საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპიუმ ჯორჯია" - სტარტაპი, რომლის მიზანიც ჩაის ელიტარულ სასმელად გადაქცევაა
"ოპიუმ ჯორჯია" - სტარტაპი, რომლის მიზანიც ჩაის ელიტარულ სასმელად გადაქცევაა

25 სა­ხე­ო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და შე­სა­ნიშ­ნა­ვი გე­მოს ჩაი - ეს "ოპი­უმ ჯორ­ჯი­აა", ჩაის მწარ­მო­ე­ბე­ლი სტარ­ტა­პი, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ რეს­ტორ­ნებ­ში, კა­ფე­ებ­სა და სას­ტუმ­რო­ებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კომ­პა­ნია 6 თვეა, რაც ბა­ზარ­ზეა და "ოპი­უმ ჩაი" უკვე ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რომ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვა­სილ ჩი­თი­ნაშ­ვი­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა­საც გეგ­მავს.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნებს ხა­რის­ხი­ა­ნი ჩაის სმის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ. ზო­გა­დად, ჩაი ელი­ტა­რუ­ლი სას­მე­ლია და ჩაის სმის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­შიც უნდა და­ი­ნერ­გოს. სა­მო­მავ­ლოდ, ასორ­ტი­მენ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა­საც ვგეგ­მავთ," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი ვა­სილ ჩი­თი­ნაშ­ვი­ლი.

თა­ვად სტარ­ტა­პერს ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტა. ჩაის წარ­მო­ე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სხვა ბიზ­ნეს­ში სცა­და თავი, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია. "ოპი­უმ ჯორ­ჯი­ამ" კი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი ცნო­ბა­დო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა სტარ­ტა­პე­რებ­საც ურ­ჩევს, არას­დროს და­ნებ­დნენ.

"ჩემი და­დე­ბი­თი მხა­რეა, რომ არას­დროს ვნებ­დე­ბი. გარ­კვე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ ვცა­დე ბიზ­ნეს­ში თავი და ამ­ჯე­რად წარ­მა­ტე­ბით ვარ­თმევ თავს. კომ­პა­ნია "ოპი­უმ ჯორ­ჯია" 6 თვეა, რაც ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა და რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ვი­თარ­დე­ბა. პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი­დან და გე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე კომ­პა­ნი­ამ ბა­ზარ­ზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად მარ­ტი­ვად შეძ­ლო. თუმ­ცა სტარ­ტა­პი­დან ბრენ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო," - ამ­ბობს ჩი­თი­ნაშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პის­თვის ცნო­ბა­დო­ბის მო­პო­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან დამ­ფუძ­ნე­ბელს შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სი და ფი­ნან­სე­ბი ჰქონ­და. ამ­ჟა­მად "ოპი­უმ ჯორ­ჯია" "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექტ "სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა, რაც საქ­მის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"სტარ­ტა­პე­რი" უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, რად­გან რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ეხ­მა­რე­ბა სტარ­ტა­პებს. ერ­თის მხრივ, ცნო­ბა­დო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მე­ო­რე მხრივ კი ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ცოდ­ნის აძ­ლევს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით," - დას­ძი­ნა სტარ­ტა­პერ­მა.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ოპიუმ ჯორჯია" - სტარტაპი, რომლის მიზანიც ჩაის ელიტარულ სასმელად გადაქცევაა

"ოპიუმ ჯორჯია" - სტარტაპი, რომლის მიზანიც ჩაის ელიტარულ სასმელად გადაქცევაა

25 სახეობის მაღალი ხარისხის და შესანიშნავი გემოს ჩაი - ეს "ოპიუმ ჯორჯიაა", ჩაის მწარმოებელი სტარტაპი, რომლის პროდუქციაც ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნებში, კაფეებსა და სასტუმროებშია ხელმისაწვდომი. კომპანია 6 თვეა, რაც ბაზარზეა და "ოპიუმ ჩაი" უკვე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ დამფუძნებელი ვასილ ჩითინაშვილი უახლოეს მომავალში ბრენდული მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

"მინდა, საზოგადოების ფართო ფენებს ხარისხიანი ჩაის სმის საშუალება ჰქონდეთ. ზოგადად, ჩაი ელიტარული სასმელია და ჩაის სმის კულტურა საქართველოშიც უნდა დაინერგოს. სამომავლოდ, ასორტიმენტის გაფართოებასაც ვგეგმავთ," - განმარტავს სტარტაპერი ვასილ ჩითინაშვილი.

თავად სტარტაპერს ბიზნესის მიმართულებით დიდი გამოცდილება არ აქვს. სახელმწიფო სტრუქტურაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. ჩაის წარმოებამდე რამდენიმე სხვა ბიზნესში სცადა თავი, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. "ოპიუმ ჯორჯიამ" კი 6 თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცნობადობისა და პოპულარობის მოპოვება შეძლო. გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა სტარტაპერებსაც ურჩევს, არასდროს დანებდნენ.

"ჩემი დადებითი მხარეა, რომ არასდროს ვნებდები. გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე ბიზნესში თავი და ამჯერად წარმატებით ვართმევ თავს. კომპანია "ოპიუმ ჯორჯია" 6 თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და რთულად, მაგრამ მაინც ვითარდება. პროდუქტის ხარისხიდან და გემოდან გამომდინარე კომპანიამ ბაზარზე თავის დამკვიდრება მეტ-ნაკლებად მარტივად შეძლო. თუმცა სტარტაპიდან ბრენდის ჩამოყალიბებამდე აქტიური მუშაობაა საჭირო," - ამბობს ჩითინაშვილი.

სტარტაპისთვის ცნობადობის მოპოვება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან დამფუძნებელს შეზღუდული რესურსი და ფინანსები ჰქონდა. ამჟამად "ოპიუმ ჯორჯია" "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერის" მონაწილეა, რაც საქმის სწორად წარმართვაში ეხმარება.

"სტარტაპერი" უნიკალური პროექტია, რადგან რამდენიმე მიმართულებით ეხმარება სტარტაპებს. ერთის მხრივ, ცნობადობის მოპოვებაში ეხმარება. მეორე მხრივ კი ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ცოდნის აძლევს სპეციალური ტრენინგების საშუალებით," - დასძინა სტარტაპერმა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი