პეტ­რას ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე VI სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მო­ნე­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ფელ ცი­ხის­ძი­რის ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ექ­სპე­დი­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე ორი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­ნე­ტებ­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლია უძ­ვე­ლე­სი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, საბ­რძო­ლო და შრო­მის ია­რა­ღე­ბი. ასე­ვე, რკი­ნის საბ­რძო­ლო ცუ­ლე­ბი, სა­ტევ­რე­ბი, შუ­ბის­პი­რე­ბი, ის­რის­პი­რე­ბი, მუ­ზა­რა­დი, ჯაჭ­ვის პე­რან­გი­სა და ფა­რის ნაშ­თე­ბი, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მი და გან­ძი (95 ვერ­ცხლის მო­ნე­ტა).

აქვე აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნის დამ­წვა­რი ძვლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ მებ­რძო­ლე­ბი ცი­ხის დაც­ვას შე­ე­წირ­ნენ. კოშ­კის დაწ­ვი­სა და დან­გრე­ვის შემ­დეგ, მისი აღ­დგე­ნა არა­ვის უც­დია. ამის გამო უც­ვლე­ლად იქნა შე­მო­ნა­ხუ­ლი პეტ­რას ცი­ხე­ზე VI სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გე­ბი.

AMBEBI.GE ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, არ­ქე­ო­ლოგ და­ვით მინ­დო­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ცი­ხის­ძირ­ში უკვე მე­ო­რე წე­ლია ექ­სპე­დი­ცია მინ­დი­ნა­რე­ობს, ამ­ჟა­მად კი გა­თხრე­ბის დროს სა­ვა­რა­უ­დოდ VI სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი სპარ­სუ­ლი მო­ნე­ტე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სპარ­სი მე­ფე­ე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი. ჯერ კონ­კრე­ტუ­ლად არ არის დად­გე­ნი­ლი, რო­მე­ლი მე­ფე­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. შე­საძ­ლოა უფრო ად­რე­უ­ლი დრო­ის ნი­მუ­შე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, მაგ­რამ ამის ზუს­ტად გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აღ­მო­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, აქამ­დე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მსგავ­სი მო­ნე­ტე­ბი.

ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქარ­თლის ერისმთავ­რის დრაქ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ - სა­სა­ნუ­რი მო­ნე­ტე­ბის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ისი­ნი VI სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და VII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ქარ­თლში მოჭ­რი­ლი სა­სა­ნუ­რი ტი­პის ვერ­ცხლის მო­ნე­ტე­ბია. შე­საძ­ლოა, რომ ამ­ჟა­მად ცი­ხის­ძირ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბიც ქარ­თულ-სა­სა­ნუ­რი აღ­მოჩ­ნდეს.

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს

არქეოლოგებმა ციხისძირში VI საუკუნის ვერცხლის მონეტები იპოვეს

ციხისძირში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე VI საუკუნით დათარიღებული მონეტები აღმოაჩინეს.

დასავლეთ საქართველოში, სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე საექსპედიციო სამუშაოები უკვე ორი წელია მიმდინარეობს. მონეტებთან ერთად აღმოჩენილია უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები. ასევე, რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა).

აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.

AMBEBI.GE ექსპედიციის ხელმძღვანელს, არქეოლოგ დავით მინდორაშვილს დაუკავშირდა:

- ციხისძირში უკვე მეორე წელია ექსპედიცია მინდინარეობს, ამჟამად კი გათხრების დროს სავარაუდოდ VI საუკუნით დათარიღებული სპარსული მონეტები აღმოვაჩინეთ. მასზე გამოსახულია სპარსი მეფეების პორტრეტები. ჯერ კონკრეტულად არ არის დადგენილი, რომელი მეფეებია გამოსახული. შესაძლოა უფრო ადრეული დროის ნიმუშებიც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ბუნებრივია, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა, აქამდე აღმოსავლეთ საქართველოში აღმოაჩინეს მსგავსი მონეტები.

ადრეულ პერიოდში საქართველოში აღმოაჩინეს ქართლის ერისმთავრის დრაქმები, რომლებიც ქართულ - სასანური მონეტების სახელითაა ცნობილი. ისინი VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში ქართლში მოჭრილი სასანური ტიპის ვერცხლის მონეტებია. შესაძლოა, რომ ამჟამად ციხისძირში აღმოჩენილი მონეტებიც ქართულ-სასანური აღმოჩნდეს.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი