მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 პროდუქტი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს - მათ ყოველდღიურად მიირთმევთ
10 პროდუქტი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს - მათ ყოველდღიურად მიირთმევთ

სწო­რი კვე­ბა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში შე­დის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. რო­გორც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სურ­სა­თის ექ­სპერ­ტი - ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე ამ­ბობს, "დოზა ქმნის შხამს: ერთი ტაბ­ლე­ტი წა­მა­ლი წა­მა­ლია, ორი კი - შე­იძ­ლე­ბა სა­წამ­ლა­ვი აღ­მოჩ­ნდეს. იგი­ვე ით­ქმის ადა­მი­ა­ნის საკ­ვებ­ზეც". ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი იმ პრო­დუქ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს.

შა­ქა­რი და შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი

- დიდი ოდე­ნო­ბით შაქ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს, რად­გან ეს რთუ­ლი ნახ­შირ­წყა­ლია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მისი და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლი პრო­ცე­სია. შაქ­რის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს იწ­ვევს, მით უმე­ტეს, რომ რაც უფრო მეტ შა­ქარს მი­ვირ­თმევთ, ორ­გა­ნიზ­მი უფრო მეტს ითხოვს. მარ­თა­ლია, შა­ქა­რი ენერ­გი­ის წყა­როა, მაგ­რამ ენერ­გი­ის მი­ღე­ბა კვე­ბის და­ბა­ლან­სე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. კი­დევ უფრო მავ­ნე­ბე­ლია შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი. რო­გორც წესი, ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით ტკბი­ლია, ვიდ­რე შა­ქა­რი, მაგ­რამ ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ არის ენერ­გი­ის მომ­ცე­მი. გარ­და ამი­სა, შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი შეჩ­ვე­ვას იწ­ვევს და უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე. ასე­ვე მავ­ნე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის შა­ქარ­ყი­ნუ­ლი და კო­წა­ხუ­რის კან­ფე­ტე­ბი, რად­გან მათ­ში ბლო­მად შე­დის ფე­რი­სა და გე­მოს მიმ­ცე­მი ესენ­ცი­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შაქ­რის მი­ღე­ბა სხვა გზი­თაც შე­იძ­ლე­ბა: ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­დის უგემ­რი­ე­ლე­სი ხილი, მათ შო­რის, ყუ­რძე­ნი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა შაქ­რის სა­ჭი­რო დოზა მი­ვი­ღოთ. შაქ­რის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან კარ­გი პრო­დუქ­ტია თაფ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც.

მა­რი­ლი

- კი­დევ კარ­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ გვაქვს ტრა­დი­ცია, რომ სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იდოს მა­რი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მას­ში უნდა ამო­ვავ­ლოთ... დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­რი­ლის მი­ღე­ბა ორ­გა­ნიზ­მში სი­თხის დაგ­რო­ვე­ბას იწ­ვევს. მარ­თა­ლია, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის­თვის მა­რი­ლის მი­ღე­ბა სა­ჭი­როა, ოღონდ, ძა­ლი­ან მცი­რე ოდე­ნო­ბით. ამ რა­ო­დე­ნო­ბას ჩვენ ისე­დაც ვი­ღებთ, რად­გან მა­რი­ლი თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის საკ­ვებ­ში შე­დის - პირ­ველ რიგ­ში კი პურ­ში. ამი­ტომ, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მა­რილს კერ­ძებ­შიც კი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყე­ნე­ბენ.

პური

- პუ­რის მი­ღე­ბა სა­ჭი­როა, მაგ­რამ აქაც დო­ზაა მთა­ვა­რი. პუ­რის გა­მო­რი­ცხვა დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­შიც არ შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დი­ა­ბე­ტი­ან­მა ადა­მი­ან­მა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თეთ­რი პური მი­ი­ღოს. ისე­დაც, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პუ­რის მი­ღე­ბა არა­ვის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის. პური ზო­მი­ე­რად უნდა მი­ვი­ღოთ, უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის 2-3 ნა­ჭე­რი დღე­ში სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია. უმ­ჯო­ბე­სია, მი­ვი­ღოთ რუხი, ან I-II ხა­რის­ხის პური, რო­მე­ლიც რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი ფქვი­ლის­გან არაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ქათ­მის ხორ­ცი

- ქა­თა­მი, რო­მე­ლიც ჰორ­მო­ნე­ბით არის გაზ­რდი­ლი, ძა­ლი­ან სა­ზი­ა­ნო საკ­ვე­ბია. სო­ფელ­ში ყვე­ლას გაგ­ვი­გია, რომ ქა­თა­მი 1-2 წე­ლი­წად­ში იზ­რდე­ბა, ჰორ­მო­ნე­ბით გაზ­რდილს კი, ამი­სათ­ვის სულ რა­ღაც 2-3 თვე სჭირ­დე­ბა. ასე­თი ქათ­მე­ბის გა­საზ­რდე­ლად ქა­ლის ჰორ­მო­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათი ხორ­ცი მდი­და­რია პრო­გეს­ტე­რო­ნით, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში უშ­ვი­ლო­ბას და ძა­ლი­ან ბევრ უარ­ყო­ფით მოვ­ლე­ნას იწ­ვევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

10 პროდუქტი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს - მათ ყოველდღიურად მიირთმევთ

10 პროდუქტი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს - მათ ყოველდღიურად მიირთმევთ

სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენს ყოველდღიურ რაციონში შედის პროდუქტები, რომელთა ჭარბი გამოყენება დაუშვებელია. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სურსათის ექსპერტი - ეთერ სარჯველაძე ამბობს, "დოზა ქმნის შხამს: ერთი ტაბლეტი წამალი წამალია, ორი კი - შეიძლება საწამლავი აღმოჩნდეს. იგივე ითქმის ადამიანის საკვებზეც". ქალბატონი ეთერი იმ პროდუქტებზე გვესაუბრება, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას და ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევს.

შაქარი და შაქრის შემცვლელები

- დიდი ოდენობით შაქრის გამოყენება კუჭქვეშა ჯირკვლის დაზიანებას იწვევს, რადგან ეს რთული ნახშირწყალია და ორგანიზმისთვის მისი დამუშავება რთული პროცესია. შაქრის ბოროტად გამოყენება ინსულინდამოკიდებულებას და შაქრიან დიაბეტს იწვევს, მით უმეტეს, რომ რაც უფრო მეტ შაქარს მივირთმევთ, ორგანიზმი უფრო მეტს ითხოვს. მართალია, შაქარი ენერგიის წყაროა, მაგრამ ენერგიის მიღება კვების დაბალანსებითაც შეიძლება. კიდევ უფრო მავნებელია შაქრის შემცვლელები. როგორც წესი, ისინი გაცილებით ტკბილია, ვიდრე შაქარი, მაგრამ ეს ნივთიერებები არ არის ენერგიის მომცემი. გარდა ამისა, შაქრის შემცვლელები შეჩვევას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ასევე მავნებელია ორგანიზმისთვის შაქარყინული და კოწახურის კანფეტები, რადგან მათში ბლომად შედის ფერისა და გემოს მიმცემი ესენციები. საბედნიეროდ, შაქრის მიღება სხვა გზითაც შეიძლება: ჩვენს ქვეყანაში მოდის უგემრიელესი ხილი, მათ შორის, ყურძენი, რომლითაც შეიძლება შაქრის საჭირო დოზა მივიღოთ. შაქრის მისაღებად ძალიან კარგი პროდუქტია თაფლი, რომელიც ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც.

მარილი

- კიდევ კარგი, საქართველოში აღარ გვაქვს ტრადიცია, რომ სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს მარილი და ყველაფერი მასში უნდა ამოვავლოთ... დიდი რაოდენობით მარილის მიღება ორგანიზმში სითხის დაგროვებას იწვევს. მართალია, ნივთიერებათა ცვლისთვის მარილის მიღება საჭიროა, ოღონდ, ძალიან მცირე ოდენობით. ამ რაოდენობას ჩვენ ისედაც ვიღებთ, რადგან მარილი თითქმის ყველა სახის საკვებში შედის - პირველ რიგში კი პურში. ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში მარილს კერძებშიც კი მცირე რაოდენობით იყენებენ.

პური

- პურის მიღება საჭიროა, მაგრამ აქაც დოზაა მთავარი. პურის გამორიცხვა დიაბეტით დაავადებულებშიც არ შეიძლება, ოღონდ, არ არის აუცილებელი დიაბეტიანმა ადამიანმა უმაღლესი ხარისხის თეთრი პური მიიღოს. ისედაც, დიდი რაოდენობით პურის მიღება არავისთვის სასურველი არ არის. პური ზომიერად უნდა მივიღოთ, უმრავლესობისთვის 2-3 ნაჭერი დღეში სავსებით საკმარისია. უმჯობესია, მივიღოთ რუხი, ან I-II ხარისხის პური, რომელიც რაფინირებული ფქვილისგან არაა დამზადებული.

ქათმის ხორცი

- ქათამი, რომელიც ჰორმო­ნებით არის გაზრდილი, ძალიან საზიანო საკვებია. სოფელში ყველას გაგვიგია, რომ ქათამი 1-2 წელიწადში იზრდება, ჰორმონებით გაზრდილს კი, ამისათვის სულ რაღაც 2-3 თვე სჭირდება. ასეთი ქათმების გასაზრდელად ქალის ჰორმონები გამოიყენება, მათი ხორცი მდიდარია პროგესტერონით, რომელიც მამაკაცებში უშვილობას და ძალიან ბევრ უარყოფით მოვლენას იწვევს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს