პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან გოცირიძე - მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე
რომან გოცირიძე - მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე

მაიკ პენ­სის ვი­ზი­ტი და მისი რე­გი­ო­ნუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი გზავ­ნი­ლია რუ­სე­თის­თვის, რომ მას არა­ვინ ეკი­თხე­ბა ჭკუ­ას ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, - აცხა­დებს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სათ­ვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა. რო­მან გო­ცი­რი­ძის თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გრძნობს იმ მუდ­მივ თა­ნად­გო­მას, რო­მელ­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი იჩენს.

"ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა უდი­დე­სია ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზი­ტის გე­ოგ­რა­ფი­ულ მო­ხა­ზუ­ლო­ბას, იგი რო­გორც პრაგ­მა­ტუ­ლი, ასე­ვე სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­საა. ბალ­ტი­ის­პი­რე­თი, კერ­ძოდ, ეს­ტო­ნე­თი (სა­დაც ჩავა ასე­ვე ბალ­ტი­ის და­ნარ­ჩე­ნი ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რი), სა­ქარ­თვე­ლო და ჩერ­ნო­გო­რია - ქვეყ­ნე­ბის ეს ჯგუ­ფი არაა შემ­თხვე­ვით შერ­ჩე­უ­ლი. სა­ერ­თო ამ ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის არის მათი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი წარ­სუ­ლი და ის გზა, რო­მე­ლიც მათ გა­ი­ა­რეს ნატო-ში და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის. ესე­ნი ნატო-ს ახა­ლი წევ­რე­ბი არი­ან. ჩერ­ნო­გო­რია სულ ახ­ლა­ხან მი­უ­ერ­თდა ამ ალი­ანს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს არის სიგ­ნა­ლი, რომ შემ­დე­გი ის შე­იძ­ლე­ბა იყოს. სა­ერ­თო არის ისიც, თუ რა მწვა­ვედ რე­ა­გი­რებ­და რუ­სე­თი ამ ქვეყ­ნე­ბის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და ახლა იგი­ვეს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, უფრო მკაც­რი და უხე­ში ფორ­მით. ეს ვი­ზი­ტი და მისი რე­გი­ო­ნუ­ლი შე­მად­გე­ნე­ლი გზავ­ნი­ლია ასე­ვე რუ­სე­თის­თვის, რომ მას არა­ვინ ეკი­თხე­ბა ჭკუ­ას ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე და ეს მა­შინ მოხ­დე­ბა, როცა ქვე­ყა­ნა მზად იქ­ნე­ბა ამის­თვის. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ამ ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ( მათ შო­რის სამ­ხედ­რო კომ­პო­ნენ­ტის) გაძ­ლი­ე­რე­ბის სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. საფრ­თხე კი რუ­სე­თი­დან მო­დის. ნი­შან­დობ­ლი­ვია აგ­რეთ­ვე, რომ ვიცე პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი ნატო-ს ეგი­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წყე­ბულ სამ­ხედ­რო წვრთნებს და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან ბევ­რი სიგ­ნა­ლია ამ ვი­ზი­ტში რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით"- გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ცალ­კე­ულ პარ­ტი­ას­თან შეხ­ვედ­რა არ არის და­გეგ­მი­ლი, ვიცე პრე­ზი­დენ­ტი შეხ­ვდე­ბა რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თითო წარ­მო­მად­გე­ნელს ერ­თად.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პარ­ტი­ის ლი­დე­რი პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის სა­ხით. "მრა­ვა­ლი სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა წა­მო­წე­უ­ლი ამ შეხ­ვედ­რა­ზე ჩვე­ნი მხრი­დან. გვექ­ნე­ბა პირ­და­პი­რი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც ჩვე­ნი მთა­ვა­რი სატ­კი­ვა­რია. პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმოქ­მე­დე­ბა­ზე და უსუ­სუ­რო­ბა­ზე, წინ აღუდ­გეს რუ­სე­თის მხრი­დან წარ­მო­ე­ბულ ე.წ. ჰიბ­რი­დულ ომს, ვი­სა­უბ­რებთ რუ­სე­თი­სა და პრო­რუ­სუ­ლი და პრო­ფა­შის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გავ­ლე­ნის ზრდა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვ­ლით იმ მა­ხინ­ჯი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მელ­საც უკვე ყვე­ლა მო­იხ­სე­ნი­ებს რო­გორც არა­ფორ­მა­ლურ, ოლი­გარ­ქი­ულ მმარ­თვე­ლო­ბად. მწვა­ვედ დავ­სვამთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მას, რო­მელ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით იჩი­ნა თავი პო­ლი­ტი­კუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე საქ­მე­ე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად, "რუს­თა­ვი 2"-ისა და სხვა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში. ეს ასე­ვე ეხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის პრო­ცეს­ში სა­სა­მარ­თლოს უკი­დუ­რე­სად ცუდ როლს. არც ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­უ­რი დევ­ნის სა­კი­თხებს დავ­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ. ამ დევ­ნა­ში უკვე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ჩა­ერ­თო. ორი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერთი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს: პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის, მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტის უკა­ნო­ნო გზით გან­დევ­ნა ას­პა­რე­ზი­დან. არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თოა ის, რაც ხდე­ბა მე­დი­აპ­რუ­ლა­რიზ­მის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას მთავ­რო­ბა და ოლი­გარ­ქი აკონ­ტრო­ლებს. ეს და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა სა­კი­თხი იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მი­ვა­წო­დოთ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ობი­ექ­ტუ­რი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იგ­რძნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლა და პირ­ველ რიგ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ეს უნდა იგ­რძნოს ქვეყ­ნის არა­ფორ­მა­ლურ­მა მმარ­თველ­მაც. უნდა გა­ი­გოს, რომ ქვეყ­ნის და­სუს­ტე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­დან უკან და­ხე­ვა არ იქ­ნე­ბა და­უს­ჯე­ლი და ყვე­ლას და­ე­კის­რე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხრი­დან, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან თა­ვის წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რომან გოცირიძე - მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე

რომან გოცირიძე - მაიკ პენსის ვიზიტი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე

მაიკ პენსის ვიზიტი და მისი რეგიონული შემადგენელი გზავნილია რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე, - აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისივე შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. რომან გოცირიძის თქმით, ქართველი ხალხი გრძნობს იმ მუდმივ თანადგომას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსადმი იჩენს.

"ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა უდიდესია ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი დემოკრატიული განვითარების, ასევე ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით. რაც შეეხება ვიზიტის გეოგრაფიულ მოხაზულობას, იგი როგორც პრაგმატული, ასევე სიმბოლური დატვირთვისაა. ბალტიისპირეთი, კერძოდ, ესტონეთი (სადაც ჩავა ასევე ბალტიის დანარჩენი ორი ქვეყნის ლიდერი), საქართველო და ჩერნოგორია - ქვეყნების ეს ჯგუფი არაა შემთხვევით შერჩეული. საერთო ამ ქვეყნებისათვის არის მათი სოციალისტური წარსული და ის გზა, რომელიც მათ გაიარეს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ესენი ნატო-ს ახალი წევრები არიან. ჩერნოგორია სულ ახლახან მიუერთდა ამ ალიანს. საქართველოსთვის ეს არის სიგნალი, რომ შემდეგი ის შეიძლება იყოს. საერთო არის ისიც, თუ რა მწვავედ რეაგირებდა რუსეთი ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებაზე და ახლა იგივეს აკეთებს საქართველოს მიმართ, უფრო მკაცრი და უხეში ფორმით. ეს ვიზიტი და მისი რეგიონული შემადგენელი გზავნილია ასევე რუსეთისთვის, რომ მას არავინ ეკითხება ჭკუას ნატო-ს გაფართოების საკითხებზე და ეს მაშინ მოხდება, როცა ქვეყანა მზად იქნება ამისთვის. ვიზიტის ფარგლებში ამ ქვეყნების უსაფრთხოების ( მათ შორის სამხედრო კომპონენტის) გაძლიერების საკითხები იქნება განხილული. საფრთხე კი რუსეთიდან მოდის. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს დაემთხვა. ძალიან ბევრი სიგნალია ამ ვიზიტში რუსეთის მიმართულებით"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რომან გოცირიძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის ფარგლებში ცალკეულ პარტიასთან შეხვედრა არ არის დაგეგმილი, ვიცე პრეზიდენტი შეხვდება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თითო წარმომადგენელს ერთად.

"ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილი იქნება პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სახით. "მრავალი საკითხები იქნება წამოწეული ამ შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან. გვექნება პირდაპირი საუბარი ყველაფერზე, რაც ჩვენი მთავარი სატკივარია. პირველ რიგში, ხელისუფლების უმოქმედებაზე და უსუსურობაზე, წინ აღუდგეს რუსეთის მხრიდან წარმოებულ ე.წ. ჰიბრიდულ ომს, ვისაუბრებთ რუსეთისა და პრორუსული და პროფაშისტური ძალების გავლენის ზრდაზე საქართველოში, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იმ მახინჯი მმართველობის ფორმის ჩამოყალიბებას, რომელსაც უკვე ყველა მოიხსენიებს როგორც არაფორმალურ, ოლიგარქიულ მმართველობად. მწვავედ დავსვამთ კონსტიტუციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შესახებ, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემას, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ეს ასევე ეხება ხელისუფლების მიერ განხორციელებული ოპოზიციის პოლიტიკური დევნის პროცესში სასამართლოს უკიდურესად ცუდ როლს. არც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკიური დევნის საკითხებს დავტოვებთ უყურადღებოდ. ამ დევნაში უკვე უკრაინის ხელისუფლებაც ჩაერთო. ორივე ხელისუფლებას ერთი მიზანი ამოძრავებს: პოლიტიკური ოპონენტის, მთავარი კონკურენტის უკანონო გზით განდევნა ასპარეზიდან. არანაკლებ სახიფათოა ის, რაც ხდება მედიაპრულარიზმის შემცირების კუთხით. ფაქტობრივად, მედიასაშუალებების უმეტესობას მთავრობა და ოლიგარქი აკონტროლებს. ეს და კიდევ მრავალი სხვა საკითხი იქნება მსჯელობის საგანი. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საერთაშორისო ზეწოლა და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან. ეს უნდა იგრძნოს ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმაც. უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის დასუსტება და დემოკრატიული პროცესებიდან უკან დახევა არ იქნება დაუსჯელი და ყველას დაეკისრება როგორც ქართველი ხალხის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თავის წილი პასუხისმგებლობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."