პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან
გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მაიკ პენ­სი ორ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. აშშ-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ო­რე პირი მე­უღ­ლეს­თან, კა­რენ პენსთან ერ­თად გუ­შინ, 31 ივ­ლისს ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ მაია (მაკა) ცი­ნა­ძემ, მაიკ და კა­რენ პენ­სებს ფუ­ნი­კუ­ლორ­ზე, ოფი­ცი­ა­ლურ ვახ­შამ­ზე უმას­პინ­ძლეს, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­დან თბი­ლი­სის ხე­დე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ერ­თობ­ლი­ვი სა­მახ­სოვ­რო ფოტო გა­და­ი­ღეს. მხა­რე­ებ­მა ასე­ვე გაც­ვა­ლეს სა­ჩუქ­რე­ბი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.

მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვა­ში გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე ისა­უბ­რა და მისი აშშ-ში სწავ­ლის პე­რი­ო­დიც გა­იხ­სე­ნა:

"ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვუ­მას­პინ­ძლოთ ვიცე-პრე­ზი­დენტ მაიკ პენსსა და ამე­რი­კის დე­ლე­გა­ცი­ას. ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს უმ­თავ­რე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გვა­კავ­ში­რებს. რო­გორც აშშ დგას მა­რად ჩვენ გვერ­დით, ჩვენც თქვენ გვერ­დით ვდგა­ვართ, რათა მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ თქვენს ძა­ლის­ხმე­ვას მშვი­დო­ბი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

მე პი­რა­და­დაც მინ­და შე­ვას­რუ­ლო ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ფუნ­ქცია იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც მე, ჯერ კი­დევ რო­გორც სტუ­დენ­ტმა, ამე­რი­კა­ში მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას მი­ვი­ღე. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ფი­ნან­სე­ბის სწავ­ლას­თან ერ­თად, ილი­ნო­ის­ში გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ ამე­რი­კი­სა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჩემი წარ­მოდ­გე­ნა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. მახ­სოვს, ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გუ­ლუხ­ვო­ბა და მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბა… ამე­რი­კუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გან­ცდა გა­ნუ­წყვეტ­ლივ მახ­სე­ნებს, რომ არ არ­სე­ბობს გა­და­უ­ლა­ხა­ვი წი­ნა­ღო­ბა, რომ ის რი­სიც გვწამს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს სუ­ლის­კვე­თე­ბა მახ­სე­ნებს, რომ მე­გობ­რებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ, ხოლო უახ­ლო­ეს მე­გობ­რებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

თა­ვის მხრივ, ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა ორი ქვეყ­ნის პარტნი­ო­რო­ბა­სა და მე­გობ­რო­ბას:

"ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კი­დევ ერთხელ შევ­ხვდით. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო შეხ­ვედ­რა თქვენს მე­უღ­ლეს­თან, მა­ი­ას­თან და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა...

დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ჩვენს პარტნი­ო­რო­ბას და მე­გობ­რო­ბას. ჩვენ წინ გაშ­ლი­ლი მა­დის­მომ­გვრე­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რა ზუს­ტად ისე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­გორც მე მსმე­ნია. ასე რომ, მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძლო­ბის­თვის. მე და ჩემი მე­უღ­ლე მად­ლო­ბელ­ნი ვართ ქარ­თუ­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს და­გე­მოვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის და თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის. კერ­ძე­ბი, სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა, უბ­რა­ლოდ სა­უ­ცხო­ოა, ისე­ვე სა­უ­ცხოო, რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, და ჩვენ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ გა­ზი­ა­რე­ბის­თვის.

ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლებ­მა და­ამ­ტკი­ცეს თა­ვი­ან­თი ვაჟ­კა­ცო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რომ ისი­ნი მზად არი­ან იბ­რძო­ლონ იმის­თვის, რაც სწამთ, იბ­რძო­ლონ ბო­ლომ­დე. ამ მხრივ, თქვენ გა­მო­გარ­ჩევთ ჩვე­ნი მი­წის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოა ქარ­თვე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის.

რო­გორც კი თქვენს ქა­ლაქ­ში ჩა­მოვფრინ­დით, ჩემ­ზე და კე­რენ­ზე უდი­დე­სი ემო­ცი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია მო­ქა­ლა­ქე­თა ხილ­ვამ, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბის ფრი­ა­ლით დაგ­ვხვდნენ. ამან მარ­თლაც მძლავ­რი ემო­ცი­ე­ბი აღ­ძრა ჩვენ­ში. მე ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი თქვე­ნი სა­ხით. ასე რომ, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ჩვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი კავ­ში­რე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ უფრო გან­მტკიც­დე­ბა თქვე­ნი და პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით", - აღ­ნიშ­ნა მაიკ პენ­სმა.

გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

გიორგი კირიკაშვილი და მაიკ პენსი მეუღლეებით - ფოტოები ოფიციალური ვახშმიდან

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირი მეუღლესთან, კარენ პენსთან ერთად გუშინ, 31 ივლისს ჩამოვიდა საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა მეუღლემ მაია (მაკა) ცინაძემ, მაიკ და კარენ პენსებს ფუნიკულორზე, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს, ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.

მისასალმებელ სიტყვაში გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელი და ქართველი ხალხის საერთო ინტერესებზე ისაუბრა და მისი აშშ-ში სწავლის პერიოდიც გაიხსენა:

"ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს. როგორც აშშ დგას მარად ჩვენ გვერდით, ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად.

მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე. ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა… ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა, რომ ის რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პარტნიორობასა და მეგობრობას:

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება...

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის. კერძები, სიმღერა, ცეკვა, უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის.

ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის.

როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა მაიკ პენსმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."