"მემუქრება, დაგაინვალიდებო..." - 7 თვის ორსული ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

"მემუქრება, დაგაინვალიდებო..." - 7 თვის ორსული ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

7 თვის ორსული ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ამბობს, რომ საქართველოდან გამგზავრება სურს, თუმცა ფეხმძიმობის გამო წასვლას ვერ ახერხებს, მისი ყოფილი მეუღლისგან დაცვას კი სამართალდამცველებს სთხოვს. დაზარალებულს ვინაობის გამხელა არ სურს.

"წლების წინ, გაჭირვების გამო მე და დედაჩემი ამერიკაში წავედით სამუშაოდ. წლებია იქ ვცხოვრობ და ამერიკის მოქალაქეობაც მაქვს. პირველი ქორწინებიდან 14 წლის გოგონა მყავს. საქართველოში დავბრუნდი, რადგან მინდოდა, ჩემი შვილისთვის ქართული განათლება მიმეცა. მეგობრების მეშვეობით გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი. დაჩქარებული წესით მოვაწერეთ ხელი. ქორწინებიდან ცოტა ხანში დაიწყო ჩემზე ფიზიკური ძალადობა. მაიძულებდა, რომ სწრაფად შემეკრიბა მისი საბუთები და ამერიკაში გადამეგზავნა, რომ მას აშშ-ს მოქალაქეობა მიეღო. თვითონ არ მუშაობს, თავისი საქმე არ აქვს, საბერძნეთში მყოფი დედა არჩენს. მხოლოდ ნადირობა ეხერხება და დაახლოებით შვიდი იარაღი აქვს სახლში. განვქორწინდით, თუმცა ის ჩემზე მაინც ძალადობს. ახლა უკვე 7 თვის ორსული ვარ. ვცდილობ თავი დავიცვა მოძალადე ყოფილი ქმრისგან. ამერიკაში მინდა წასვლა, მაგრამ ექიმმა ფრენა ამიკრძალა, არადა ჩემი ყოფილი მეუღლე მემუქრება და მეშინია. მწერს, რატომ არ გადააგზავნე ჩემი საბუთები ამერიკაში, დაგაინვალიდებო. ფეხმძიმე ქალზე ზეწოლას და მუქარას არ ერიდება..." - ამბობს ქ.ა.

დაზარალებულის უფლებებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავს, რომელიც ძალადობის მსხვერპლის დასაცავად, სამართალდამცველებს მიმართავს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებას უკვე მიმართა, თუმცა პროცესის დაჩქარება სურს, რადგან ახლა ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მოძალადე მამაკაცმა მუქარა არ განახორციელოს:

"როგორც აღმოჩნდა, მამაკაცის ქალზე დაქორწინების მიზეზი ამერიკის მოქალაქეობის მიღება იყო. იმის გამო, რომ გოგონა ფეხმძიმეა, მისთვის ფრენა არ შეიძლება და ამერიკაში ვერ ბრუნდება. შესაბამისად, მისი უსაფრთხოება არ არის დაცული, თავს გრძნობს დაუცველად. საქართველოში ქალებზე ძალადობის ფაქტი ვიცით რომ ბევრია. ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა ყოფილი ქმარი ფეხმძიმე ქალს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამერიკის კონსულთან და განვიხილეთ გოგონას უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა ვარიანტი. მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს ქალის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა", - აცხადებს ლედი ტუკვაძე.

ირაკლი აკობია

AMBEBI.GE

"ჩემი ძმის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი..." - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის საქმემ ხელახლა გაახსენა

"ექსპერტის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა" - შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი

თბილისში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა