პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები
დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები

დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნავს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აშშ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ამას ახორ­ცი­ე­ლებს იმ დღი­დან, როცა "რუ­სულ­მა ტან­კებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს".

აშშ-ის ვიცე - პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბას, რის მი­საღ­წე­ვა­დაც აშშ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და ამას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ იმ დღი­დან, რო­დე­საც რუ­სულ­მა ტან­კებ­მა 2008 წელს მო­ახ­დი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ამ მყარ პო­ზი­ცი­ა­ზე დგო­მას. ჩვენ კი­დევ ერთხელ გან­ვა­ცხა­დეთ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სად­მი.

უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში პარტნი­ო­რო­ბის გარ­და, ჩვენ გვჯე­რა, რომ უფრო ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­აღ­წევს ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბას. აშშ გა­აგ­რძე­ლებს ახა­ლი გზე­ბის ძებ­ნას, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენ გა­ვაძ­ლი­ე­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს არა მხო­ლოდ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით ქვე­ყა­ნას, რაც მო­ი­ტანს და­მა­ტე­ბით და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ეკო­ნო­მი­კი­ურ წინსვლას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ დად­გე­ბა დღე, როცა სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნავს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მაიკ პენ­სმა.

პენ­სმა კვი­რი­კაშ­ვილს სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბი­სა და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მყა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, გა­ვამ­ყა­რებთ ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბებს და მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მე­ბი ნათ­ლად ცხად­ყოფს თქვენს ერ­თგუ­ლე­ბას და­სავ­ლე­თის მხა­რეს­თან ბიზ­ნეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბის თვალ­სა­ზი­სით. მე მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს უფრო და უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ეხ­სნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ანაკ­ლი­ის პორ­ტი გახ­ლავთ სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ამი­სა. ჩვენ კი­დევ მე­ტად შეგ­ვიძ­ლია გა­ვამ­ყა­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ბა­ტო­ნი დო­ნალდ ტრამ­პის სი­ტყვებს კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერ­დზე ვართ, ვაგ­რძე­ლებთ მო­კავ­ში­რე­ო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და­სავ­ლეთ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ძალა ყო­ველ­თვის არის და იქ­ნე­ბა ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბა­ში. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის­თვის და მად­ლობთ იმ მყა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც თქვე­ნი ქვე­ყა­ნა მი­დის, რო­მელ­საც წვლი­ლი შე­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ჩვენ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

ჟურ­ნა­ლის­ტი და­ინ­ტე­რეს­და თუ რა იქ­ნე­ბო­და აშშ-ის პა­სუ­ხი რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მელ­მაც 100 ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გა­აგ­ზავ­ნა ნატო-ს სა­ზღვრებ­თან წვრთნებს ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ასე­ვე "ვა­შინგტონ პოს­ტის" კო­რეს­პონ­დენ­ტმა მი­მარ­თა მაიკ პენსს, და­ი­ცავ­და თუ არა აშშ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში.

"პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა გა­მომ­გზავ­ნა მე აღ­ნიშ­ნულ ტურ­ნე­ში, რათა ნა­თე­ლი გზავ­ნი­ლი მი­მე­ტა­ნა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მონ­ტე­ნეგ­როს­თვის, რომ აშშ გვერ­დში უდ­გას მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ქვეყ­ნებს და ჩვენ ამას არა მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რად, არა­მედ ქმე­დე­ბე­ბით ვამ­ტკი­ცებთ. მა­გა­ლი­თად, პრე­ზი­დენ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი პო­ლო­ნეთ­ში, ბრი­ტა­ნუ­ლი - ეს­ტო­ნეთ­ში, კი­დევ ერთხელ თვალ­ნათ­ლივ ასა­ხავს იმას, რომ ჩვენ ერ­თგუ­ლი ვართ ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და მე­ხუ­თე მუხ­ლის მო­თხოვ­ნე­ბის. 100-ათა­სი­ა­ნი რუ­სუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის გა­დას­რო­ლა გახ­ლავთ კი­დევ ერთხელ იმის და­დას­ტუ­რე­ბა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნატო-ს პარტნი­ო­რე­ბი ერთ პო­ზი­ცი­ებ­ზე იდ­გნენ. პრე­ზი­დენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუ­სეთ­თან უკე­თე­სი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ბრძა­ნა, ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ მხა­რე­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყო­ველ­თვის იწყე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რის პო­ზი­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით და იმ სან­ქცი­ებს, რო­მელ­საც ამ კვი­რას ტრამ­პი მო­ა­წერს ხელს, ამის მეშ­ვე­ო­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნა­თელ გზავ­ნილს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა ჩვე­ნი მო­კავ­ში­რის მი­სა­მარ­თით, რომ რა­საც ვა­ცხა­დებთ, ზუს­ტად იმას ვა­კე­თებთ", - აღ­ნიშ­ნა პენ­სმა.

ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და ტე­რო­რიზ­მის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ჟი­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა, არ­თუ­ლებს პრო­ცესს, თუმ­ცა პენ­სი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, მო­მა­ვალ­ში რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი თვლის, რომ თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კის პო­ზი­ცი­ის არამ­კა­ფიო გან­ცხა­დე­ბის გამო შე­იქ­მნა ეს რე­ა­ლო­ბა. ამე­რი­კა ავ­ლებ­და წი­თელ ხა­ზებს და რე­ა­ლუ­რად, არ მიჰ­ყვე­ბო­და თა­ვის გან­ცხა­დე­ბებს, ამან მის­ცა სხვა მხა­რე­ებს თა­ვი­სე­ბუ­რი სიგ­ნა­ლი და გა­ამ­ხნე­ვა ისი­ნი, რომ ემოქ­მე­დათ. ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ პრინ­ცი­პი­დან, - მშვი­დო­ბა და სიმ­ტკი­ცე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ დი­ა­ლო­გი მოგ­ვი­ტანს უკე­თეს შე­დე­გებს და ხან­გრძლი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში...

...ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლავთ ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი: შე­ტე­ვა, თავ­დას­ხმა ერთ წევ­რზე, გუ­ლის­ხმობს ყვე­ლა წევ­რზე თავ­დას­ხმას. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მა­ნამ­დე გა­აჟ­ღე­რა და მე ჩემი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ხაზს ვუს­ვამ, რომ აშშ იმოქ­მე­დებს ზუს­ტად იმის სა­ფუძ­ველ­ზე, რა­საც აცხა­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბას ნატო-ს წევ­რო­ბი­სად­მი. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მჭიდ­რო მუ­შა­ო­ბას ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან, რათა გა­ვა­ფარ­თო­ოთ და გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-სთან და­ახ­ლო­ე­ბა, რათა სა­ქარ­თვე­ლო ერთ დღეს ნატო-ს წევ­რი გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და მაიკ პენ­სმა.

ამას­თან, რო­გორც პენ­სმა აღ­ნიშ­ნა, აშშ მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს არა მხო­ლოდ ბოლო 25 წლის, არა­მედ ხუთი წლის თვალ­საზ­რი­სით და ამას სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში მო­მა­ვა­ლი წევ­რო­ბის კუ­თხით უყუ­რებს.

"შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ წუთ­ში რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 40 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. აშშ გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის, თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­როს გან­მტკი­ცე­ბა­ში. ვეც­დე­ბით, ძალ-ღონე არ და­ვი­შუ­როთ, რათა მი­ვაღ­წი­ოთ მშვი­დო­ბი­ან მოგ­ვა­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ადღგე­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

პენ­სის გან­ცხა­დე­ბით, ის მო­ხიბ­ლუ­ლია და მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ქრის­ტი­ა­ნულ­მა ტრა­დი­ცი­ებ­მა.

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მას­პინ­ძლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და იმ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის მი­მართ. ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იყო თქვე­ნი სტუმ­რო­ბა თეთრ სახ­ლში და ახლა ჩემი ვი­ზი­ტი ამ ის­ტო­რი­ულ ქვე­ყა­ნა­ში. პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის გზავ­ნი­ლი გახ­ლავთ, რომ ჩვენ მხარს გი­ჭერთ, თქვენ გვერ­დზე ვდგა­ვართ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დზე. შე­მიძ­ლია ასე­ვე ვთქვა, რომ ამე­რი­კა ნო­მერ პირ­ვე­ლია, მაგ­რამ ეს არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ამე­რი­კა მარ­ტო გახ­ლავთ ამ გზა­ზე, ამე­რი­კა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დზე დგას. წელს აღ­ვნიშ­ნავთ 25 წლის იუ­ბი­ლეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბი­დან. სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბა ერე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის გზა­გა­სა­ყარ­ზე. ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქვე­ყა­ნამ შექ­მნა უმ­დიდ­რე­სი ტრა­დი­ცი­ე­ბი, გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი ენა, თვითმყო­ფა­დო­ბა. გუ­შინ სა­ღა­მოს პირ­ვე­ლად ვე­ზი­ა­რე ქარ­თულ სუფ­რას, სამ­ზა­რე­უ­ლოს, ტრა­დი­ცი­ულ ფოლკ­ლორს, სა­დაც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო აფხა­ზუ­რი, ოსუ­რი სიმ­ღე­რე­ბი და ცეკ­ვე­ბი. ჩვენ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ქრის­ტი­ა­ნულ­მა ტრა­დი­ცი­ებ­მა, ჩვენ ვე­ლით დღეს შეხ­ვედ­რას პატ­რი­არ­ქთან სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში", - გა­ნა­ცხა­და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ მზად არის, კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ოს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

"მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გმი­რო­ბა ყო­ველ­თვის დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და ჩემ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პყრო­ბი­ლე­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, შემ­დეგ და­იმ­სხვრა ეს სას­ტი­კი რე­ჟი­მი. სა­ქარ­თვე­ლომ ხელი გა­უ­წო­და და­სავ­ლე­თის და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს მხარ­და­ჭე­რის­თვის და ჩვენ მზად ვართ, კი­დევ უფრო და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს, კი­დევ უფრო ჩავ­წვდეთ მის შე­მარ­თე­ბას და კი­დევ უფრო გა­ვამ­ყა­როთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა მაიკ პენ­სმა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყო­ველ­თვის მკაცრ პა­სუხს გას­ცემს იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­საც პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ხელ­ყონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები

დაიცავს თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში - მაიკ პენსის სიტყვით გამოსვლის მთავარი მესიჯები

დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ახორციელებს იმ დღიდან, როცა "რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს".

აშშ-ის ვიცე - პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძლიერი და განვითარებული საქართველო შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას, რის მისაღწევადაც აშშ საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა 2008 წელს მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი.

უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას. აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკიურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როცა საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას", - განაცხადა მაიკ პენსმა.

პენსმა კვირიკაშვილს სტუმარ-მასპინძლობისა და ქვეყნის განვითარების მყარი მიმართულებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში, გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარების თვალსაზისით. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამისა. ჩვენ კიდევ მეტად შეგვიძლია გავამყაროთ ეკონომიკური განვითარება და ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სტუმარ-მასპინძლობისთვის და მადლობთ იმ მყარი მიმართულებისთვის, რომლითაც თქვენი ქვეყანა მიდის, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენ ურთიერთობაში", - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა თუ რა იქნებოდა აშშ-ის პასუხი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა ნატო-ს საზღვრებთან წვრთნებს ჩასატარებლად. ასევე "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტმა მიმართა მაიკ პენსს, დაიცავდა თუ არა აშშ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში.

"პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა მე აღნიშნულ ტურნეში, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ აშშ გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ. მაგალითად, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ამერიკული კონტინგენტი პოლონეთში, ბრიტანული - ესტონეთში, კიდევ ერთხელ თვალნათლივ ასახავს იმას, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებების და მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100-ათასიანი რუსული კონტინგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-ს პარტნიორები ერთ პოზიციებზე იდგნენ. პრეზიდენტ ტრამპს და მე ღრმად გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა შესაძლებელია. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ამას მომავალი გვაჩვენებს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის იწყება თითოეული პარტნიორის პოზიციების აღიარებითა და პატივისცემით და იმ სანქციებს, რომელსაც ამ კვირას ტრამპი მოაწერს ხელს, ამის მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ნათელ გზავნილს განახორციელებს ყველა ჩვენი მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვაცხადებთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ", - აღნიშნა პენსმა.

ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაცია და ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების მხარდაჭერა, ართულებს პროცესს, თუმცა პენსი დარწმუნებულია, მომავალში რუსეთთან დიალოგის განხორციელება შესაძლებელი იქნება.

"პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ თავის დროზე ამერიკის პოზიციის არამკაფიო განცხადების გამო შეიქმნა ეს რეალობა. ამერიკა ავლებდა წითელ ხაზებს და რეალურად, არ მიჰყვებოდა თავის განცხადებებს, ამან მისცა სხვა მხარეებს თავისებური სიგნალი და გაამხნევა ისინი, რომ ემოქმედათ. ჩვენ გამოვდივართ პრინციპიდან, - მშვიდობა და სიმტკიცე. დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგი მოგვიტანს უკეთეს შედეგებს და ხანგრძლივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოს სხვა რეგიონებში...

...ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების საფუძველი გახლავთ ძირითადი პრინციპი: შეტევა, თავდასხმა ერთ წევრზე, გულისხმობს ყველა წევრზე თავდასხმას. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე გააჟღერა და მე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ, რომ აშშ იმოქმედებს ზუსტად იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. რაც შეეხება საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ს წევრობისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ბატონ პრემიერთან, საქართველოს მთავრობასთან, რათა გავაფართოოთ და გავაძლიეროთ საქართველოს ნატო-სთან დაახლოება, რათა საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი გახდეს", - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამასთან, როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ ხუთი წლის თვალსაზრისით და ამას საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობის კუთხით უყურებს.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთში რუსული ტანკები განლაგებულია დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ვიმყოფებით. აშშ გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებაში. ვეცდებით, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადღგენას აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.

პენსის განცხადებით, ის მოხიბლულია და მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქრისტიანულმა ტრადიციებმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავთ ამ გზაზე, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდზე დგას. წელს აღვნიშნავთ 25 წლის იუბილეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა, თვითმყოფადობა. გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური, ოსური სიმღერები და ცეკვები. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა, ჩვენ ველით დღეს შეხვედრას პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობა საქართველოსთან.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი. საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთის და ევროპის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას და კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."