მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს
მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის და­სახ­ვედ­რად უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით სრუ­ლი­ად მზად არის. მისი თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რაა ჩარ­თუ­ლი.

"სრუ­ლი­ად მზად ვართ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის და­სახ­ვედ­რად. ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა ჩარ­თუ­ლია სა­მუ­შა­ო­ებ­ში. ყვე­ლა­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ და ქა­ლაქ­ში არის დაც­ვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი იკე­ტე­ბა დღეს, სა­ღა­მოს 20:00 სა­ა­თი­დან ხვალ 16:00 სა­ა­თამ­დე, ასე­ვე შალ­ვა და­დი­ა­ნის და გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს მივ­მარ­თეთ და დღეს იქ ვერ­ცერთ ავ­ტო­მო­ბილს ვერ ნა­ხავთ.

არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ არის და არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

ამას­თან, დღეს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მაიკ პენ­სის და­სახ­ვედ­რად მი­ვიდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც. მათ თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ი­ა­რეს შე­მოწ­მე­ბა და აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რო­გორც ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ გან­მარ­ტა, ეს ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნით მოხ­და და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა, დაბ­რუნ­დე­ბი­ან თუ არა ისი­ნი აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ეს არის წმინ­და ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის სა­კი­თხი. ამე­რი­კუ­ლი მხა­რე თვლის, რომ სრუ­ლად არ არის და­ცუ­ლი ექ­სცე­სის­გან ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამის გან­ხილ­ვა და შე­საძ­ლოა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­აბ­რუ­ნონ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ამე­რი­კუ­ლი მხა­რე თვლის, რომ ხალ­ხი არის ძა­ლი­ან ახ­ლოს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რა­ი­მე ექ­სცე­სი მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძემ.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ დრო­ის­თვის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

მაიკ პენსის დასახვედრად აეროპორტში მისულ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად უსაფრთხოების კუთხით სრულიად მზად არის. მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ყველა სტრუქტურაა ჩართული.

"სრულიად მზად ვართ ვიცე-პრეზიდენტის დასახვედრად. ყველა სტრუქტურა ჩართულია სამუშაოებში. ყველანი მობილიზებულები ვართ და ქალაქში არის დაცვის საკმაოდ მაღალი უზრუნველყოფა. რუსთაველის გამზირი იკეტება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან ხვალ 16:00 საათამდე, ასევე შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს მივმართეთ და დღეს იქ ვერცერთ ავტომობილს ვერ ნახავთ.

არავითარი საფრთხე არ არის და არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა", - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

ამასთან, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პენსის დასახვედრად მივიდნენ მოქალაქეებიც. მათ თავდაპირველად გაიარეს შემოწმება და აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდნენ, თუმცა, მოგვიანებით მათ ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, ეს ამერიკული მხარის მოთხოვნით მოხდა და ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, დაბრუნდებიან თუ არა ისინი აეროპორტის ტერიტორიაზე.

"ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის საკითხი. ამერიკული მხარე თვლის, რომ სრულად არ არის დაცული ექსცესისგან ეს ღონისძიება. ახლა მიმდინარეობს ამის განხილვა და შესაძლოა, ეს ადამიანები დააბრუნონ აეროპორტის ტერიტორიაზე.

ამერიკული მხარე თვლის, რომ ხალხი არის ძალიან ახლოს და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რაიმე ექსცესი მოხდეს", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მოქალაქეები ამ დროისთვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."