Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით
რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში ცალ­კე ბლო­კად არის გა­მო­ყო­ფი­ლი "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კომ­პლექ­სუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მე­რაბ ბოლ­ქვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქ­ში "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი შემ­დგომ უნდა და­მუ­შავ­დეს. ბოლ­ქვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ხრუ­შოვ­კებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ის კახი კა­ლა­ძის საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბას ჯერ არ გას­ცნო­ბია.

"თქვენ იცით, რომ მე­სა­მე მა­სივ­ში "ხრუშ­ჩოვ­კე­ბი" უკვე ინ­გრე­ვა. ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­დია ისე­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­დაც, "ხრუშ­ჩოვ­კე­ბია" და აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამი­ტომ თუ რა­ი­მე მო­საზ­რე­ბა აქვთ, ვნა­ხავთ და გა­ვეც­ნო­ბით. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად არის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ეს სა­კი­თხი. გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში ცალ­კე ბლო­კად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ამ სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კომ­პლექ­სუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას. შემ­დგომ ეტაპ­ზე უნდა გა­კეთ­დეს ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რა­საც ჰქვია გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა.

შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე წი­ნა­და­დე­ბა აქვს კახა კა­ლა­ძეს. ჩვენ არ გვი­ნახ­ვას, ვნა­ხავთ და გა­ვეც­ნო­ბით", - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ბოლ­ქვა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ე.წ. "ხრუშ­ჩოვ­კებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აცხა­დებს, რომ თბი­ლის­ში ე.წ. ხრუ­შოვ­კე­ბის ხანა დიდი ხა­ნია დას­რულ­და.

"ჩვენ გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი "ხრუშ­ჩოვ­კე­ბის" ეტა­პობ­რი­ვი ჩა­ნაც­ვლე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­ვუდ­გენთ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას. ამ საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის გად­მო­ნაშ­თე­ბის­გან თბი­ლი­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა მყა­რი, კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რი­სით, ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ "ხრუშ­ჩოვ­კის" ტი­პის ბი­ნებ­ში, ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­ცეს­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან ბი­ნით, ან შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით. სი­ცო­ცხლით სავ­სე თი­თო­ე­უ­ლი უბა­ნი, ეს არის თბი­ლი­სის სახე და მისი მო­მა­ვა­ლი", - აცხა­დებს კა­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით

რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცალკე ბლოკად არის გამოყოფილი "ხრუშჩოვკების" საკითხის აქტუალობა, რომელიც გულისხმობს ამ ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქში "ხრუშჩოვკების" ტერიტორიებზე განაშენიანების კონკრეტული გეგმები შემდგომ უნდა დამუშავდეს. ბოლქვაძის განცხადებით, "ხრუშოვკებთან" დაკავშირებით, ის კახი კალაძის საპროექტო წინადადებას ჯერ არ გასცნობია.

"თქვენ იცით, რომ მესამე მასივში "ხრუშჩოვკები" უკვე ინგრევა. ქალაქის ტერიტორიაზე დიდია ისეთი ტერიტორიები სადაც, "ხრუშჩოვკებია" და აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ თუ რაიმე მოსაზრება აქვთ, ვნახავთ და გავეცნობით. შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად არის მოსაგვარებელი ეს საკითხი. გენერალურ გეგმაში ცალკე ბლოკად არის გამოყოფილი ამ საკითხის აქტუალობა, რომელიც გულისხმობს "ხრუშჩოვკების" ტერიტორიებზე კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას. შემდგომ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ქალაქმშენებლობის დოკუმენტაცია, რასაც ჰქვია განაშენიანების რეგულირების გეგმა.

შეიძლება რაიმე წინადადება აქვს კახა კალაძეს. ჩვენ არ გვინახვას, ვნახავთ და გავეცნობით", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ე.წ. "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა.

"ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი "ხრუშჩოვკების" ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ "ხრუშჩოვკის" ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სიცოცხლით სავსე თითოეული უბანი, ეს არის თბილისის სახე და მისი მომავალი", - აცხადებს კალაძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ