მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლებს და სა­მუ­შაო-სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (GIZ) და სე­ნი­ორ ექ­სპერ­ტე­ბის სამ­სა­ხურ­თან (SES) ერ­თად შე­მუ­შავ­და და პირ­ველ ეტაპ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი და­გეგ­მვა. ტრე­ნინ­გე­ბი ძი­რი­თა­დად ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში ჩა­ტარ­დე­ბა,

კერ­ძოდ, გას­ტრო­ნო­მი­ის, სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის, კუ­ლი­ნა­რი­ის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ში კონ­კრე­ტულ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­თან გერ­მა­ნი­ა­ში და ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტებს ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მი­ავ­ლე­ნენ გერ­მა­ნი­ა­ში.

"ჩვენ ად­გილ­ზე ვი­მუ­შა­ვებთ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რათა და­ვად­გი­ნოთ მათი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ამის შემ­დეგ კი მოხ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მე­გობ­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის თან­ხლე­ბით, გაგ­ზავ­ნონ გერ­მა­ნი­ის სას­ტუმ­რო­ებ­ში პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა მოგ­ვიწ­ვია და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, და­ვეხ­მა­როთ ქარ­თულ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლია დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლია. ჩვენ ხელს შე­ვუ­წყობთ მას­წავ­ლებ­ლებს, წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გონ ეს მო­დე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში", - აცხა­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი გე­რალდ ვეტ­ცე­ლი.

რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა და დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნინო ელ­ბა­ქი­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია 12 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს.

"გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სე­ნი­ორ ექ­სპერ­ტე­ბის სამ­სა­ხუ­რის ეგი­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და 6 გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი, ე.წ. დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს უწე­ვენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხებ­ში დახ­მა­რე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ერ­თის მხრივ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მე­ო­რეს მხრივ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ად­გილ­ზე შეხ­ვდნენ ამ მას­წავ­ლებ­ლებს რათა გა­ეც­ნონ მათ აკა­დე­მი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებს და ამის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრონ თუ რა ტი­პის ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ა­ტა­რონ სა­მო­მავ­ლოდ. პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლია 12 კო­ლე­ჯი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში, ოზურ­გეთ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, ბა­თუმ­ში, მეს­ტი­ა­ში, ახალ­ცი­ხე­სა და კაჭ­რეთ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვის ეტა­პი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და იგი დას­რულ­დე­ბა 2 აგ­ვის­ტოს, რის შემ­დე­გაც ექ­სპერ­ტე­ბი გემ­რა­ნი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ხოლო ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­მოვ­ლენ ნო­ემ­ბერ­ში და და­ი­წყე­ბენ მას­ტერკლა­სე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ პრო­ექტს აქვს ე.წ გვერ­დი­თი ეფექ­ტი - მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მე­გობ­რე­ბა გერ­მა­ნი­ის სას­წავ­ლებ­ლებ­თან და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კის მი­სა­ღე­ბად გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან", - აცხა­დებს ნინო ელ­ბა­ქი­ძე.

გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (GIZ) შე­იქ­მნა სამი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - გერ­მა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (GTZ), გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის (DED) და შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის "სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დამ­ზა­დე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა" (InWEnt) - შერ­წყმის შე­დე­გად. იგი ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამას­თან, მას პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სათ­ვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა და ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი მცი­რე ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­ძე­ნა.

სე­ნი­ორ ექ­სპერტთა სერ­ვი­სი (SES) წარ­მო­ად­გენს გერ­მა­ნი­ის ინ­დუსტრი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ ექ­სპერ­ტებს აგ­ზავ­ნის გერ­მა­ნი­ი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში კონ­სულ­ტი­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. ექ­სპერ­ტე­ბი უსას­ყიდ­ლოდ უტა­რე­ბენ ტრე­ნინგს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და მე­ნე­ჯე­რებს – ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მომ­გე­ბი­ა­ნია მისი ყვე­ლა წარ­მო­მად­გენ­ლი­სათ­ვის. ექ­სპერ­ტე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებს, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს, ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სექ­ტო­რებს, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში გერმანელი ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში სამოდელო გაკვეთილებს და სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ.

აღნიშნული პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (GIZ) და სენიორ ექსპერტების სამსახურთან (SES) ერთად შემუშავდა და პირველ ეტაპზე პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებებში ტურიზმის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროების კვლევას ითვალისწინებს, შემდეგ კი მოხდება სხვადასხვა სპეციალობებში მასწავლებელთა ტრენინგების მიზნობრივი დაგეგმვა. ტრენინგები ძირითადად ტურიზმის სფეროში ჩატარდება,

კერძოდ, გასტრონომიის, სასტუმროს მომსახურებისა და მენეჯმენტის, კულინარიის და სხვა მიმართულებით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, გერმანელი ექსპერტები დაეხმარებიან პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას, თანამშრომლობის დამყარებაში კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელთან გერმანიაში და ქართული პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებსა და საუკეთესო სტუდენტებს ევროპული გამოცდილების მისაღებად მიავლენენ გერმანიაში.

„ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მასწავლებლებთან, რათა დავადგინოთ მათი პროფესიული საჭიროებები, ამის შემდეგ კი მოხდება გერმანიის და საქართველოს პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება, რომლის შედეგად საქართველოს სასწავლებლებს ექნებათ საშუალება, საუკეთესო სტუდენტები, მასწავლებლების თანხლებით, გაგზავნონ გერმანიის სასტუმროებში პრაქტიკის გასავლელად. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოგვიწვია და საშუალება მოგვეცა, დავეხმაროთ ქართულ პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაში დაგეგმილია დუალური პროფესიული განათლების განვითარება, რაც გერმანული მოდელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მასწავლებლებს, წარმატებით დანერგონ ეს მოდელი სასწავლო პროცესში“, - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი გერალდ ვეტცელი.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ელბაქიძე აცხადებს, აღნიშნულ პროექტში ჩართულია 12 პროფესიული სასწავლებელი, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.

“გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სენიორ ექსპერტების სამსახურის ეგიდით საქართველოში ჩამოვიდა 6 გერმანელი ექსპერტი, ე.წ. დარგის სპეციალისტი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დარგის სპეციალისტებს უწევენ საგანმანათლებლო საკითხებში დახმარებას. მოგეხსენებათ, საქართველოში პროფესიულ განათლებაში გვყავს მასწავლებლები, რომლებიც არიან ერთის მხრივ პროფესიული განათლების მასწავლებლები და მეორეს მხრივ კონკრეტული პროფესიის სპეციალისტები. გერმანელი ექსპერტები ადგილზე შეხვდნენ ამ მასწავლებლებს რათა გაეცნონ მათ აკადემიურ საჭიროებებს და ამის მიხედვით განსაზღვრონ თუ რა ტიპის ტრენინგები ჩაატარონ სამომავლოდ. პროექტში ჩართულია 12 კოლეჯი, რომლებიც თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთში, ბათუმში, მესტიაში, ახალციხესა და კაჭრეთში მდებარეობს. საჭიროებების კვლევის ეტაპი აქტიურ ფაზაშია და იგი დასრულდება 2 აგვისტოს, რის შემდეგაც ექსპერტები გემრანიაში დაბრუნდებიან, ხოლო ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოვლენ ნოემბერში და დაიწყებენ მასტერკლასების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტს აქვს ე.წ გვერდითი ეფექტი - მოხდება საქართველოში არსებული კონკრეტული პროფესიული სასწავლებლების დამეგობრება გერმანიის სასწავლებლებთან და წარმატებული ქართველი სტუდენტები პრაქტიკის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრებიან“, - აცხადებს ნინო ელბაქიძე.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შეიქმნა სამი ორგანიზაციის - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), გერმანიის განვითარების სამსახურის (DED) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ”საერთაშორისო გადამზადება და განვითარება” (InWEnt) - შერწყმის შედეგად. იგი ფედერალურ მთავრობას საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამასთან, მას პირველ რიგში ეხება ტექნიკური თანამშრომლობა, მაგალითად ქართველი პარტნიორებისათვის კონსულტაციების გაწევა და ასევე შესაბამისი მცირე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.

სენიორ ექსპერტთა სერვისი (SES) წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს (Stiftung der deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელ ექსპერტებს აგზავნის გერმანიისა და სხვა ქვეყნების კომპანიებში კონსულტირებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ექსპერტები უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგს სპეციალისტებსა და მენეჯერებს – ეს არის სისტემა, რომელიც მომგებიანია მისი ყველა წარმომადგენლისათვის. ექსპერტები მომსახურებას უწევენ მცირე და საშუალო საწარმოებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს ასოციაციებსა და მომსახურების სექტორებს, რომელთა შორისაც არიან სოციალური, სამედიცინო ინსტიტუტები და პროფესიული სასწავლებლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი