Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ფონდი ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია აქტიურ ფაზაში შედის
„ფონდი ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია  აქტიურ ფაზაში შედის

სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ად­გი­ლობ­რივ მუნ­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა.

რო­გორც კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, პროგ­რა­მის ძი­რი­თად ამო­ცა­ნას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს. კერ­ძოდ კი, მათი სა­ცხოვ­რებ­ლით უზურნ­ველ­ყო­ფა, და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მხარ­და­ჭე­რა და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მათ შო­რის, ტრან­სპორ­ტით შე­ღა­ვა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვა. შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლად ცხოვ­რე­ბის პრობ­ლე­მა და შიში და ის კომ­პლექ­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი აწყდე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გას­ვლის დროს, აღარ იარ­სე­ბებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2012 წლი­დან "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი" ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა კომ­პა­ნი­ამ ად­ვო­კა­ტო­ბის კამ­პა­ნი­ის ინი­ცი­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თხოვ­ნით "კო­ა­ლი­ცი­ას ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის" მი­მარ­თა. კო­ა­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გა­ი­წე­რა პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სას და­იხ­ვე­წა.

პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, მათ შო­რის, შრო­მის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია. იგეგ­მე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თა­ნაც. სა­ბო­ლოო პრო­ექ­ტის შეკ­ვრამ­დე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა მხა­რის რე­კო­მენ­და­ცია და ხედ­ვა.

პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა დამ­ხმა­რე ერ­თგვარ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წარ­მო­ად­გენს.

"მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მა (მინ­დო­ბი­თი ოჯა­ხი და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო სახ­ლე­ბი) არა მხო­ლოდ 18 წლამ­დე ეხ­მა­რე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს, არა­მედ 21-24 წლამ­დე აგ­რძე­ლებს მათ მხარ­და­ჭე­რას, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია 18 წლის ახალ­გაზ­რდამ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­აგ­ვა­როს სა­ცხოვ­რებ­ლის და სამ­სა­ხუ­რის პრობ­ლე­მა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში კი 18 წლის ახალ­გაზ­რდას უხ­დე­ბა ზრუნ­ვის სის­ტე­მის და­ტო­ვე­ბა, მა­შინ როცა ჯერ კი­დევ, არ აქვს დაძ­ლე­უ­ლი მი­ტო­ვე­ბით და ხში­რად მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტრავ­მე­ბი, არ არის ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, არ არის და­საქ­მე­ბი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, არ აქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე მზრუნ­ველ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გვი­ან ან შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ არ გა­და­ვიდ­ნენ მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­დან , რად­გან არ არი­ან მზად 18 წლის ასაკ­ში და­ი­წყონ სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა. მაშ, რა­ტომ უნდა გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი გახ­დე­ბი­ან რა 18 წლის, გა­უმკლავ­დე­ბი­ან ზრდას­რუ­ლის ცხოვ­რე­ბას და რომ მათ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა აღარ სჭირ­დე­ბათ?!" - გან­მარ­ტა­ვენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 9 ივ­ნისს, კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტარ­სა" და "კო­ა­ლი­ცია ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის" შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. აღ­ნიშ­ნულ მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს კო­ა­ლი­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, მაია მგე­ლი­აშ­ვილ­მა და კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" კორ­პო­რა­ცი­ულ საქ­მე­თა დი­რექ­ტორ­მა ნი­კო­ლოზ ხუნ­ძა­კიშ­ვილ­მა. მე­მო­რან­დუ­მის მი­ზანს ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს. "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი" და "კო­ა­ლი­ცია ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის" ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სულ ახალ­გაზ­რდებ­ზე ერ­თობ­ლი­ვად იზ­რუ­ნე­ბენ და მათ ად­ვო­კა­ტო­ბას გა­უ­წე­ვენ.

კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტარ­მა" 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში, და­ა­ფუძნა "ფონ­დი­ნა­ტახ­ტა­რი" და და­ი­წყო საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის "იზ­რუ­ნე მო­მა­ვალ­ზე" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ყო­ველ წელს, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ტახ­ტა­რის ლი­მო­ნა­თის" თი­თო­ე­უ­ლი გა­ყი­დუ­ლი ბოთ­ლი­დან ფონდში ირი­ცხე­ბა 1, 3 და 5 თეთ­რი (შე­ფუთ­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად). 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონდში შეგ­როვ­და 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მო­ზარდს გა­ე­წია სხვა­დას­ხვა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის კუ­თხით. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის თა­ნად­გო­მი­თა და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით.

"კო­ა­ლი­ცია ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის" თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის სა­კი­თხებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი 41 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, რომ­ლის მი­ზანს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა და მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს.

კო­ა­ლი­ცი­ის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდა­თა უფ­ლე­ბე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ებ­ზე, მათ შო­რის რე­გი­ო­ნა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ებ­ში წევ­რო­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

R

„ფონდი ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია აქტიურ ფაზაში შედის

„ფონდი ნატახტარისა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია  აქტიურ ფაზაში შედის

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ მუნციპალიტეტებში გამოჩნდა.

როგორც კამპანიის ავტორები აცხადებენ, პროგრამის ძირითად ამოცანას ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ახალგაზრდების დახმარება წარმოადგენს. კერძოდ კი, მათი საცხოვრებლით უზურნველყოფა, დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება, მათ შორის, ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა და კომუნალური გადასახადების დაფარვა. შედეგად, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელად ცხოვრების პრობლემა და შიში და ის კომპლექსური სირთულეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის დროს, აღარ იარსებებს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან „ფონდი ნატახტარი“ ზუსტად ანალოგიური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიამ ადვოკატობის კამპანიის ინიცირება და თანამშრომლობის თხოვნით „კოალიციას ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ მიმართა. კოალიციის დახმარებით გაიწერა პროგრამა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციებისას დაიხვეწა.

პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. იგეგმება კონსულტაციები და შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთანაც. საბოლოო პროექტის შეკვრამდე გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის რეკომენდაცია და ხედვა.

პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

„მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფო ზრუნვის სისტემა (მინდობითი ოჯახი და მცირე საოჯახო სახლები) არა მხოლოდ 18 წლამდე ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, არამედ 21-24 წლამდე აგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან შეუძლებელია 18 წლის ახალგაზრდამ სრულიად დამოუკიდებლად მოაგვაროს საცხოვრებლის და სამსახურის პრობლემა, რომ არაფერი ვთქვათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ჩვენ ქვეყანაში კი 18 წლის ახალგაზრდას უხდება ზრუნვის სისტემის დატოვება, მაშინ როცა ჯერ კიდევ, არ აქვს დაძლეული მიტოვებით და ხშირად მის მიმართ განხორციელებული ძალადობით გამოწვეული ტრავმები, არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი, არ არის დასაქმებისათვის კონკურენტუნარიანი, არ აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყველაზე მზრუნველ ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდებიც კი, საქართველოში, ტრადიციულად, გვიან ან შესაძლოა, საერთოდ არ გადავიდნენ მშობლიური სახლიდან , რადგან არ არიან მზად 18 წლის ასაკში დაიწყონ სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება. მაშ, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები გახდებიან რა 18 წლის, გაუმკლავდებიან ზრდასრულის ცხოვრებას და რომ მათ სახელმწიფოს დახმარება აღარ სჭირდებათ?!“ - განმარტავენ კოალიციაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს, კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, მაია მგელიაშვილმა და კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. მემორანდუმის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. “ფონდი ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებზე ერთობლივად იზრუნებენ და მათ ადვოკატობას გაუწევენ.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდინატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველ წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 747 857 ლარი და 300-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

“კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი 41 ორგანიზაციის გაერთიანებაა, რომლის მიზანს ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი