ორი დღის წინ, გაუჩინარებულ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ამ დრომდე ეძებენ. დღეს დილით Ambebi.ge-სთან საუბრისას დუღაშვილის დამ აღნიშნა, რომ მისი ძმა ნაპოვნია. მისივე ინფორმციით, დუღაშვილმა თავად დარეკა მონაზონთან და შეატყობინა, რომ ცოცხალია და კარგადაა, შემდეგ კი სასულიერო პირმა ამის შესახებ ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია. როგორც გაირკვა პოლიციამ მონაზონი დაკითხა, თუმცა მან უარყო ინფორმაცია, რომ დუღაშვილი ნახა და ოჯახს ამის შესახებ შეატყობინა.
Ambebi.ge დაკარგული კარიკატურისტის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად კვლავ მის დას დაუკავშირდა:
- ბესო ამ დრომდე არ უპოვიათ, პოლიციამ დაკითხა დედა ივლიტა, რომელიც ამბობს, რომ მას ბესო არ უნახავს და არც მისი ადგილსამყოფელის შესახებ დაურეკია. ვის დასჭირდა ჩემს უბედურებაზე გართობა არ ვიცი.
- დედა ივლიტას პირადად იცნობთ?
- კი. ბესომ ჩემი რძლისგან წლების წინ გაიცნო. ამჟამად ის პეტრე-პავლობის ტაძარში მსახურობს. სიმართლე გითხრათ, ეს დედაოც ცოტა უცნაურად საუბობს. როგორც კი მორჩა მისი დაკითხვა, პოლიცია ძამას ხეობაში მეუფე იობთან წავიდა. ბოლო დროს თურმე ძამას ხეობის ტაძრებს ათვალიერებდა ბესო და პოლიცია იქ ეძებს. ნახევარი ხეობა დაათვალიერეს და ჯერ ვერ პოულობენ.
ბესიკ დუღაშვილს ახლობლები და სამართალდამცველები რამდენიმე დღეა ეძებენ. გაუჩინარებამდე მან ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვდა.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge