საიტი Vivino.com ამერიკის სხვადასხვა დროის მმართველთა საყვარელი ალკოჰოლური სასმელების შესახებ წერს.
პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის საყვარელი სასმელი გახლდათ მუქი ლუდი - ძველი, ახალი და რბილი ელის ნაზავი, რომელიც ხელოვნურად შექმნილი პირველი ლუდი იყო.
აშშ-ის მეორე პრეზიდენტს, ჯონ ადამსს ალკოჰოლი ისე ძლიერ უყვარდა, რომ თავისუფლად შეეძლო დღე დაეწყო სიდრით, გაეგრძელებინა მუქი ლუდით, შემდეგ კი რომითა და მადეირათი.
ოქროს საუკუნის დროს ამერიკელები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ღვინისადმი სიყვარულით - ისინი კუნძულებზე წარმოებული ღვინის მეოთხედზე მეტს მოიხმარდნენ.