საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის­თვის შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 25,182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2013-2016 წლებ­ში, შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტორ­მა თ.ლ.-მ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლის - თ.მ.-სა და კომ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლის - მ.ფ.-ს წა­ქე­ზე­ბით, ყო­ველ­გვა­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბის გა­რე­შე, ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გაფ­ლან­გა 2343 მო­ქა­ლა­ქის­გან სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი.

სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად მ.ფ.-ს გა­ნუ­სა­ზღვრა 10 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, თ.ლ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. აგ­რეთ­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხედ სა­მი­ვე მსჯავ­რდე­ბულს გა­ნე­სა­ზღვრათ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

"საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელ პირებს 10 და 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013-2016 წლებში, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორმა თ.ლ.-მ, საზოგადოების დამფუძნებლის - თ.მ.-სა და კომპანიის ფაქტობრივი მმართველის - მ.ფ.-ს წაქეზებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გაფლანგა 2343 მოქალაქისგან სესხის სახით აღებული ათეულობით მილიონი ლარი.

სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს განუსაზღვრა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრათ თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ